რწმენა (გამოყენებითი)

რწმენა, ღვთიური საჩუქარია, მეფური სტუმრია – ასე ამბობს ნაპოლეონ ჰილი რწმენაზე – ის სტუმრობს მხოლოდ მას, ვინც მზადაა მის მისაღებად.

რწმენის მისაღებად მოამზადო აზროვნება, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თვითდისციპლინით.  როგორც ეს ეკადრება სამეფო სტუმარს. ის განსაკუთრებულია და საპატიო ადგილს იკავებს ჩვენ ცნობიერში. ის არ სტუმრობს, სადაც მეფობს – შური, სიძუნწე, ცრურწმენა, ბოროტება, პატივმოყვარეობა, ეჭვი, შიში და ფორიაქი.

უნდა მოხდეს გონების განთავისუფლება ყოველგვარი უარყოფითი აზრებისგან. უნდა დავძლიოთ ყოველგვარი შიში და ფორიაქი, რათა გონება მოვამზადოთ რწმენის მიაღებად. ეს ყოველივე, მხოლოდ, პოზიტიური აზროვნებითაა შესაძლებელი.

რწმენა – სულის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი იძენს შესაძლებლობებს, განახორციელოს საკუთარი მიზნები, გეგმები და ოცნებები. ეს არის  მდგომარეობა , როცა ადამიანის გონება კონცენტრირებულია, მიმართულია. ეს არის სფერო, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე.

რწმენა გონების საკვებია და უფლებას აძლევს მას, ყოველი შემომავალი ინფორმაციისაგან  ნახოს სარგებელი. მიზნის მიღწევის გზაზე, რწმენის წყალობით, გონება არ უშვებს ხელიდან , ცხოვრების არც ერთ სფეროში შესაძლებლობებს, თუ კი ეს მას დასჭირდა.

რწმენა ეხმარება ადამიანს ყოველი წარუმატებლობა, გადრდაქმნას წარმატებად. მსგავსი დამოკიდებულებით ხელმძღვანელობდნენ მსოფლიოში უდიდესი აღმოჩენის ავტორები, რომლებმაც დიდი სამსახური გაუწიეს კაცობრიობას.

თომას ედისონი – მას სჯეროდა, რომ სრულყოფილებაში მოიყვანდა ელექტრო ნათურას. ის ითმენდა წარუმატებელ ათასობით ცდას. რწმენამ არ მისცა მას საშუალება დაეხია უკან. ის, ყოველი მარცხის მერე იმეორებდა:”ახლა მივხვდი, როგორ არ უნდა ავანთო ნათურა”. განაგრძნობდა ცდას და მიაღწია კიდეც მიზანს.

ქრისტეფორე კოლუმბს სჯეროდა, რომ დედამიწა მრგვალია და ვრცელ ოკიანეში, ადრე თუ გვიან, აღმოაჩენდა მიწას. თუმცა ურწმუნო მეზღვაურები აუჯანყდნენ, ითხოვდნენ მოებრუნებინა გემი. კოლუმბი კი ჯიუტად განაგრძნობდა წინსვლას და მისი რწმენა დასაჩუქრდა კიდეც.

რწმენა – ეს არის ხელმძღვანელობდე მოქმედებებს, რომელიც გულის სიღრმიდან მოდის! ამ ხერხით გონება გეხმარება მიაღწიო დასახულს. ეს არ ნიშნავს იმას, თუ მწამს ლანგარზე მომერთმევა მიზანი. არა..

ამ თემის სათაურად ავარჩიე – გამოყენებითი რწმენა. წარმატების ფსიქოლოგიაში რწმენა მოისაზრება, როგორც უმთავრესი ფაქტორი მიზნის მისაღწევად. აქ რწმენა არ დგას განყენებულად, ის აღმოცენდება პოზიტიური აზროვნების ნიადაგზე  და აძლევს ადამიანს ძალას – თვითდისციპლინით, ქმედებებით და შეუპოვრობით სისრულეში მიყვანოს ჩანაფიქრი.

დაისახეთ მიზანი, ირწმუნეთ და იმოქმედეთ.

თემა მომზადდა ნ.ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“ს მიხედვით

პატივისცემით, თამარ კვარაცხელია

One thought on “რწმენა (გამოყენებითი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.