ისწრაფეთ მაღლა და მაღლა

Myth1ცხოვრება- მოძრაობაა მუდმივი აღმასვლით!

რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ განზრახული გვაქვს ზრდა და განვითარება.  ეს გზა, არ არის ადვილი გასავლელი და მხოლოდ, სიმამაცეს და დაუღალავ ძალისხმევას შეუძლია აგვიყვანოს მწვერვალზე. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით მეტი სილამაზე იშლება ჩვენს თვალწინ.

დავიწყოთ აღმასვლა და შეუპოვრად გავაგრძელოთ სიარული. გარშემო ბევრი შეეცდება გადაგვაფიქრებინოს, დაგვიცვას მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილების მიღებისგან და დაგვაბრუნოს იმ კომფორტულ ზონაში სადაც  ვიმყოფებოდით.

სწორედ ამ დროს, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალები და გადავწყვიტოთ – ცხოვრებისეული გამოწვევები იქნება ყოველთვის, ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, ვიაროთ მიზნისკენ.

მოგზაური, აფრიკაში ყოფნისას შეესწრო, თუ როგორ ცდილობდ, აფრიკული პეპელა თავი დაეღწია ჭუპრისთვის. 00007d54_mediumმას ძალიან შეეცოდა, ეს ბუნების უმშვენიერესი ქმნილება და შეეცადა დანით, ოდნავ, ჩაეჭრა ჭუპრი. პეპელა ადვილად განთავისულდა, მაგრამ ამ დროს მან დაკარგა საოცარი ფერები.  ბრძოლა რომელსაც ის ეწეოდა, იყო აუცილებელი ფერადოვნებისთვის.

არა თუ პეპელას,  არამედ ჩვენთვისაც აუცილებელია ცხოვრებისეული სიძნელეები. იგი გვამზადებს შემდგომი მიღწევებისთვის. რაც ბევრს ვფიქრობთ სიძნელეებზე და პრობლემებზე, მით მეტად ჩაგვითრევს ის.( თუ როგორ დავძიოთ სინელეები და გადავლახოთ პრობლემები ამას შემდგომ თემებში განვიხილავთ).

მე ყოველთვის დიდ სიმოვნებას მგვრის, როცა ვხედავ პატარა ბავშვის პირველ ნაბიჯებს. როგორ ცდილობს ნაბიჯის გადადგმას, მიუხედავად იმისა რომ ეცემა ჯიუტად განაგრძნობს წამოდგომას.

Sag დასანანია გაზრდასთან ერთად სად მიდის ეს შეუპოვრობა? ადამიანი იმდენად არ მარცხდება, რამდენადაც  თავად ნებდება გერემოებებს. როცა  ვაგებთ ზედიზედ ცხოვრებისეულ ბრძოლებს, შემდგომ გამოწვევას ჩვენ ვნებდებით დასაწყისშივე.  საჭიროა დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, შენს ცხოვრებაზე და გააკეთო მეტი ვიდრე ამას შენგან ელიან.

გააკეთო მეტი,  ვიდრე ამას შენგან ელიან, აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად.

„გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი არ იარსებო, იცხოვრე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი არ შეეხო, შეიგრძენი.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ კითხულობ, შეისრუტე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ უსმენ, შეისმინე, ყურიუგდე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ უყურებ, დაინახე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ ფიქრობ, იაზროვნე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ  დაგეგმავ, იმოქმედე.

გააკეთე მეტი  – უბრალოდ კი ნუ ლაქლაქებ, ილაპარაკე აზრიანად.“

ჩვენ ვერასოდეს ვერ მივხვდებით ჩვენს შესაძლებლობებს თუ არ გამოვეცლებით კომფორტულ ზონას. ადამიანის  უმრავლესობა ჩამსხდრები არინ ჩვეულ გარემოში,  სადაც მათ ყოფნა არ სურთ. ისინი კითხვაზე – ” როგორ ხარ?” პასუხობენ : ” ისე რა” , “რა ვქნა”, “არა მიშავს”.  მათი დამახასიათებელი თვისებაა წუწუნი, მუდმივი უკმაყოფილება . ძაიან ხშირად,  დრო გარბის ასეთ ყოფაში და ბევრი ვერც   მიხვდება რა პოტენციალის მატერებელი იყო, რადგან მას არ ქონია მცდელობაც კი, ამოსულიყო თავისი “კომფორტული ზონიდან”.

მიზნები სრულდება „კომფირტული ზონიდან“ გამოსვლით! სხვანაირად არა!

ამოძვერით, გამოდით, გაარღვიეთ თქვენი “კომფორტული ზონა“- ამით დაიწყება ცვლილებები ცხოვრებაში.

გისურვებთ წარმატებებს!

2 thoughts on “ისწრაფეთ მაღლა და მაღლა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.