ქვეცნობიერი

20110112162228606ქვეცნობიერი – ჩვენი მეორე “მე”. ეს არის ადგილი, სადაც ინახება ყველა ონფორმაცია რაც კი ოდესმე ჩვენს გონებას  სხვადასხვა საშუალებებით აღუქვია.

გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეცნობიერი  აწვდის ცნობიერს აზრს, შეგრძნებებს…

ცნობიერი კი ყოველთვის ამოწმებს ქვეცნიბიერიდან  წამოსულ აზრებს და  თუ ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა, ხშირ შემთხვევაში,  უგულველყოფს და უკუაგდებს მას.  

ცნობიერის ლოგიკა მარტივია – თუ აზრს არა აქვს  ახსნა, მაშასადამე ის მცდარია.

მოუსმინოთ  ქვეცნობიერს შესაძლებელია. ამისთვის, საჭიროა დროებით უარყოთ “ჭკვინური აზრები” , იგივე ლოგიკა და იმოქმედოთ მხოლოდ გულის კარნახით. 

ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

ცნობიერი და ქვეცნობიერი ხშირად მოდინ კონფლიქტში, რაც იწვევს ცუდ განწყობას. ქვეცნობიერი წვალობს იმის გამო, რომ მისი ხმა არ იქნა გაგებული. 😦 ამის შედეგია როცა ადამიანი თავს კითხვას უსვამს და ამბობს: “ეს როგორ მომივიდა? მე ხომ ვგრძნობდი რომ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა”.

როგორ ვისწავლოთ შინაგანი ხმის მოსმენა?

შეგინიშნავთ ალბათ, როცა რაღაც პრობლემას წყვიტავთ თავში გესმით გარკვეული ხმა, რომელიც გაწდით თავის დასაბუთებელ აზრებს. გვეჩვენებათ რა ისინი უაზროდ, უგულველყოფთ მას და ასეთი შემთხვევები ხშირია.

რა ხმა გვესმის და რა უნდა ჩვენგან?

სწორედ, ეს არის შინაგანი ხმა, ჩვენი მეორე “მე” .

როცა, გადაწყვეტილებები მიიღება ქვეცნობიერიდან,  ცნობიერი ითვალისწინებს ყველა იმ გარემოებებს რასაც კარნახობს  რეალობა – ცდილობს გამოჩნდეთ სხვების თვალში კარგები, ცდილობს შეესაბამებოდეთ სტერეოტიპებს.

ის რაც ხდება გარშემო – რასაც ხედავთ, უმენთ, შეიგრძნობთ ილექება ტვინში და ვლინდება მოგვიანებით ქმედებებში.images (14)

რატომ არ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ სინამდვილეში?

რატომ არ გვინდა ის, რაც გულს უნდა და მასტან ახლოა?

იმიტომ, რომ გვეუფლება შიში.

გვეშინია თუ რას იტყვიან ჩვენზე სხვები.

გვეშინია ვაწყენინოთ ვინმეს.

გვეშინია შედეგის, იმედგაცრუების, ტკივილის.

ნუ შეშინდებით, მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ  შესაბამისად.

მუდმივად გახსოვდეთ – ცხოვრობთ ერთხელ ამ ქვეყნაზე, სწორედ ამ წამს, ამ გაელვებაში… არ არის – დუბლი, როგორც ფილმის გადაღებისას. თავად უნდა აირჩიოთ, იცხოვროთ თავსმოხვეული საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად თუ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.

  • თუ ირჩევთ პირველს – იცხოვროთ “BOSS”ის კანონებით, რომელიც მთელი ცხოვრება მიგითითებთ რა და როგორ უნდა აკეთოთ. ნუ ღელავთ – იცხოვრეთ!!! ეს თქვენი არჩევანია. მთავარია, საქმის კეთებისას არ იტყუებდეთ თავს და გრძნობდეთ ბედნიერებას.
  • თუ გადაწყვეიტავთ, მისდიოთ გულის კარნახს – ყური მიუგდეთ რას გეუბნებათ შინაგანი ხმა, რადგან ის არ ცრუობს. არამედ პირიქით,  გიცავთ და ასრულებს თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულებას, რომელიც რაღაც-რაღაც მიზეზთა გამო დაგავიწყდათ. ❤

ჩვენს ეპოქაში მომრავლდა წიგნი, იღებენ ფილმებს, ინტერნეტი აჭრელდა ინფორმაციებით სადაც ყურადღება ექცევა, იმ საკითხებს რაც თემაში განვიხილე. ეს შესანიშნავია, კარგია, ძალიან კარგი, რადგან ამით, ხელმისაწვდომი ხდება სამყაროს კანონების აღქმა, რომელიც ადრე ერთეულების ხვედრს წარმოადგენდა.

 

მადლიერებით,  თამარ კვარაცხელია!

ინდივიდუალური ქოუჩ-სეიები თამართან :

http://kvaratskhelia.pro

5 thoughts on “ქვეცნობიერი

  1. ამ ბოლო დროს ვატყობ, როცა არცევანს ვაკეთებ რამეზე, ხელფეხი მიბუჯდება და თავბრუსხვევა მეწყება, პარტნიორის არჩევას ვგულისხმობ, რადგან მაქვს ცუდი გამოცდილება წარსულიდან, ვერ ვხვდები შიშის ბრალია თუ ორგანიზმი მაფრთხილებს, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა

    1. ლოგიკური იქნება შემოგთავაზოთ ქოუჩ-სესიები. სამუშაოა მსგავს საკითხებზე, ან იმას მაინც გავარკვევთ, ექიმის კონსულტაცია ხომ არ არის საჭირო, რადგან სახეზეა ფსიქოსომატიკა. მადლობთ კატო.

  2. გამარჯობათ ქალბატონო თამარ. კითხვა მაქ ასეთი რო არსებობს კიდევ მსგავსი შინაგანი ხმა როცა გგონია რო ასეა და რეალურად არ არის. ის უბრალოდ გეგონა რო მასე იქნებოდა. და ძაან ძნელია არაცნობიერიდან წამოსული ხმის და არ ფიტირუსტული ხმის გარჩევა და ასეთ შემთხვევაში რა ხდება, ისევ საკუთარ თავთან ომის პროცესში

    1. მადლობა კითხვისთვის (სახელი არ ჩანს). საინტერესო კითხვაა.
      შინაგან ხმას, ასევე ინტუიციას ეძახიან. როგორც სხეულზე კუნთს (ფორმაში რომ იყოს) ავარჯიშებენ, ინტუიციასაც სჭირდება განვითარება, უნდა ვისავლით მისი ენა და ნდობა, მიმღებლობა, მადლიერება, განტავისფლება, სიყვარული…. ამ გზის არც არჩევა და არც გავლაა ადვილი, მაგრემ მერწმუნეთ, ხილული არანაკლებ ილუზიაა (უბრალოდ, ბავშობიდან ჩადებულ გარკვეულ შეხედულებებს და ჩვევებს სჭირდება ეჭვქვეშ დაყენება) ვიდრე უხილავი. ომი კი საერთოდ, დაუშვებელია საკუთარ თავთან.
      ეს ძალიან ღრმა თემაა და შეძლებისდაგვარად მოკლედ ვეცადე გამეცა პასუხი.
      მადლობა თქვენ რომ სტუმრობთ ბლოგს და მიტოვებთ კომენტარს.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.