შინაგანი ძალა

-00თითოეულ ჩვენთაგანს ებოძა სიცოცხლე.

არის ცხოვრება და არის მისი დანიშნულება.

სიცოცხლის აზრი, სწორედ იმაშია, იპოვო  შენი წილი საქმე და  მოახდინო მისი რელიზება. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს მიზნის მიღწევა, საჭიროა დიდი ძალისხმევა და შინაგანი ძალა.

რა შეიძლება ითქვას შინაგან ძალაზე?

ის თავისუფალია, როგორც ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და უსაზღვროა, როგორც თავად სამყარო – ამბობს ნალოლეონ ჰილი.

ძალა, რომელიც არის ჩვენში, აქვს საოცარი თვისება – ის ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს დასახულს. სხვანაირად, რომ ვთქვათ, მას შეუძლია ჩვენი აზრების და ფიქრების რეალიზება.

შინაგანი ძალა არ აღიარებს, არანაირ წინააღმდეგობას. დამარცხებას ის გარდაქმნის,  ძლიერ ნებიყოფად, რომელსაც შეუძლია მოგიტანოს გამარჯვება. ის არ აღიარებს  გამოგონილ შეზღუდვებს, როგორიცაა: შიში ან ეჭვი. ამ ძალას შეუძლია ადამიანის ტრანცფორმაცია. როცა მედიცინა უძლურია, შინაგან ძალას და რწმენას შესწევს უნარი, გააუმჯობესოს მდგომარეობა და ზოგჯერ გამოაჯამრთელოს კიდეც ოგანიზმი. ის კურნავს სულიერ ჭრილობებს და გავიწყებთ იმედგაცრუებებს.

შინაგანი ძალის საფასური, არის უკომპრომისო რწმენა. აღმოაჩინო ეს ძალა შენში, ეს იოლი როდია. მიუხედავად სიძნელისა, თუ მას აღმოაჩენთ, ჩათვალეთ, რომ მიაგენით მეორე ” მე”. არა აქვს, მნიშვნელობა, რა სფეროში მიაღწევთ წარმატებას –  დაწერთ წიგნს, გახდებით  მხატვარი, აღზრდით შვილებს, გახდებით მეცნიერი  თუ გამომგონებელი  ეს ყველაფერი შინაგანი ძალისხმევის და რწმენის შედეგად მიიღწევა… და არავის ემახსოვრება, რამდენჯერ და როგორ მწარედ შეცდით წარსულში ან რის ფასად დაგიჯდათ ყოველივე.

ყოველი მიღწეული წარმატების უკან დგას, დაძლეული წარუმატებლობა და დროებითი სიძნელეები.

ყველაზე ადვილია, დანებდე როცა გიჭირს.d0b2d0bed0bbd18f

ყველაზე ადვილია, შეიცოდო საკუთარი თავი.

ყველაზე ადვილია იწუწუნო.

წარმატებაზე ორიენტირებილი ადამიანი, არ ეძებს მიზეზებს, , მარცხის შემთხვევაში ის არ დახარჯავს დროს სხვების დადანაშაულებაში.  მისთვის ყოველი წარუმატებლობა ხდება სტიმული, ახალი ქმედებისთვის. თქვენი მეორე “მე”  არ რეაგირებს ნეგატიურ თვისებებზე  ( შური, სიძულვილი, შიში, მერყეობა, მომხვეჭელობა, სიძუნწე…). მიზანი მიიღწევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოიცილებთ ფსიქოლოგიურ კამათს  საკუთარ თავთან და მიიღებთ გადაწყვეტილებას.

შინაგანი ძალა ეს არის  ძლიერი ძრავი. იმათ, ვისაც გააჩნდა განჭვრეტის უნარი, ხედვა და რწმენა, ვინც ებრძოდა წინააღმდეგობებს, შიშებს – მათ მოიტანეს ცივილიზაცია დგემდე. შინაგან ძალაში, არაფერი  ზებუნებრივი  არ არის,  ის არ ახდენს სასწაულებს , არამედ ის ყოველდღე მუშაობს თითოეულ ადამიანის საკეთილდღეოდ და კაცობრიობისთვის მთლიანად. მასთან მისასვლელი  გზა  მხოლოდ ერთა – ეს არის ჩვენი გონება. ის ჩნდება აზრებში, იდეებში, გეგმებში, მიზნებში რომელთაც ისახავს ადამიანი.

სწორედ ამიტომ არის, შინაგანი ძალა თავისუფალი, როგორც ჰაერი და უსაზღვრო, როგორც თავად სამყარო.

 

თემა შედგენილია ნ. ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი“-ს მიხედვით.

4 thoughts on “შინაგანი ძალა

  1. kidev ertxel mogesalmebi tamar dvirfaso ,ver vpulob im sityvebs rac minda gitxrat ,,tqven didebuli xart samyarom moganichat es nichi rata ixsnat sxva adamianebi ,ra genialuri xart ,,,miyvarxart ,,tqven me cicocxle da imedi machuqet,,rwmena chamisaxet ,,mayalibebt exla vizrdebi ,tqven blogebtan ertad,,,rwmena mtebs daravs ,,,,,madlobaa ,,,ufali gfaravdet ,,,nina,,,,

    1. მადლობა, ნინა ასეთი შეფასებისთვის.
      მე , შენ, ის ყველა გენიალურია. ჩვენ გენიალურები ვართ…
      ჩემი ბლოგით სწორედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი დანიშნულების პოვნა, განვითარება და შემდეგ სხევბისთვის გადაცემა. როცა ამ ქვეყანას ვევლინებით ყველას რაღაც მისია გვაქვს შესასრულებელი და სწორედ მისი მიგნება, განვითარება და სხვებისთვის გაზიარება მიღებული გამოცდილების – ამააშია არსი ყოფიერების. ეს საკითხები ჩემის სახით მიდის ადრესატამდე, როგორც თავის დროზე ჩემამდე.მადლობა ამისთვის სამყაროს, შენ ნინა და ყველა ჩემი ბლოგის კითხველას. სიყვარულით..

  2. rogor miyvarxar tamar ase shoridan ,shen xar chemi migneba da is saocreba ,ritac suli da guli evseba ,,,ulamazesi adamiani xar didebuli suli gaqvvt ,,ufali gfaravdet,,madloba gamoxmaurebistvis,,,,,,,ninaa

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.