თქვენი პიროვნული ზრდა


HItrkd-061Uთითოეული ადამიანი, ამ სამყაროს  ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს, გაიზარდოს და თუ ის, წყვეტს ამ ცილკლს მისი აზრები, შეხედულებები და ქმედებები იწყებს გაყინვას და მიდის უკუპროცესი ანუ დეგრადირდება. თუმცა, დღეს უამრავი მასობრივი საინფორმაციო საშვალებები არ იძლევა იმის საშვალებას რომ მოდუნდე, მაგრამ ამ ყოველივეს, პიროვნულ ზრდასთან არანაირი შეხება არ ააქვს. 😦

მოკლედ ვიტყვი: თუ როგორ ვმეტყველებთ, როგორ ვაზროვნებთ, როგორ ვიქცევით- შედეგია იმ ინფორმაციისა, რასაც ჩვენ ვაძლევ უფლებას შემოვიდეს ჩვენში გარედან და ნუ გაგვიკვირდება, თუ რამეთი უკმაყოფილო ვართ ჩვენი ცხოვრების რომელიმე სფეროებში.  ვგულისხმობ, ცხოვრების ექვსს ძირითად სფეროს, როგორიცაა: სულიერი, ოჯახი, ფიზიკური, საქმიანი, საზოგიგოებრივი, მენტალური (ისინ ჩამოთვლილი არ რის, მნიშვნელობების მიხედვით). ამ ცხოვრებისეულ სფეროებს შორის, უნდა იყოს დაცული ბალანსი, მხოლოდ მაშინ არის შესაძლბელი სრულყოფილი ცხოვრება. ამ თემას, შემდეგშიც არა ერათხელ მიმოვიხილავ. ეხლა კი, დავუბრუნდები პიოვნულ ზრდას.

პიროვნული ზრდა  წარმოადგენს ერთ-ერთ აზრს ცხოვრებისას. მისი საშუალებით შეიძლება შეცვალო საკუთარი თავი, აღმოაჩინო და განავითარო შენთვის მისაღები თვისებები, მოიცილო კომპლექსები და უარყოითი აზრები, ისწავლო, მართო საკუთარი ემოციები.

პიროვნული ზრდა, რთულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის გარეშე (ამიტომ არის მოსახლეობის მეტი ნაწილი არარეალიზებული). ჩემი მოკრძალებული ბლოგი, დაეხმარება მათ ვინც საკუთარი თავის ძიებაშია. მაქვს სურვილი, გასაგებად ავხსნა რომ თითოეულ ადამიანში არის უსაზღვრო პოტენციალი და მის გამოვლენას, არა აქვს ზღვარი ასაკში, ზღვარი განათლებაში, ზღვარი შესაძლებლობებში… საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მზაობა.tevzi1

შევეცდები, ბლოგით მოგაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, თემებზე -თუ როგორ გადავლახოთ შიშები და ფობიები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შიში – დიდი წინააღმდეგობაა წარმატების და ბედნიერი ცხოვრების გზაზე.

აგრეთვე, სტრესების მოხსნა და დეპრესიისგან განთავისუფლება. (თემები ნელ-ნელა დაიდება ბლოგზე) როცა ადამიანი, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ის კარგავს დიდძალ, საჭირო სიცოცხლო ძალას, რომელიც სჭირდება სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

ბლოგზე ვისუბრებ მიტევებაზე. წყენას საკუთარ თავზე და სხვებზე, აქვს უარყოფითი გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

განვიხილავ, როგორ მივაგნოთ ჩვენს დაფარულ შესაძლელობებს. როგორ დავსახოთ მიზანი და რა არის საჭირო მის განსახორციელებლად.

რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მართვა. პრობლემა, აუცილებელი პირობაა ცხოვრების გასაგრძელებლად. ხომ გაგიგიათ- „რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვაძლერებს“.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში გარკვევა დაგეხმარებათ გახდეთ, უფრო თავდაჯერებულნი საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. შეძლებთ, განავითაროთ ტალანტი და მისწრაფებები. დაეუფლოთ, ეფექტურ მიდგომებს საკუთარ თავთან და გარემოსთან.

აგრთვე, განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან…

სპორტი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. სხეულის სრულყოფა და მისი მოვლა დაგეხმარებათ,  ჰარმონიულად განვითარდეთ.

ადამიანს, რომელსაც აქვს ბალანსი დაცული ცხოვრების ყველა სფეროებში, შესწევს უნარი იცხოვროს ბედნიერად.

მაშასადამე, რა არის პიროვნული ზრდა?

ეს არის, საკუთარი თავის ძიება და რეალიზაცია. ეს არის, სიარული წინ, შენს წინააღმდეგობებთან შესახვედრად. პიროვნების მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ და თვითგანვითარებისკენ. ეს, ყოველდღიური გამარჯვებაა საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე და სხვადასხვა უარყოფით ემოციებზე. ეს -შინაგანი ზეიმი და ცხოვრებით ხალისია, გზაა წარმატებისკენ.

რა არის ამისთვის საჭირო?fR_70akZbdU

 პირველ რიგში- პასუხისმგებლობა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. იმის გათვითცნობიერება რომ არ ხართ ბავშვი და საკუთარი ხელებით და  გონებით ქმნით იმ რეალობას, სადაც ხარ.

შემდეგ- შეცვლის სურვილი. შეიცვალო ეს თქვენი საწვავია, რომელიც გატარებთ ამ, არა თუ მარტივ, ცხოვრების გზაზე.

ასევე მნიშვნელოვანია -რწმენა. რწმენა საკუთარ თავში. ის საუკეთესო დამხმარეა  და უფრო მეტიც, უმთავრესია.

 რითი დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა?

პირველი, გაარკვიეთ რა გინდათ? თქვენი მიზანი! კითხეთ თავს: რა უნდა გავაკეთო რომ გავიზარდო პიროვნულედ? მაგალითად: მოვიცილოთ უარყოფითი აზრები და გავხდეთ პოზიტიურნი, მოვიცილოთ შიშები…. შედით საჭირო რუბრიკაში, წაიკითხეთ და გამოიყენეთ. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება. თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობები, ირწმუნეთ და თამამად გადადგით ნაბიჯი. ცურვის სწავლა თუ გინდათ, უნდა შეხვიდეთ წყალში, ირწმუნოთ საკუთარი თავის და იმოქმედოთ. თამამად იარეთ, თქვენი მიზნების ასახდენად.

არჩევანი გააკეთეთ ბედნიერებაზე! გისურვებთ წარმატებებს!

 პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენთ თამარი კვარაცხელია!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.