სიმშვიდე – შინაგანი ძალის საიდუმლოა

15664_560656163994996_917752083_nმოგესალმებით!

დღეს, მინდა ვილაპარაკო სულიერ სიმშვიდეზე. დამეთანხმებით, იმაში რომ, საზოგადოებაში სიყვარულის დეფიციტა. სიყვარული და სულერი სიმშვიდე განუყოფელია. სიყვარული არ ნიშნავს მარტო იმას -გიყვარდეს ვიღაც. სიყვარული არის სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავთან. ეს არის, როცა  ხარ დარწმუნებული, ცხოვრების გზის არჩევანის სისწორეში.

ვეძებთ სიყვარულს, ვპოულობთ სიმშვიდეს.

ვისწრაფით სულიერი სიმშვიდისკენ – შევიგრძნობთ სიყვარულს.

სიმშვიდე -ეს წონასწორობაა.

სიმშვიდე – არის ძალის მართვა და არა წინააღმდეგობის გაწევა.

სიმშვიდე – არის ხედავდე სრულ სურათს და არა წვრილმანებზე ყურადგების გამახვილება.

იყო მშვიდი, დღევანდელ აფორიქებულ სამყაროში, ადვილი არ არის. გარემოცვა, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები გვიშენენ ( სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)  ნეგატიურ ინფორმაციებს. ისინი ილექება ტვინში, ემოციებით გადეცემა ქვეცნობიერს, ის კი ამ ყველაფერს ცნობიერში აბრუნებს და დავდივართ “ცხვირ ჩამოშვებულნი”, ცხოვრების ხალის დაკარგულები, უიმედოები.

სად არის გამისავალი?  

სულიერი სიმშვიდე, შეგვიძლია მოვიპოვოთ შინაგანად. ის გარედან არ შემოვა. სამყარო დიდია თავისი პრობლემებით. ჩენ კი პაწაწინა ნაწილაკი ვართ, რომელსაც არ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ ვერავინ და ვერაფერი, საკუთარი თავის გარდა. სიმშვიდის მოპოვება შეიძლება – თუ ვისაუბრებთ საკუთარ თავთან, გამოვიტანთ დასკვნებს, დავსვამთ კითხვებს და ვიპოვოთ პასუხებს (რაც ჩვენ ძალიან, ძალიან გვეზარება). მოველაპარაკოთ  საკუთარ თავს: „თუ მე სამსახურიდან დამითხოვენ, ვიშოვი უკეთესს“ ან “თუ მე ხვალ ქუჩაში, აგური დამეცემა და მოვკვდები, მერე რა? დედამიწა ადგილია სადაც ადამიამები იბადებიან და კვდებიან“ 🙂  

გაგეცინათ? 🙂  

რას ვიზამთ ეს რეალობაა. არ არის აუცილებელი ვიცხოვროთ კურდღელივით, მუდმივ შიშსა და აპოკალიპსის მოლოდინში. 

სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად საჭიროა, ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა. მსოფლმხედველობის შეცვლა ლოცვით ან მედიტაციით არის შეაძლებელი. კარგია ყოველ დღე 20 წუთის განმავლობაში( სასურველია დილა, საღმოს) დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო, გვქონდეს კუთხე სადაც არ იქნება არც ტელევიზორი, არც ტელეფონი, არც კომპიუტერი. ეს შეიძლება იყოს  საძინებელი ან აივნის ნაწილი ან თუნდაც სკამი სკვერში, ბუნებაში.nlp12

არ ვიცი, გიგრძვნიათ თუ არა განსხვავება ბუნებაში სეირნობასა და სავაჭრო ცენტრში ყოფნას შორის. როცა ვსეირნობთ ტყეში, ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და დროც სწრაფად გარბის. სავაჭრო ცენტრში, რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, იმდენად ვიღლებით – თითქოს ლიმონივით გამოგვწურეს. ყველაფერი, გარშემო გამოსცემს ვიბრაციას. იქნება ეს – ბალახი, “ბეტონი”, პლასმასი…  ეს ყოველივე, გადმოდის ჩვენში. თუ ხეებს და ბალახს აქვს სამკურნალო გამაჯანსაღებელი ენერგია, “ბეტონის”  ვიბრაცია – ეს სხვა ტიპისაა და გვაცლის ენერგიას. სალოცავებში ვიბრაცია მიმართულია გუმბათისკენ, მაღლა. კლუბებში და ბარებში კი ვტოვებთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის დიდ ნაწილს. არ არის საჭირო ვიყოთ გენიოსი რომ მივხვდეთ:  ჯანმრთელობა და სამყაროს შეგრძნება დამოკიდებულია, იმ უხილავ მაღალი ვიბრაციის ენერგიასთან რომელიც გვახვევია გარშემო. როცა სავსე ვართ ენერგიით, გვიადვილდება უარყოფით გარემოსთან და ავადმყოფობასთან გამკლავება. როცა კი – დაცლილი ვართ ენერგიისგან, ვიზიდავთ დეპრესიასა და ავადმყოფობას.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და  სასიცოცხლო ენერგიის ამ გზით შევსება, ეს საუკუნეებით გამოცდილი მეთოდია. რაც მთავარია, ჩვენში მომხდარი ცვლილებები, შეცვლილი მსოფლმხედველობა გვაპოვნინებს სიმშვიდეს და სიყვარულს, რომელიც შემდეგ მთლიან სამყაროს მშვენიერების აღგქმაში გამოვლინდება. ადამიანის ზრდა შეუწყვეტელი პროცესია, რომელიც მან უნდა აწარმოოს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. მაგალითად მოვიყვან ერთ იგავს:

ახალგაზრდა ჩავიდა იაპონიაში, რათა შეხვედროდა  იაპონური ბრძოლის ოსტატს. შეხვედრისას ახალგაზრდამ კითხა: მე მინდა გავხდე საუკეთესო მებრძოლი, რამდენი წელი დამჭირდება ამისთვის.

ოსტატმა უპასუხა:  ათი წელიწადი.

ახალგაზრდა:   ოსტატო, ამდენი დრო არ მაქვს. ძალიან ნიჭიერი ვარ და მაქვს მონაცემებიც. თუ დღე და ღამ ვივარჯიშებ,  რამდენ ხანში ვისწავლი?

ოსტატი:  ოცი წელი!

 

 სიყვარულით და პატივისცემით  თამარ კვარცხელია

P.S. ქვემოთ შეგიძლიათ დატოვოთ  თქვენი კომენტარები და გამიზიაროთ შეხედულებები. მადლობა

                                                                 

22 thoughts on “სიმშვიდე – შინაგანი ძალის საიდუმლოა

  1. ქალბატონო თამარ, სად შეიძლება თქვენთან გასაუბრება? ძალიან მინდა თქვენი გამოცდილება გავიზიარო, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მადლობა წინასწარ 🙂

    1. ლელო, ჩემი ტელეფონია: 579 737 007
      ასევე მოგწერთ ფეისბუკ გვერდის მისამართს, სადაც შეგიძლიათ მიპოვით, დამეკონტაქტოთ: https://www.facebook.com/ktamari
      ჩემი ტელეფონი და Skype მითითებულია აგრეთვე კონტაქტებში, ბლოგზე, ბოლო რუბრიკაში.
      ჩემი მოძებნა ადვილია 🙂

  2. არაჩვეულებრივი ქ-ნი ბრძანდებით.. ნამდვილად მჭირდება სიმშვიდე, გავითვალისწინებ ამ ყველაფერს.. ვისწავლი საკუთარ თავთან საუბარს.. გმადლობთ ქ-ნო თამარ ♥

  3. ქ-ნო თამარ, თქვენი პროფესია რა არის? სტატია მომეწონა 🙂

    1. წაიკითხეთ რუბრიკა: ჩემს შესახებ
      როდესაც მხატვულ შედევრს უყურებთ, იმ წუთას, რამდენად გაინტერესებთ შემსრულებლის პროფსია და ა. შ. მთავრია იყოს ფასეული და სასრგებლო.

  4. ნამდვილად საინტერესო და შედეგის მომცემი სტატია იმედი მაქვს შევძლებ დავნერგო თქვენი რჩევები ჩემს პირად ცხოვრებაში და ჩემი ქაოსით სავსე ცხოვრება ცოტათი მაინც დალაგდება, მადლობას გიხდით თქვენი უანგარო დაუზარლობის გამო

  5. საუკეთესო საუკეთესოთა შორის. სიამოვნებით წასაკითხი და ყურადსაღები სტატიწბი გაქვთ, თამარ! მადლიერი ვარ თქვენი. სიმშვიდის პოვნასა და შენარჩუნებაში მეხმარებით! როგორც კი შევატყობ თავს, რომ არჩეულ პრინციპს გადავუხვიე, თქვენს სტატიებს ვკითხულობ და სითბოთი და სიყვარულით ვივსები! მიყვსრხართ თქვენი გულიან- სტატიებიან- ადამიანობიან- სიყვარულიანად! მუდამ ბედნიერსა და წარმატებულს გხედავთ!😊💖💖💖

  6. საშონელებაა რაც აქ წერია :/ გვეზარება ? თუ გვიჭირს საკუთარ თავთან საუბარი და რეალური დასკვნების და პრობლემის რეალური ფორმის აღქმა და მასზე რეალურად მუშაობა?! საფუძველშივე განწირული და უაზრობების ერთობლიობაა რომელიც არაფერს მოგცემს.. რა არის ეს აგური დამეცემა და მოვკდი, მერე რა ? გამეცინა ? მართლა ?
    ზედ,ეტად ზედაპირულია -_- და სამწუხარო..

    1. თითოეული ადამიანი ხედავს, აღვიქვამს იმას, რის მისაღებადაც მისი ცნობიერი, ცხოვრების მოცემულ ეტაპზე არის მზად. შესაბამისად, წერთ თუ საუბრობთ, პირველ რიგში, ავლენთ შინაგან პროგრამებს, რომელშიც მხოლოდ ამ კონკრეტული თემის მიმართ დამოკიდებულებას კი არა, საერთოდ, ცხოვრების ნებისმიერ საკითხის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე იძლევა ინფოს. ეს უბრალოდ ცნობიერის მდგომარეობაა, რომელიც არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ ისეთია როგორიც არის. რაც მთავარია – ყველაფერი ინდივიდუალურია. ამ თემის გარდა, სხვა არაფერი მოგცეთ ღმერთმა „სამწუხარო“. მადლობთ უკუკავშირისთვის, ბლოგზე სტუმრობისთვის და მეიმედება „სიღრმეებსაც“ აღმოაჩენთ აქ თუ სხვაგან! წარმატებები!

      1. არ ვწუხვარ ქალბატონო თამარ უბრალოდ თემა რომელსაც თქვენ ეხებით და ის მოდის ჩემამდე ასეთი ფორმით ჩემთვის უბრალოდ მიუღებელია. წარმატებები ასევე თქვენც!

    1. მადლობთ. მსგავისი კომენტარით თქვენ მაძლევთ ძალას. ასეთი ენერგიების გაცვლა შემოქმედებით ნაკადში მახვედრებს, რაც მსხაურების და მეტის ქმნა-კეთების ძალა-ენერგიით მავსებს! გაიხარეთ!

  7. Dilamshvidobisa samyaro💜💙💚 am dilit umshvenieresi statiit shevegebe dges simshvide da dzalebis mmartva ai risken miveswrafi,ai rogor momewona yoveli sityva da gaazreba am cxovrebiseuli sibrdznis🌻🍏🍇 madloba tamar,miyvarxar❤💞🍎

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თამარ კვარაცხელია კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.