ტემპერამენტი

დღევანდელ თემად ავირჩიე, ტემპერამენტი და მისი ტიპები. ტემპერამენტი პიროვნების ინსტიქტური მახასიათებელია. ის წარმოადგენს საფუძველს, რომელზედაც ვითარდება ხასიათი.

ტემპერამენტი ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაა, მასში ასახულია ქმედებების დინამიკა და ვლინდება რეაქციის სისწრაფეში, ტემპში, რიტმში, ინტენსიურობაში… ის თანდაყოლილი, მემკვიდროებითი თვისებაა და მხოლოდ და მხოლოდ მცირდად კორექტირებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

აქ წრმოდგენილია ტემპერამენტის ოთხი ტიპი: მელანქოლიკი, ფლეგმატიკი, სანგვინიკი, ქოლერიკი.

მელანქოლიკი.

ვინ არიან მელანქოლიკები? ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ შემოქმედებითი ნიჭი აქვთ, შინაგანი სამყარო ღრმა და მრავალფეროვანი. ხშირად, მარტოობას  უფრო მეტ უპორატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეგობრების და ნაცნობობის წრეს, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე. მცირედიც წყინთ და გულჩვილობით  გამოირჩევიან. მორიდებულნი არიან და მათი თვითშეფასება უფრო დაბალია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მათ მერყევი ხასიაი აქვთ და გამუდმებით სჭირდებათ, ახლობელი ადამიანების გვერით დგომა. მოძებნო მასზე უკეთესი მეგობარი, რთულია, რადგან საოცრად გულწრფელნი და ერთგულნი არიან. პირობის შესრულება მათი თვისებაა და თუ, გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეგისრულათ, ძალიან განიცდიან. 

მელანქოლიკის მიმიკა და მოძრაობები, საოცრად მწირია. ის, არ არის ენეგიული, დაჟინებული, ადვილად იღლება და მცირედ შრომისუნარიანია. ადვილად ეფანტება ყურადღება და უჭირს სწრაფი მობილიზება. ისინი, კარგი შემსრულებლები არიან.

ფლეგმატიკი.

ფლეგმატიკები მაღალი აქტივობით გამოირჩევიან, მაგრამ მგრძნობელობა და ემოციური გამოხატვა ნაკლებად ახასიათებთ. რთულია, გააცინო ან გააბრაზო. როცა გარშემო ყველა იცინის ის შეიძლება ურეაქციოდ დარჩეს. ის მოაზროვნე, ყურაღებიანი, გულმოდგინე თვისებებით გამოირჩევა. არ უყვარს, როცა აჩქარებენ.  შრომისუნარიანია.  არის მომთმენი და ამტანი. ურჩევნია სამუშაო შეასრულოს გულმოდგინედ და კარგად. მათ არ შეუძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ყურადღების მიქცევა.

პრობლემების დროს რჩება მშვიდი. ღარიბი მიმიკის მფლობელია და მოძრაობებიც არ აქვს გამოხატული, ისევე როგორც მეტყველება. თავიანთი ერთფეროვნების და სტაბილურობის გამო, არ ჰყავთ ბევრი მეგობარი, იფარგლებიან მხოლოდ, ძალიან ახლობელი და გამოცდილი ხალხით. მავე დროს შეუძლიათ, შეეგუონ სხვებსაც, რადგან ძალიან მშვიდნი და მშვიდობისმიყვარენი არიან. ასეთი თვისების გამო, მშვენივრად იწყობენ კარიერას.

სანგვინიკი.

სანგვინიკი ადამიანი მომატებული აქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ გაწონასწორებულია. ის, მყისვე აღზნებულად რეგირებს იმაზე, რაც იქცევს მის ყურადღებას. აქვს ცოცხალი მიმიკა და მეტყველი მოძრაობები. უმნიშვნელო რამეზე შეიძლება ახარხარდეს და არა არსებითმა ფაქტმა, შეიძლება გაანაწყენოს. მისი გამომეტყველებით ადვილად გამოიცნობთ ხასიათს, დამოკიდებულებას საგნისადმი თუ პიროვნებისადმი. ჭარბი აქტიუტობოს გამო არის, ძალიან ენერგიული და შრომისუნარიანი. ის ხალისით კიდებს ხელს ახალ საქმეს, შეუძლია დაუღალავად იმუშაოს. დისციპლინირებულია, სწრაფად შეუძლია მობილიზება და თუ სურვილი აქვს, შესწევს უნარი მოთოკოს გრძნობები.

სანგვინიკს ახასიათებს სწრაფი მოძრაობები, აქვს მოქნილი ტვინი, სწრაფი მეტყველება, რაც ვლინდება მისი ხასიათის ცვლილებებში, ყოველივე აისახება განწყობაზე. ის ადვილად შედის კონტაქტში უცნობებთან, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მათგან კარგი ორატორები და ლიდერები დგება.temperament

დადებითის გარდა ხასიათში აქვთ უდარდელობა, ზადაპირულობა, უპასუხისმგებლობა, რაც არყევს მათ რეპუტაციას. თავისუფლად შეუძლიათ შეგპირდეთ”ოქროს კოშკების” აშენება მაგრამ, პირობის დარღვევა მათთვის ჩვეულია. ეს, ის კატეგორიაა ვინც, ყველაზე ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება, სანგვინიკებს გამოზდით ყველაზე კარგად, სხვა ტემპერამენტის ტიპებისგან განსხვავებით. ასეთ პიროვნებაზე,  მეგობრების წრეში ამბობენ – ჩვენი წრის სული და გულიაო.

ქოლერიკი.

თავისი ხასიათით, ადვილად აგზნებადი და ძალიან ტემპერამენტიანი ხალხია. უაღრესად იმპულსურნი, თავშეუკავებელნი, მოუთმენლები, მათთვის აგრესიულობა და ფეთქებადი ხასიათი ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ტემპერამენტის ტიპებისგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით. არიან ლიდერები, უყვართ ყურადგების მიქცევა.  ახლი საქმეის წამოწყებისას როგორ სწრაფადაც ინთებიან, იმადენად სწრაფად შეიძლება გაუქრეთ სურვილი. ადამიანური სისუსტეების გამოვლენა მათთვის წარმოუდგენელია, ის  ულახავს თავმოყვარეუბას და სიამაყეს.

უცხო ხალხთან ქოლერიკი, ადვილად პოულობს საერთო ენას. კომუნიკაბელურია, მაგრამ ბევრი მეგობარი არ ჰყავს. ურთიეთობაში უყვარს, როცა დომინირებს სხვაზე. ლიდერია. მუდმივად არის მზად შეეჯიბრონ ვინმეს, რადგან ვინც კი მის გარშემოა, ყველას აღიქვამს მეტოქედ. ის სიყვარულშიც დომინირებს.  იკრიფავს გარშემო ისეთ ხალხს, ვინც თავად მოსწონ და უყვარს, თუმცა ბრაზისა და ეჭვიანობის დემონსტრირებაში ეს ფაქტი ხელს არ უშლის. ამ დროს, მას თავისუფლად შეუძლია ურთიერთობის გაწყვეტაც კი, მაგრამ როცა “ქარშხალი ჩაივლის” ყველაფერი მწყობრში დება.. მასთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან მანამ არ მოგეშვება, სანამ თავის უპორატესობაში არ დარწმუნდება, მხოლოდ იმის მერე, რომ მიხვდება გაიმარჯვა -მშვიდდება.

შემოთავაზებული ტემპერამენტის ტიპები, აქ აღწერილი სახით იშვიათად გვხგდება. ალბათ, უფრო მხატვრულ ნაწარმოებებში. ძირითადად ტიპაჟები არეულია და ქმნიან ათამდე სხვა და სხვა სახეს. გული არ დაგწყდეთ, თუ რომელიმე მოგეწონათ და ვერ მოერგო თქვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ბოლოს და ბოლოს ეს  ბლოგი ხომ იმისთვის შევქმენი დავინახოთ – საკუთარი თავის მიმართ არჩევანში ვართ თავისუფლები და სრულებით შესაძლებელია -„შექმნა საკუთარი თავი თავიდან “.

3 thoughts on “ტემპერამენტი

  1. თამარ მადლობა!!❤ ცოტ ცოტა ოთხივეში დავიჭირე ჩემი თავი. მეოთხე ჭარბობდა შედარებით..😊

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.