მიზნის ძიება

Ceადამიანების ცხოვრების  გასავლელი გზა ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ვიღაცას დაუწაესებია – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… ამ გზას ის გადის ” ავტოპილოტის” რეჟიმში. რა თქმა უნდა, კარგია თუ ზემოთ აღნიშნულის შემდგომ მიხვდებით – საქმე, რომელსაც აკეთებთ არის თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის აზრი (აქ მთავარია, იყო  მართალი საკუთარ თავთან).

თუმცა, ხშირად ეს ასე არ ხდება.

ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი არჩეული საქმით თავი ძლივს გაგაქვთ. დაღლილი, გაღიზინებული და დათრგუნული ხართ მონოტონური ცხოვრების ჭიდილში. წლების მერე გადახედავთ ცხოვრებას და არც კი გახსოვსთ, სად გაქრა თქვენი სიციცხლით სავსე, საუკეთესო წლები. 😦

და თუ ამ ყოველივეს ოდნავ ახალგაზრდა მიხვდებით, იწყებთ ახალი პროფესიის დაუფლებას. არის 1 (2)საშიშროება, რომ მორიგი სერთიფიკატის ან დიპლომის აღების შემდეგაც,  დადგებით იგივე დილემის წინაშე. ისევ აღმიჩნდები  ხაფანგში, სადაც ყოველი დღე წინამორბედის დღის მსგავსია.

სად არის გამოსავალი?

წარმატების 90% დამოკიდებულია კითხვაზე:

რატომ უნდა აკეთო არჩეული საქმე?

მხოლოდ 10% არის დამაკიდებული იმაზე:

როგორ უნდა აკეთო არჩეული საქმე?

ვგრძნობთ, რომ საქმეს რომელსაც აკეთებთ არ გვანიჭებს სიამოვნებას?

მიზნის არჩევა უნდა მოხდეს ჩვენივე გადმოსახედიდან და არა იქიდან, რა უნდა ჩვენს ახლობლებს ან საით ისწრაფიან სხვები. ჩვენი მიზანი უნდა მოვიაზროთ არა როგორც  საბოლოო წერტილი, არამედ ერთ-ერთი მცირე მიზანი  უფრო დიდი მიზნის მიასაღწევად…

შეიძლება თამამად ითქვას, რომ

მიღწეული მიზანი – ეს არის თვით დამკვიდრება და აღიარება იმისა , რომ ვდგავარ სწორ გზაზე და ვყალიბდებით ისეთ პიროვნებად, როგორიც გვინდა.surati7 - Copy - Copy

შემოგთავაზებთ, მიზნის საძიებელ პრაქტიკულ სავარჯიშოს:

დაჯექით თავისუფლად, მოეშვით, რათა მისცეთ აზრს თავისუფლება. უპასუხეთ კითხვებს. პასუხები დაწერეთ. თუ შეიძლება არ აკონტროლოთ და არ შეაფასოთ რასაც წერთ. ჩაწერეთ ის რა აზრიც მოგდით თავში. არანაირი პირობა, არანაირი შეზღუდვა. მიეცით თქვენს აზრებს თავისუფლება.

  1. მე რომ ამჟამად მჭირდებოდეს სამსახური და მქონდეს ამის საშუალება, ყველაზე მეტად რითი დავკავდებოდი? ( რა გინდათ  აკეთოთ ყველაზე მეტად?)
  2. მე  რომ მქონდეს მილიონი, რას ვიზამდი? ( არ უპასუხოთ ასე – “ვალებს გადავიხდიდი.” რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდი. უბრალოდ,  დაივიწყეთ ყოფითი წვრილმანი. წარმოიდგინეთ ზუსტად ის პასუხი, რასაც გულისხმობს კითხვა. დაფიქრდით, სინამდვილეში რას გააკეთებდით?)
  3. ე რომ გავიგო, დამრჩა ექვსი თვის სიცოცხლე, რას ვიზამდი დარჩენილი თვეების განმავლობაში? რას მოვიმიქმედებდი?  (ექვსი თვე სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში).

ყურადღებით წაიკითხეთ პასუხები. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, შესაძლებელია,  პასუხები მოგეჩვენოთ  სასაცილოდ ან თუნდაც, შეუძლებლად. ეს კარგია, ეს ნორმალურია. ამ პასუხებმა უნდა გაპოვნინოთ,  თქვენი ცხოვრების  მთავარი არსი და მიზანი.

საბოლოო კითხვა, რაც უნდა დავსვათ: რას მომცემს წინა კითხვებზე გაცემული პასუხების რელიზება?

როდესაც ამ კითხვასაც უპასუხებთ, ისევ გაიმეორეთ შეკითხვა: მიღებულმა პასუხმა რა შეიძლება მომცეს? და  ა.შ. გაიმეორეთ მანამდე, სანამ  არ ამოგეწურებათ პასუხი. აი, მაშინ კი ნამდვილად იპოვით სწორ პასუხს, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება. როცა აღმოაჩენთ ბოლოო პასუხს, თუ გაკმაყოფილებთ, მიიღეთ ის მთელი გულით.

არის უამრავი საშუალება და სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ მიზნის  ძიებასა და გააზრებაში.

ამას ემსახურება კოუჩინგი და ამას ვაკეთებ მე როგორც კოუჩი სესიების დროს, როცა ამის საჭიროება დგას. 🙂 . აქ შეუძლებელი არაფერია. გაანალიზეთ და მიხვდებით – ყველას აქვს მიზანი ცხოვრებაში.

ჩვენს  დღევანდელ აზრებზე და ქმედებებზეა დამოკიდებული ხვალინდელი დღის შედეგი.

ბოლოს მინდა მოგიყვანოთ ნათელი მაგალითი იმისა, თუ რისი თქმა მსურდა ამ თემით თქვენთვის.

ერთხელ ახალგაზრდა ყმაწვილმა გადაწყვიტა, რჩევა ეკითხა ბრძენი მოხუცისთვის, რომელიც ცხოვრობდა მის მეზობლად და ესტუმრა. მან დიდი პატივისცემით მოიკითხა ბრძენი  და გამოთქვა სურვილი იმისა, რომ მასაც სურდა, ეცხოვრა გააზრებული და  ღირსეული ცხოვრებით.mudrec

 მოხუცმა ბიჭს ჰკითხა: – და რა შედის შენს გეგმებში, ახალგაზრდავ?

მან უპასუხა: – დავამთავრებ სწავლას და ჩავაბარებ უნივერსიტეტში.

რაზეც ბრძენმა უპასუხა: -და მერე რა?.

შემდეგ  ბევრს ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ, მერე მოვიყვან ცოლს და მეყოლება შვილები -ენთუზიაზმით უპასუხა ბიჭმა.

ბრძენმა ისევ კითხა: -და, მერე რა?

მუდმივად ერთი და იგივე შეკითხვამ ბიჭი გააღიზიანა და უპასუხა: ვფიქრობ, რომ გავმდიდრდები, გავზრდი შვილებს და  გავალ პენსიაზე.

ბრძენმა ისევ კითხა: -და, მერე რა?.

რაზეც ახალგაზრდამ უკმაყოფილოდ უპასუხა: ალბათ, დავბერდები და მოვკვდები.

მაშინ, ბრძენმა ისევ დასვა შეკითხვა: და, მერე რა?

ახალგაზრდა იყო დაბნეული, რადგან არ იცოდა რა ეთქვა და წაილუღლუღა: მე არ ვიცი, მერე რა…

ამ დროს ბრძენმა უპასუხა:- ახალგაზრდავ, სანამ შენ არ უპასუხებ ამ უკანასკნელ კითხვას, დანარჩენი პასუხები არც ისე მნიშვნელოვანია.

გმადლობთ, რომ ბოლომდე იყავით ჩემთან. ველოდები თქვენს გამოხმაურებებს, ქვემოთ კომენტარებში.

                                                             

                   პატივისცემით, სიყვარულით და მადლიერებით

თამარ კვარაცხელია.

6 thoughts on “მიზნის ძიება

  1. Chem shemtxvevashi yvelaferi piriqitaa,mizani vipove,nabijic gadavdgi,magram saubedurod brzeni ar shemxvedria 🙂 chveulebrivi xalxi ki mekifxeba – da mere ra ? 🙂

  2. ეს ბრძენი ჩვენი შინაგანი ხმაა, ამიტომ მთავარია არა ხალხს, საკუთარ თავს გავცეთ პასუხი.
    მიზანი თუ ნაპოვნია, ნაბიჯებიც გადაგდმული და წინააღმდეგობებია, ეს ბუნებრივია. მთავარია, არ დანებდეთ, წინააღმდეგობები, შეფერხებები, სიძნელეები, მიზნის განხორციელების აუცილებელი შემადგენლებია და უფრო მეტიც, რაც დიდია მიზანი მით მეტია მასზე დასახარჯი ძალისხმევა. ამ დროს, თუ გექნებათ კითხვაზე: „მერა რა?“ პასუხი, ვერაფერი შეგაჩერებთ.

    წარმატებები!
    კონკრეტულად, რომ ვიცოდე რაზეა ლაპარაკი, მეტი სიზუსტით ვუპასუხებდი. ზოგადად კი დაახლოებით ასეა.
    მადლობა კომენტარისთვის.

  3. ძალიან საინტერესო და პრაქტიკული რჩევებია. მადლობა თამარ❤️

  4. ადამიანური ცხოვრება ძიების პროცესია, ბედნიერებისა და წარმატებებისაკენ მიმავალი გზების ძიების პროცესი.მადლობა, თამარ, რომ ამ გზების გავლას გვიადვილებთ თქვენი სტატიებით, რჩევებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.გვჭირდები და გვეამაყები, რომ საქართველოში ერთერთი საუკეთესო ქოუჩი ბრძანდებით.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.