მიზანი

osnovnie_etap_realizacii_proekta_1

არის ერთი რამ რასაც უნდა ფლობდე გამარჯვებისთვის. ეს არის განსაზღვრული მიზანი,ცოდნა იმისა,თუ რა გინდა და მწველი სურვილი მიაღწიო დასახულს.

                                              ნაპოლეონ ჰილლი

 სანამ რამე საქმეს შეუდგებით, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, აუცილებელია განისაზღვროს ადამიანის მისწრაფებები. განისაზღვროს მიზანი, ამოცანები…. ეს ყოველივე წარმოადგენს, მისი ნაყოფიერების უპირველეს ფაქტორს. ერთი და იგივე პირობებში, ერთი და იგივე გარემოში, ადამიანთა ის კატეგორია აღწევს წარმატებას, ვისაც გაანსაზღვრული აქვს მიზანი, ჩამიყალიბებული აქვს სამოქმედო გეგმა და მიზანმიმართულად ასრულებს მას.

ზრდასრული ადამიანების მხოლოდ, სამ პროცენტია ორიენტირებული მკაფიო მიზანზე და  განსაზღვრული აქვს გეგმა მის მისაღწევად. ასეთი ხალხი აღწევს ათჯერ მეტს, ვიდრე გაცილებით მეტი “დონის” ან მეტი ინტელექტის მქონე ადამიანი.

ნაპოლეონ ჰილლის ვთვლი ჩემს მასწავლებლად წარმატების ფსიქოლოგიის საკითხებში. 15 წლის წინ ხელში აღებულმა მისმა წიგნმა „იფიქრე და გამდიდრდი“ მთლიანად შემიაცვალა ხედვა და შესაბამისად განსაზღვრა ჩემი მომავალი. მისი წიგნების ექვსტომეული დღესაც აქტუალურია ჩემთვის და უჭირავს საპატიო ადგილი ჩემს პარაქტიკული ფსიქოლოგიის ბიბლოთეკაში. წარმოგიდგენთ, ნაპოლეონ ჰილის მიერ შემოთავაზებულ  7  ნაბიჯს, მიზნის მისაღწევად:

  • პირველი ნაბიჯი: დაფიქრდით და ჩამოყალიბდით, იმაში თუ რა გინდათ. ჩვენ ეს თემა დაწვრილებით განვიხილეთ მიზნის ძიებაში. გაარკვევთ რა მიზანს, დაუსვით თავს კითხვა:” რისთვის მჭირდება მე ეს ყოველივე?” სტივენ კოვი ამბობს -“ სანამ დაიწყებთ წარმატების კიბეზე ასვლას, დარწმუნდით რომ  ის მოყუდებულია იმ შენიბის კედელს, რომელიც გჭირდებათ”.
  • მეორე ნაბიჯი: ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრები ქაღალდზე. იაზროვნეთ ქაღალდზე. როცა  წერთ  მიზანს, ხდება მისი “კრისტალიზება” .  როცა იწერება მიზანი, ის ხდება წარმოსახვითი, რომელსაც შეგიძლია გონებით”შეეხოთ”. ამიტომ არის საჭირო, მიზნის ქაღალდზე გადატანა. თუ თქვენ მეორე ნაბიჯს გაუწევთ იგნორირებას და მიზანს “შეინახავთ თავში”, ეს უკვე იქნება სურვილი, განზრახვა ან ფანტაზიის ნაყოფი.”თავში შნახულ” მიზანი დაცლილია ენერგიისგან, მას მივყავართ აზრობრივ ქაოსამდე. ნათლად პერსპექტივის დანახვა შეუძლებელია, რის გამოც დაშვებული იქნება ბევრი შეცდომები.
  • ნაბიჯი მესამე:  განსაზღვრეთ დრო მიზნის მისაღწევად. მიზანი, რომელსაც არ არი განსაზღვრული ვადაში, მას არა აქვს ისეთი რამ, რაც მიგვანიშნებს მის დასაწყისს და დასასრულს.   თუ აკეთებ ამას, იღებ პასუხისმგებლობას, რომ გაწერილ დროში განახორციელო გარკვეული ქმედებები. თუ თქვენ არ გააკეთებთ მესამე ნაბიჯს, თქვენ იჩანჩალებთ მიზნისკენ და სურილებით შესაძლებელია, ხელიც ჩაიქნიოთ.
  • ნაბიჯი მეოთხე: შეადგინეთ ჩამონათვალი, იმისა რისი გაკეთება მოგიწევთ, რათა მიაღწიოთ მიზანს. ნაწერი უნდა იყოს “მოქნილი”. მოგივიდათ რაიმე იდეა, ჩაამატეთ. გადახედეთ და გააფართოვეთ, სანამ არ მისცემთ დასრულებულ სახეს. ასეთი ჩამონათვალი, გაძლევთ თქვენი მიზნის პანორამულ სურათს. ამით  ზრდით ალბათობას იმისას, რომ  მიაღწევთ ზუსტად იმ მიზანს, რომელიც წინასწარ  გქონდათ განსაზღვრული დროში.
  • მეხუთე ნაბიჯი:  გარდასახეთ თქვენი ჩამონათვალი გეგმაში. ჩამოთვლილი ნაბიჯები მოაწესრიგეთ და დაალაგეთ მათი პრიორიტეტების მოხედვით. რამოდენიმე წუთი დახარჯეთ იმაზე, რომ გაიაზროთ – რა ქმედებები შეასრულოთ პირველ როგში, რომელი მოგვიანებით. დაქუცმაცებული მიზანი წარმოადგენს, ცალკე მდგარ  პატარ-პატარა ამოცანებს. იმის მერე, რაც თქვენ ქაღალდზე ჩამოაყალიბებთ მიზანს და სამოქმედო გეგმას გადავდივართშ ემდეგ ეტაპზე.
  • მეექვსე ნაბიჯი:  დაუყონებლივ შეუდექით იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომელიც შედის გეგმაში.   იმოქმედე.  შეასრულო დასახული ამოცანები “საშუალო დონეზე” უკეთესია, ვიდრე გქონდეს დაწერილი  “ფანტასტიური” გეგმა და არ მოიმოქმედო არაფერი მის განსახორციელებლად. წარმატების მისაგწევად აუცილებელია იმოქმედო.
  • მეშვიდე ნაბიჯი: მიიღეთ გადაწყვეტილება – ყოველ დღე აკეთოთ ისეთი რამ, რაც მიგაახლოებთ მიზანთან. გაიხადედ ჩვევად ყოველ დღე, ჩამონათვალ პუნცტებში არსებულის რეალიზება. აუცილებლად გააკეთეთ. არ გაიმართლოთ თავი გარეშე ფაქტორებით. რადგან გადაწყვიტეთ მიაგწიოთ მიზანს არ გაჩერდეთ. თუ ასეთი მომთხოვნები იქნებით, ყოველ დღე, საკუთარი თავის მომართ, წარმატება გარდაუვალია.

ქაღალდზე ჩამოყალიბებული მიზნები, საუკეთესო გავლენას მოახდენს თქვენს აზროვნებაზე. ისინი გაწვდინ მოტივაციას მოქმედებისთვის, ხელს გიწყობენ სიძნენეების გადალახვაში.

 

ფორმირებული მიზანი წარმოადგენს საწვავს, წარმატების  მისაღწევად. რაც უფრო მნიშვნელოვანი და მკაფიოა მიზანი,  მით მეტ სიმოვნებას მიიგებთ განხორციელების შემთხვევაში.

იფიქრეთ თქვენს მიზანზე, იმოქმედეთ ყოველღიურად და არ  გაჩერდეთ.

                                                                                                                გისურვებთ წარმატებებს!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.