ზრდა ბრძოლის გზით

ROSTOKბრძოლა აუცილებელია -ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბუნება აიძულებს ადამიანს სრულყოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი.

დაბადებიდან – სიკვდილამდე. ეს -არის უწყვეტი ფირი, რომელზედაც ერთმანეთის მიყოლებით დაფიქსირებულია ბრძოლები რომელთაც ვერ გაექცევა, ვერც ერთი ცოცხალი ადამიანი. დაბადება, პირველი ნაბიჯები,  პიველი სიტყვები, უმეცრობის დაძლევა, ქონების დაგროვება, თანამდებობის შენარჩუნება,  ბრძოლა არსებობისთვის… საითაც არ უნდა გაიხედოთ,  ყოველღიურ ცხოვრებაში, ძნელად თუ მოძებნით ერთ გარემოებას მაინც, რომელიც არ იყოს, ცალკე აღებული ინდივიდის თვითშენარჩუნებისკენ მიმართული. სწორედ, წინააღმდეგობა და მასთან  ბრძოლა აიძულებს, ადამიანს იყოს ფრთხილად, არ ჩაეფლოს თვითკმაყოფილებაში. აიძულებს იაროს წინ და იმოქმედოს.

ძალა, იქნება ის ფიზიკური თუ სულიერი, არის ბრძოლის პროდუქტი.

სირთულეები, ჩნდება პერიოდულად, ყველას ცხოვრებაში. აუცილებელია მის გადასალახავად ბრძოლა. თუ ამას შეძლებ, მოიპოვებ საკმარის ენერგიას, მიიღებ გამოცდილებას ახალი შესაძლებლობებისთვის. თუ გვინდა, რომ კუნთი იყოს ძლიერი, საჭიროა რეგულარული ვარჯიში “გირებით”. რა მოხდება თუ არ ვამოძრავეთ კუნთები? იგი ატროფირდება და კვდება. ასევე მოსდის ჩვენს ცხოვრებასაც – თუ არ გადავლახეთ წინააგმდეგობები და არ ვიბრძოლებთ, სიცოცხლე კარგავს აზრს ანუ ატროფირდება და სიკვდილი გარდაუვალია.

დაიმახსოვრეთ:

ცხოვრების ყველა სფეროში, ატროფია და სიკვდილი მოდის უქმად ყოფნისაგან!

უსაქმურობა – ეს ერთდერთია რასაც ვერ გუობს ბუნება.

მაშ რა გამოდის?

ცვლილებები – ეს კანონზომიერებაა და მისი კანონების თანახმად, არსებობს ბრძოლის აუცილობლობა.

ბუნება გვეუბნება -” იმოქმედე ან მოკვდი”. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. ყველაზე ძლიერი ხეები არ არის ის, რომელიც ხარობს „დაცულ“ ტყეებში, არამედ რომელიც ღიად დგას, უმკლავდება ქარს და უამინდობას. ბრძილის უმრავლესობა, რომელიც ცხოვრების მანზილზე გვეგზავნება, არ არის ადვილი დასძლევი.

ნაპოლეონ ჰილმა გამოიკვლია ხუთასი უმდიდრესი და წარმატებული ადამიანების ცხოვრება, რათა ჩამოეყალიბებინა წარმატების ფორმულა. მან აღმოაჩინა – ისინი ვინც სხვებზე მეტად გახდნენ წარმატებულნი, სხვადასხვა სფეროში, მათი მიღწევების მაშტაბი  პირდაპირპროპორციული იყო იმ სიძნელეებთან და წინააღმდეგობებთან, რისი დაძლევაც მოუხდათ.71502_full

ყოველი წარუმატებლობა, ნეგატიური გამოცდილება – ეს არის შეფუთული სიკეთე, რომელსაც სჭიდება ამოცნობა და გაგება. წარუმატებლობა და დამარცხება ეს ის ენაა, რომელზეც გველაპარეკება სამყარო, მის გარეშე არ ხდება მიზნის მიღწევა.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმდენად, რამდენადაც შესწევს ძალა გაუმკლავდეს გამოწვწვებს. 

რაზე გადი წარმარების გზა?

მიზნისკენ სვლისას არის ორი ფაქტორი: ერთი მდგომარეობს იმაში რომ  დროებითი წარუმტებლობები გარდაუვალია, მეორე -ყოველ დამარცხებაში შეიძლება აღმოჩინოთ კვირტი, ტოლფასი იმ შესაძლებლობების რომელიც არის მასში დამალული.

იმისათვი, რომ ცხოვრების ფირმა იტრიალოს და კიდევ ბევრჯერ ასახოს ბრძოლის კადრები, აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიზნის პოვნა, მისი დასახვა და  შემდგომ მოქმედება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მატრიალურ სამყაროში ჩვენდა დაუკითხავად, თავი იმიტომ ამოვყავით რომ უნდა მოხდეს, ჩვენი ინდივიდის პოტენციალის ამოქმედება იმ მიზნისთვის, რომელიც ცილდება ჩვენს პირად სიამოვნებას და სურვილებს.

გავართმევთ რა თავს ამ ურთულეს ამოცანას, რასაც ჰქვია მიზნის პოვნა – ჩვენ ვეგუებით, რომ საჭიროა ბრძოლა და მოთმინება. ვიღებთ, რა ამ გამოწვევას, ბრძოლას განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, უფრო მაღალი და უკეთესი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, რომელშიც ვიმყოფებით დღეს.

 

     გისურვებთ წარმატებებს!      

თემა მომზადდა ნაპოლეინ ჰილლის „იფიქრე და გამდიდრდი“ს მიხედვით.

სიყვარულით და პატივისცემით თამარ კვარაცხელია!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.