პოზიტივი. გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

 stakanსპორტსმენს ტურნირში მონაწილეობის შედეგად, პრიზის სახით გადასცეს სოლიდური თანხა, . შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, როდესაც ჯდებოდა მანქანაში, მას მიუახლოვდა  ქალბატონი, რომელმაც შეატყობინა, რომ მის შვილს, რომელიც იწვა სავადმყოფოში ესჭირდებოდა გადაუდებელი ოპერაცია. ოპერაცია მოითხოვდა დიდ თანხებს, რისი გადახდის საშუალებაც ქალს არ ჰქონდა. სპორცმენმა, გულთან მიიტანა, განიცადა ეს ამბავი და დაუფიქრებლად გადასცა საპრიზო თანხა. რამოდენიმე დგის შემდეგ, როცა მეგობრები ისევ შეიკრიფნენ სავარჯიშოდ, სპორტსმენმა თავს გადამხდარი ისტორია.  გამოთქვა წუხილი, რომ არ შეეკითხა ქალს საავადმყოფოს კოორდინატები, რათა გაეგო  ბავშვის მდგომარეობა. მეგომრებმა უთხრეს: – ნუთუ შენც გაები ამ მახეში, ალბათ, ეს ის ქალია, რომელმაც სხვა დროსაც ჩაიდინა მსგავსი რამ. შენ, სამწუხაროდ გახდი თაღლითის მსხვერპლი. – გამოდის, არავითარი ავადმყოფი ბავშვი არ არის?

-რასაკვირველია, არა.

– რა კარგია, ეს ყველაზე კარგი ამბავია,  რაც დღეს შევიტყვე.

ისტორია, ძალიან მომეწონა. მომეწონა სპორტსმენის ხედვა. მისი რექცია გავდა, ბავშვის რექციას ნეგატივზე. აბსოლუტურად სხვა ფასეულობებით.

იბადებიან თუ არა, ადამიანები დადებითი ფსიქოლოგიუი ან უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობით?

რატომ არიან ერთნი პოზიტიურები როცა ზოგიერთები, ვერც კი ამჩნევენ გარშემო ვერანაირ კარგს?

ადამინები ასეთები არ იბადებიან.

როგორც მოქანდაკე სკურპულოზურად მუშაობს ქანდაკებაზე, სწორედ ასე აყალიბებს ადამიანი თავის დამოკიდებულებას -პიროვნების, საგნის და მოვლენის მიმართ. ეს პროცესი ძირითადად, ხანგრძლივი დროის მანძილზე გაუთვითცნობიერებლად მიმდინარეობს.  ყველაფერი შინაგან სამყაროში იმალება.

მე პირადად, თავის დროზე აღმოვჩნდი ნეგატიური აზროვნების ხაფანდში და დიდი დრო დამჭირდა დამოკიდებულებების გადასართავად. ვისწავლე სხვა კუთხით შემეხედა საგნებისთვის და მოვლენებისთვის. ვთქვა ჭიქაზე, რომ ნახევრად სავსეა და არა ცარიელი, ეს საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია.

თუ ადამიანს აქვს სურვილი შეიცვალოს აზროვნება, ჩაანაცვლოს ნეგტივი პოზიტივით, საჭიროა გარკვეული პერიოდი იმუშაოს თავზე, სანამ დადებითი განწყობა ჩვევაში არ გადავა.  არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ეძახინ “რეალისტებს” (მეც ვიყავი მათ რიგში), მუდმივად წუწუნებენ, აკრიტიკებენ, უკმაყოფილოები არიან ყველასი და ყველაფრის. ეს არაბუნებრივი მოვლენაა!

აზრობრივი გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე უბრალო და მარტივი პროცესია, ამას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მზაობა და ნება მოახდინოს საკუთარ თავში ცვლილებები. მოვიყვან რამოდნიმე მაგალითს.

გავიხსენოთ ჩვენი რომელიმე ნეგატიური აზრი( ბუზღუნი, წუწუნი) და გადავიყვანოთ ის დადებით ასპექტში.

  • თქვენი უფროსი, დღეს მთელი დღე ყვიროდა, საშინლად იქცეოდა. გადავიყვანოთ დადებით  ასპექტში- მე მადლობელი ვარ , განგების, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ჩემი უფროსისს წყალობით მივხვდი, თუ როგორი მომთმენი ვარ. მან დამანახა – როგორ არ უნდა მოვექცე სხვებს.
  • გაგანთავისუფლეს სამსახურიდან. დადებითი- ბოლოს და ბოლოს გამოგიჩნდათ დრო მოძებნოთ, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური. გაქვთ დრო მოეფეროთ საყვარელ ადამიანებს.
  • ქმარი დაბრუნდა სახლში გაბრაზებული და უნებლიედ “ცხელ გულზე” გეუხეშათ. რა თმა უნდა, გეწყინათ. გავიხსენოთ პოზიტივი. შესაბამისად – მადლობა ღმერთს რომ გყავთ ქმარი, რომელიც ასე გიყვართ. ახლა წარომიდგინეთ – რამდენი შემოგნატრით თქვენ. რამდენი ოცნებობს თავის მეორე ნახევარზე.  🙂  🙂

პიზიტიური აზრების ჩამოასაყალიბებლად დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.

  1. დააკვირდით საკუთარ თავს რაზე წუწუნებთ, რაზე გაქვთ უარყოფითი რექცია.
  2. ნუ წუხართ და ნუ წუწუნებთ წარსულზე, უკვე მომხდარ ფაქტზე. იმაზე, რისი შეცვლაც უკვე გვიანია. მოუსმინეთ შინაგან დილოგს. ჩათვალეთ რომ ეს თქვენი ტესტია.
  3. დამშვიდდით და მიიღეთ გარემოებები ისეთი, როგორიც არის. გინდათ ეს თქვენ თუ არა, „დედამიწა მაინც მრგვალია და ის მაინც ბრუნავს“. რაც უფრო მალე შეეგუებით ამ აზრს, მით მალე გაგიადვილდებათ და შეგეცვლებათ ხედვა.
  4. უპოვეთ პოზიტივი წუწუნს და უარყოფით დამოკიდებულებას. იყავით მადლიერნი. იპოვეთ იმედის სხივი. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაგიხარდეთ, რომ ცოცხალი ხართ. ეს ხომ სასწაულია! იყავით ყურადღებით ” მედალს ორი მხარე აქვს”, ყველაფერში შეიძლება დადებითის დანახვა.627416-1680x1050

იმედი მაქვს,ზემოთ ჩამოთვლილი დაგეხმარებათ ნეგატივთან ბრძოლაში. იმუშავეთ ყოველ დღე, ყოველ წუთს საკუთარ დამოკიდებულებებზე და შეხედულებებზე. შეცვალეთ საკუთარი თავი და შეიცვლება თქვენს გარშემო  გარემო, რის შედეგად გახდებით მეტად ბედნიერნი, ვიდრე ხართ დღეს. გარდასახვის საიდუმლო, იმალება თქვენში!

მადლობთ რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან.

22 thoughts on “პოზიტივი. გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

  1. “გარდასახვის საიდუმლო იმალება თქვენში!” ძალიან მომეწონა სტატია თამარ. მიხარია, რომ შენნაირ ადამიანს ვიცნობ 🙂

  2. თამარ ეხლა წავიკითხე თქვენი სტატიაა ხო? ძალიან მომეწონა! მიხარია რომ გაგიცანით ასეთი იმედიანი და პოზიტიური ადამიანი.. დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი თქვენთან 🙂

    1. მადლობა შეფასებისთვის. მნიშვნელოვანია რომ მოგეწონათ და იზიარებთ 🙂 გაცნობას რაც შეეხება – დიდი სიამოვნებით, გაგიცნობდით…

    1. დიდი მადლობა ირინა სიყვარულისთვის. ❤ ჩემთვის სასიმოვნოა კიდევ ერთი თანამოაზრის შეძენა. რაც შეეხება წიგნს, ის არის ელექტრონულ ვარიანტში და მისი გადმოწერა თვისუფლად შეგიძლიათ.

  3. “ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გაგიხარდეთ, რომ ცოცხალი ხართ”_მადლობა თამარ,რა კარგია როცა ძალიან გიჭირს სულიერად და ასეთ რამეს წაიკითხავ,მართლაც იმედის სხივია

    1. მარი, მიხარია რომ იმედის სხივს ხედავთ და ამაში გეხმარებათ თემები.
      მადლობა გულწრფელობისთვის.
      აქვე ავღნიშნავ, რომ თავად ბრძანდებით სხივი და სასწაული… თუ ამის გააზარებას მოახდენთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ ცხოვრებაში. სიყვარულით ❤

  4. madloba madloba !! gavxalisdi tan dzalian mexmareba im saktxebis danaxvashi medlis meore mxare sadac negatiurad vpiqrob..

  5. Bevri adamianistvis chvebaa aseti pyblikacia martlac daexmareba adamians ipoves sakytari tavi yketesi kytxit madlobt kalbatono tamar aseti sahiro inpormaciisatvis swori rhevisatvis

    1. მადლობა თქვენ!
      ის რაც ამ ბლოგზეა წარმოდგენილი წლების მანძილზე ვაგროვეე. საკითხები ძალიან დამეხმარა თავად მე და ახლა ვუზიარებ მათ ვინ აიღებს, გაიგებს და გამოიყენებს.
      წარმატებები!!!

  6. dvirfaso tamar hven dalian gvexmareba cxovrebis scavlashi tkveni statiebi dalian vcidobt vicxovrod scorad havanacvlod hveni negativi pozitivit da velodebit shens axal temebs gvikvarxar dalian dauscreblad dalian minda piradad gagicnot madloba gmerts tkven rom damimegobrdit

  7. მადლობა ციცი.
    სტატიის მიზანიც ეს არის – მაშინვე იგრძნოს ადამიანმა ეფექტი. დანარჩენი უკვე პრაქტიკის და საკუთარ თავზე მუშაობის საქმეა.

  8. ძალიან ჭკვიანური , კვალიფიციური და სასარგრბლო რჩევებია. მადლობა თამარს!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.