რწმენის საფუძველი

რწმენა– ადმიანის ყოველგვარი გონებრივი შესაძლებლობების კატალიზატორია. ის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა  დადებით ემოციათა შორის.

რწმენა აბსტრაქტულად არ არსებობს, ის ყოველთვის მიზანმიმართულობის გამოვლინებაა.

მინდა შევეხო, რწმენის საფუძველს, რომელიც ნაპოლეონ ჰილმა ათ პუნქტად ჩამოაყალიბა.

  1. განსაზღვრული მიზანი.
  2. ჩვევა, გააკეთო მეტი, ვიდრე ეს საჭიროა.
  3. დამოკიდებულება მარადიული გონის (ნაპოლეონ ჰილი), ადამიანების მიმართ. ადამიანების, რომელთაც აქვთ სულიერი და ფსიქოლოგიური მზაობა მიაღწიონ დასახულ მიზანს.
  4. ტვინის აღმშენებლობითი წყობა, რომელიც თავისუფალია, ყოველგვარი ნეგატიური გრძნობებისაგან (შიში, შური, სიძუნწე, სიძულვილი, ეჭვიანობა…) .
  5. გააზრება ჭეშმარიტებისა, რომ ყოველი წარუმატებლობა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს. წარუმატებლობა- ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დამარცხებას. დამარცხებულად ითვლები მაშინ, როცა ჩამოუშვებ ხელებს. ბედის ყოველი დარტყმა, ამავე დროს, წარმოადგენს სიკეთეს.
  6. ჩვევა – დღეში ერთხელ მაინც იფიქროთ მიზანზე.
  7. რწმენა, რომ არსებობს მარადიული გონი (ასე იხსენიებს ღმერთს, ნაპალენ ჰილი) რომელიც აწესრიგებს სამყაროს, აძლევს მას აზრს. უნდა გჯეროდეს, რომ თითოეული ადამიანი არის ღმერთის მინიატურა, რომ ადამიანს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ის შეზღუდვები, რომრლსაც  ის თავად იყენებს.
  8. აწარმოეთ ჩანაწერები, თქვენს წარმატებებზე და წარუმატებლობებზე. თქვენ თვალნათლივ დაინახავთ – დადებითი გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი.
  9. თვითპატივისცემა, გამოხატული სულიერ სიმშვიდეში და სუფთა სინდისში.
  10. იმის გაგება, რომ უნდა გვიყვარდეთ და პატივსცემდეთ ერთმანეთს.

აი, ის წინაპირობა რომელიც გვამზადებს რწმენისთვის. ის მოდის მხოლოდ მასთან, ვისი გონებაც გახსნილია, მიმართულია სიკეთისკენ. ის არის ნამდვილი ცხოვრების წყარო, რომელიც გვაძლევს ძალას და ენერგიას. რწმენის წყალობით, ადამიანის აღმშენებლობითი ტვინი გარდაიქმნება გარკვეულ ელექტრომაგნიტად, რომელიც იზიდავს მატერიალურად განსახორციელებელ შესაძლებლობებს.

ნაპოლეონ ჰილის წიგნიდან „იფიქრე და გამდიდრდი“

 

გისურვებთ წარმატებებს!!!

One thought on “რწმენის საფუძველი

  1. ამ ყოველივეს თითქოს ვგრძნობდი ალღოთი და მთელი სხეულით… ახლა კი ეს ბუნდოვანება სიტყვებით დაწერილი დავინახე და ბუნდოვანების სამოსელიც შემოეცალა. დიახ, მე სუსტი ვარ, განვიცდი, რას იტყვიან ჩემზე, თუნდაც ყველაზე ახლობლები: მშობლები, შვილები, რომლებიც მაიძულებენ, ხშირად განვიცადო დანაშაულის გრძნობა,გაურკვეველი ვალდებულებები მათ წინაშე, ეჭვისა და უიმედობის განცდა… ვიცხოვრო ადამიანის გვერდით, რომელიც მუდმივად ჩამძახის, რომ არარაობა ვარ… ამ დროს მიყვარს ჩემი საქმე, მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებსაც დღესაც, ჩემი 60 წლის ასაკში, შემიძლია რაღაც ახალი ვასწავლო, მეც ვისწავლო მათთან ერთად, დავეხმარო სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადებაში… თქვენმა სტატიამ მხოლოდ დადებითი სტიმული და თავდაჯერება შემმატა. მადლობა ამისათვის!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.