რწმენა მოქმედებაში

ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია მიზნის დასახვა, რომელიც იქნება რწმენით გამყარებული. 

მიზანს დავამატებთ, ურყევ რწმენას დავამატებთ, შეუპოვარ ქმედებას და მივიღებთ განხორციელებულ, ხორცშესხმულ ოცნებას. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, აუცილებლად უნდა ახლდეს თანამგზავრი, რომელსაც ქვია- დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა.

დიდი მიღწევები და აღმოჩენები არ ხდება და არ ხდებოდა შემთხვევით,  ბედის წყალობით ან გამართლებით. საფუძველი, რაზეც შენდება წარმატება, ეს არის რწმენა მოქმედებაში. იგი განსაზღვრავს, ადამიანის გარემოცვას ამ სამყაროში. ადამიანის მოქმედება და მისი შედეგი დამოკიდებულია, რამდენად სჯერა მას დასახული მიზნის.

აუცილებელია პორობაა, რომ ადამიანმა თავის ქმედებებში იხელმძღვანელოს სიყვარულით, მაშინ ის რწმენის დახმარებით შეძლებს “გადააბრუნოს მთები”.  მოქმედება მოყვება ხოლმე, რწმენასა და სიყვარულს. ასე ხდება, როცა რაღაც სამუშაო, გადაიქცევა საყვარელ საქმედ. თუ ადამიანმა დაისახა წარმატების მიღწევა და აკეთებს საყვარელ საქმეს მას არ ეყოფა დღის საათები, დაღლა კი მოეჩვენება სისულელედ. ადამიანი, ამ დროს არის რწმენით, მუდმივად  კარგის მოლოდინშია, რადგან მის აზროვნებაში და წარმოსახვაში მიზანი უკვე მიღწულია.

მიზანი, რწმენა, მოქმედება, დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა , ერთი ხელის მოსმით არ მიიღწევა. წაიკითხეთ წარმატებული ადამიანების ისტორიები. მიაქციეთ ყურადღება, როგორი რთული, ზოგჯერ, წარმოუდგენლად გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ. მხოლოდ ძალას, რომელიც დამყარებულია ურყევ რწმენაზე, შეულია გაიაროს ეს გზა.

რწმენით გამყარებული ძალა არის ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს დაფარულ შინაგან ძალებთან. ვინც კი ამ გზას გაყვა, მათ ეძახიან მეოცნეებს, მაგრამ მათი ოცნებები რეალიზირდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ  რწმენა აუცილებლად  გაივლის გამოცდის ეტაპს. მხოლოდ არ უნდა გეშინოდეთ სასწორზე დავდოთ რასც ფლობთ- თავისუფლება, კეთილღგეობა, კომფორტული ზონა და თვით ცხოვრებაც კი. რწმენა, რისკის გარეშე – ეს პასიური რწმენაა.

გავიხსენოთ თომას ედისონი. ამ ადამიანმა პროგრესს 1000 წლით უბიძგა, გამოიგონა რა, ელექტრო ნათურა, მოძრავი სურათები და ბევრი შეუცვლელი რამ, კაცობრიობის ისტორიაში. ასეთ ადამიანებს ვეძახით- გენიოსებს. თუმცა ცოტამ თუ იცის , მათი მიღწევები  საკუთარ თავში აღმოჩენელი შინადანი ძალის შედეგია, რომელიც განმტკიცებული იყო რწმენით და რომელიც ათასობით მარცხს არ შეეპუა. სწორედ ამიტომ შეიქმნა წარმატების ფსოქოლოგია, რომ ადამიანი გაზარდოს და მოამზადოს წარმატების მისაღწევად, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობებისა.

ეჭვიც არ შეგეპაროთ:

ნებისმიერი მიღწევა იმყოფება, პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში იმ მაშტაბურ სიძნელეებთან, რომელიც იქნა გადასალახი!

ყველაზე რთულია გადალახო წინააღმდეგობა ახლობლების.

ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აქტიური რწმენა, უყურებენ თქვენ წამოწყებას სკეპტიკურად და ეჭვით. ყოველივე ახალს ან მათთვის უცხოს ისინი განიხილავენ, როგორც საფრთხეს. ასეთი ადამიანების გარემოცვაში, მათი აზრების მოსმენის შემდეგ, ხშირად პიროვნება დგება  გზა გასაყარზე- აირჩიოს  საით წავიდეს? მიზნისკენ თუ გაიზიაროს მათი შიში (დარჩეს თბილად და ტკბილად თავის “კომფორტულ ზონაში”).

რატომ ხდება რომ მათი უმეტესობა ირჩევს შიშს?

ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

რწმენით მიზნისკენ მიდის ის, ვინც განეწყო ამისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ დღე. ის იღებს ვაჟკაცურ გადაწყვეტილებებს, ემზადება რა დასახულის მისაღწევად. ვინც წავიდა შიშის გზით, მან უარი უთხრა მიზანს და გონება მომართა ნეგატიურ აზრებზე.

ჩემი თემები იწერება, სწორედ იმიტომ, რომ მკითხველს საკ. თავში აპოვნინოს ძალა, განუმტკიცოს რწმენა, აღმოაჩინოს დაფარული პოტენციალი, მიაღებინოს გადაწყვეტილება განსავითარებლად და მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

ნ. ჰილის  „იფიქრე და გამდიდრდის“ მიხედვით

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.