როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი

1275991275566469ქვეცნობიერზე ბევრია ცნობილი. ამ  თემით ინტერესდებიან ვიწრო, პროფესიონალურ წრეებში ან ვინც ეწევა თვითგანათლებას.

თუ იცი, როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი, შესაძლებელია მასზე ეფექტური ზემოქმედება. შესაძლებელია გაიგო, რითი არის განპირობებული ეს თუ ის მოთხოვნა ან რაიმე გაუთვითცნობიერებელი მოქმედება.

სად მდებარეობს ქვეცნობიერი?

რა თქმა უნდა, ტვინში. თუმცა, ის არის იქ და  ამავე დრს, არსად.

ეს როგორ?– ალბათ, იკითხავთ.

საქმე იმაშია რომ ქვეცნობიერი არ წარმოადგენს რამე ფიზიკურს, მას ზოგი სულსაც ეძახის, ზოგი მეორე „მე“ს, ზოგიც შინაგან სამყაროს… ცხადია, რომ ის საინტერესო ფენომენია!

საქმე იმაშია, რომ ქვეცნობიერი არ არის ობიექტი, ის წარმოადგენს ფსიქიკური პროცესია. უფრო სწორედ, მრავლობითი ფსიქიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ტვინში და აისახება ცნობიერში. ვგულისხმობ იმას, რომ პროცესი არ გადმოდის ცნობიერში, მაგრამ შედეგი – სრულიად შესაძლებელია გამოვლინდეს.

ავიღოთ მაგალითად, ინტუიცია. არსებობს იმის საფუძველი, რომ ინტუიცია – ქვეცნობიერის ერთ-ერთი პროცესთაგანია. მას მივყავართ გამოსავლის ძიებამდე, ქვეცნობიერის დონეზე.

მაგალითად:  თქვენ გადაწყვიტეთ  გასეირნება. ჩაიცვით და კარებში გასვლისას რარაცნაირად იგრძენით და გაიფიქრეთ  (იმუშავა ინტუიციამ) – საჭიროა წაიღოთ ქოლგა! რა მოხდა გადაწყვიტე და იგრძენის შორის? ალბათ, ქვეცნობიერმა გაანალიზა წარსული გამოცდილება და მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია წვიმა. ამიტომ, მან “შემოგიგდოთ” თავში აზრი. ასეთ დროს ჩვენ ვამბობთ -იმუშავა ინტუიციამ.

ისმის კითხვა: რატომ ხდება ასე? რაში, აინტერესებს ქვეცნობიერს დავსველდებით თუ არა?

ქვეცნობიერს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება – მას როგორც შეუძლია, იმდენად ცდილობს დაგვიფაროს, დაგვიცვას.

თუ ქვეცნობიერი ასეთი მზრუნველია, რატომ არ მაიძულებს ვნახო მაღალ ანაზღაურებადი სამსახური? მე ხომ ფული ასე მჭირდება?

ეს არის, არა სწორი კითხვა ქვეცნობიერთან მიმრთებაში. დიახ, ქვეცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ შეგვიქმნას კომფორტული ზონა, მაგრამ კომფორტს განსაზღვრავს თავად. ცნობიერი აქ მეორეხარისხოვანია.

ცნობიერის დონეზე – ფული გვჭირდება! მაგრამ ქვეცნობიერი გვიცავს უფრო სხვა დონეზე, რადგან ერთ დროს იქ ჩავარდა (ან დღესაც ვამტკიცებთ) მტკიცებულება -“ფული ხელის ჭუჭყია“, “ფული ბოროტებაა“, “ბევრ ფულს მოაქვს, ბევრი პრობლემები” „ფული რომ იშოვო ბევრი რამეზე უნდა წახვიდე“…..  ქვეცნობიერი,  არ უკეთებს ანალიზს  იმფორმაციას. მას არ შესწევს ძალა, შეაფასოს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს თქვენი სურვილი. ის უბრალოდ შემსრულებელია.

ესე იგი, რა გამოდის?

რა აზრიც არ უნდა მივაწოდოთ მას ჩვენ საჭროებაზე – არ მიგვიყვანს სასურველთან. ფულის შემთხვევაში – გვიცავს ჭუჭყისგა, ბორეტებისგა, პრობლემებისგა…

შესაძლებელია თუ არა ქვეცნიბიერის დაყენება სწორ გზაზე?

როგორ ვაიძულოთ ქვეცნობიერი, დაგვეხმაროს ჩვენი, ცნობიერი სურვილების მიღწევაში?

ეს ადვილი სულაც არ არის. შემოგთავაზებთ რამოდენიმე,  შედარებით “მარტივ” გზას.

პირველი – უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, როგორ ფუნქციონირებს და როგორ იმართება ის( და კიდევ ბევრი რამ მასთან დაკავშირებით)… მეორე, თქვენ უნდა შეეცადოთ გაიგოთ, რა შინაგანი ფაქტორები გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში.

1   სერიოზული თეორიული ცოდნის მიღების მერე, შესაძლოა  უშუალოდ გადასვლა მოქმედებაზე. ამჟამად არსებობს უამრავი  მეთოდი ქვეცნობიერზე ზემოქმედების. ეს არის – აფფირმაცია,  აუტოტრენინგები და აუდიო-ვიზუალური, ქოუჩ-სესიები  აგრეთვე სხვა უამრავი მეთოდები.

თქვენი ამოცანაა, თეორიული  ცოდნის მიღების შემდეგ, ამოირჩიოთ თქვენთვის მისაღები  პრაქტიკული ერთ-ერთი მეთოდი, დაიწყოთ გამოყენება და მიიყვანოთ საქმე ბოლომდე.

თვითგანვითარების გზა რთული გზაა, მაგრამ შედეგი ღირს დახარჯულ დროდ, ენერგიად და ფინანსებად. გახსოვდეთ -„ გზას დასძლევს – მოსიარულე!“ 

თემზე იმუშავა თამარ კვარაცხელიამ

14 thoughts on “როგორ არის მოწყობილი ქვეცნობიერი

  1. ძალიან კარგი და საინტერესო იყო დიდი მადლობა ავტორს.

  2. საინტერესოა.ძალიან გამომადგა,დისერტაციას ვწერ სიზმრის სემიოტიკაზე ლიტერატურაში,დიდი მადლობა!

  3. საინტერესო და კარგი სტატიაა. უბრალოდ ანტროპოსოფიის[სულის მეცნიერბა] განსაზღვრას ინტუიციაზე დავამატებდი:ინტუიცია არის წმინდა სულიერში მიმდინარე, წმინდა სულიერი შინაარსის ცნობიერი განცდა. მოკლედ მომავალი სულის მეცნიერების შესწავლაშია!

  4. ხშირად ვერ ვანსხვავებ ინტუიციას საკუტარი აზრისგან, არადა მინდა მოვუსმინ ინტუიციას, ბევრს ვფიქრობ ძალიან, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ

    1. კატო, ამაში განსაკუთრებული არაფერია. არავინ გვასწავლის ინტუციის მოსმენას. პირიქით, ბავშვობიდან მიგვაჩვიეს ლოგიკურ აზროვნებას და ბევრ ფიქრს. აი, სწორედ ბევრი ფიქრები წარმაოდგენს ცნობიერს და ხელს გვიშლის ნამდვილი , გულითადი გადაწყვეტილებების მიღებაში ხშირ შემთხვევაში.. დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.