პრაქტიკული ფსიქოლოგია


პრაქტიკული ფსიქოლოგია წარმოადგენს მეთოდებს, საშუალებებს და მიდგომებს, ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, რაც გამოიწვევს ცვლილებებს მის ქმედებებში.

პრაქტიკული ფსიქოლოგია წარმოიშვა და განვითარდა არა მეცნიერულ ცოდნაზე. ის ეყრდნობა პიროვნების მოღვაწეობით მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მიღწეულ შედეგებს. ის წარმოდგენილია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთქმედებებში.

პრაქტიკული ფსიქოლოგია გათვლილია არა სპეციალისტებზე, არამედ ფართო მასაზე.  ის მიმართულია ხალხისკენ ვისთვისაც ფსიქოლოგია არ  წარმოადგენს პროფესიულ განათლებას. პრაქტიკული ფსიქოლოგია ეყრდნობა, არა მარტო მეცნიერულ ბაზას, არამედ პრაქტიკაში მიღებულ შედეგების განზოგადებას და ანალიზს, რომლებსაც არ გააჩნიათ, ზოგჯერ, მეცნიერული საფუძველი. რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში, წინ უსწრებენ მეცნიერებას ( მეცნიერება, ხშირ შემთხვევაში, არ არის მოქნილი).  პარაქტიკული ფსიქოლოგია მეტყველებს ხალხისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე.

საუკეთესო ფორმით პრაქტიკული ფსიქოლოგია ვლინდება მღვდლების, ექიმების, პოლიტიკოსების, პედაგოგებოს, ხელმძღვანელების, მშობლების და სხვა კატეგორია ადამიანების მოღვაწეობაში, რომლებსაც ხშირად აქვთ ურთიერთობა სხვა და სხვა ადამიანებთან  და აქვთ ზემოქმედების საშუალება. ეს ხალხი იყენებს ფსიქოლოგიის იმ ცოდნას, რომელიც თავად ისწავლეს საკუთარ გამოცდლებაზე.

კლასიკური ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ეყრდნობა ზუსტ მეცნიერულ ცოდნას და ადამიანის ფსიქიკას. ორიენტირებულია სპეციალისტ – ფსიქოლოგებზე და მისთვის დამახასიათებელია, ღრმა მეცნიერული ენა. კლასიკური ფსიქოლოგია დაკავებულია პროფესიონალური განათლებით. ის ცდილობს იყოს მკაცრი და არ უშვებს მსგავს თვითნებობებს, რომელიც ვლინდება პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში.  კლასიკური ფსიქოლოგია წარმოდგენილია ისეთ სფეროებში როგორიცაა – პედაგოგიური, სამედიცინო, იურიდიული…..

загруженное (1)

პრაქტიკული ფსიქოლოგია იძლევა ცოდნას, რომელიც უშვალოდ მიმართულია ხალხის ფართო მასის მოთხოვნის დაკამყოფილებაზე. ის მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო წლებში, რადგანის პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს იმ საკითხებზე როგორიცაა – ბიზნეს ფსიქოლოგია, ტაიმ-მენეჯმენტი, წარმატების ფსიქოლოგია, პიროვნული  ზრდა და თვიგანათლება… მეც სწორდ, ამ თემებით დაინტერესებამ მიმიყვანა პრაქტიკულ ფსიქოლოგიის სფეროში დაახლოებიით  თხუთმეთი წლის წინ და ჩემი მოკრძალებული ბლოგით, სურვილი მაქვს ავუწყო ფეხი ამ მიმართულების განვითარებას, რადგან დარწმუნებული ვარ თითოელი  ადმიანის უსაზღვრო შესაძლებლობებში.

                                        პატივისცემით ავტორი თამარ კვარაცხელია!

One thought on “პრაქტიკული ფსიქოლოგია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.