პეპელას ეფექტი

jhBgQYYuH2პეპელას ეფექტი – ტერმინია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. აღნიშნავს  ზოგიერთი ქაოსური სისტემის თვისებას. სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება იქონიოოს დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგი, სადღაც სხვაგან და სხვა დროს. მას აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ქაოსის თეორიას. ამბობენ რომ, თუნდაც ისეთ უმნიშვნელო რამეს, როგორიცაა – პეპელას ფრთის ფარფატი აფრიკაში, შეუძლია, ბოლოს და ბოლოს, გამოწვიოს ქარიშხალი ამერიკაში.

დღეს თემაში განვიხილავ – პეპლის ეფექტს ცხოვრებაში.

არის ერთი, ამერიკული ფილმი „პეპლის ეფექტი“ სადაც, მთავარი მოქმედი გმირი, ევანი სწავლობს ბავშვობაში დაბრუნებას და თავისი ქმედებით ცვლის მომავალს.

მოვლენა, რომელიც იქნა განხილული xx საუკუნის 60-იან წლებში, გამოდგა იმდენად საინტერესო რომ ის, დღესაც იპყრობს მსოფლიო კინომატოგრაფებისა და მწერლების ყურადგებას. მართლაც, სამყაროს სისტემაში, პეპლის ეფექტი გვევლინება ყველაზე უცნაურ მოვლენად.

 საინტერსოა, გვაქვს თუ არა არჩევანი და არჩევნის თავისუფლება მოგვცემს კი  სასურველის  გასაღებს? არსებობს თუ არა, ამ ეფექტის გამოყენების პრაქტიკული მეთოდები პირდა ცხოვრებაში?

დღეს, მეცნიერება აცხადებს რომ ჩვენ  „ჩაწნულები“ ვართ სამყაროს რთულ ორგანიზმში და  მცირედ ზემოქმედებასაც კი გარკვეული მიმართულებით, შეუძლია მიგვიყვანოს კოლოსალურ ცვლილებებთან.

შეცვლი ერთ რამეს, შეიცვლება ყველაფერი.

ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევა,  როცა მოვლენები ისე აეწყობილა, რომ ყველაფერი გამოსულა ძალდაუტანებლად, მარტივად, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გამოიყენესო. სწორ არჩევანს და მოქმედებებს, საჭირო დროს, საჭირო ადამიანებით მივყავართ სასურველ შედეგამდე, რის გამოც ცხოვრება აბსოლუტურად სხვა კალაპოტში მიედინება. ამას ნაკადში ყოფნასაც ეძახიან. სხვა არჩევანის შემთხვევაში კი, იგივე შედეგის მიღწევას დასჭირდებოდა, უფრო მეტი ძალისხმევა.

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ შეგვეძლოს უკან დაბრუნება და წარსული ქმედებების შეცვლა, მაშინ უკეთესად წარიმართებოდა ცხოვრება. ფიქრობთ, რომ ამ დროს მცირეოდენის შეცვლაც კი, მნიშვნელოვნად იმოქმედებდა შემდგომ ცხოვრებაზე.

არის თუ არა შესაძლებელი შეცვალო ცხოვრებაში რამე?

kvan

ამერიკელი ფიზიკოსები ნ. ბორიმ და ვ. გეიზენბერგმა ივარაუდეს, რომ კვანტური მსოფლიო გამომდინარეობს დაკვირვებებიდან – ობიექტზე დაკვირვებისას ხდება ურთიერთ-ზემოქმედება, რომელიც ცვლის როგორც ობიექტის, ასევე დამკვირვებლის მდგომარეობასაც. თავად, დაკვირვების ფაქტი, უკვე იწვევს ცვლილებას გამოსაკვლევ ობიექტზე.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ შეგვწევს შევცვალოთ  გარემომცველი სამყარო, თუ შევძლებთ დავინახოთის ის საურველის შესაბამისად.

რას ნიშნავს ეს?

ადამიანის აღქმა არის ისთი, რომ ცხოვრების რეალური სურათები პროეცირდება თავისებურ შინაგან ეკრანზე. ამ ეკრანზე დღეს ვხედავთ სამყაროს დამახინჯებულ სურათს, რადგან ხელს გვიშლის ჩვენი ბუნებრივი ეგო. ის როგორც ყალბი სარკე, გამრუდებულად გვიჩვენებს „არასწორ“ სამყაროს. ამ დროს კი ჩვენ გვიკვირს, რატომ ვხედავთ ამდენ ტანჯვას და ტკივილს და გვეჩვენება, რომ სამყარო გარკვეულწილად უსამართლოა.

საკმარისია გავზარდოთ ხედვა, გავაფართოვოთ შეგრძნების ზღვარი, ჩვენ ვეზიარებით ხარისხობრივად სხვა განზომილებას, აქამდე უცნობი სამყაროს მოცემულობას, რომელიც მდებარეობს მატერიალურ – სიცოცხლესა და სიკვდილის -სიბრტყეზე მაღლა.

რეალობის სწორი აღქმა და გაცნობიერება გვეხმარება გავიგოთ, ჩვენი კავშირი გარე სამყაროსთან. ჩვენი აღქმის დიაპაზონი არის შეზღუდული, რადგან აღვიქვამთ და ვიაზრებთ მხოლოდ იმას, რაც შესაძლებელია მიიღოს გრძნობის ორგანოებმა. ყოველი ახალი მდგომარეობა, იძულებულნი ვართ ჩავტენოთ ამ შეზღუდულ აღქმაში.

და მაინც, არსებობს ერთი მაგრამ… თუ არ ვუარყობთ სამყაროს კანონებს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ, გავიაზროთ ვინ ვართ, სად ვართ და რატომ ვცხოვრობთ.

1-babochki-320

წრმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრება მოძრაობს როგორც  კადრები კინოფირზე. ის, რაც იყო გუშინ – გასული კადრია. ის,  რაც იქნება ხვალ – მომდევნო კადრი. ხოლო კადრი, რომელსაც ვხედავთ დღეს, დამოკიდებულია იმაზე თუ  როგორ ვატრიალებთ კინოპროექტორს. თუ ჩვენი  ძლისხმევა იქნება მიმართული ეგოიზმის მიმართულებით, მაშინ ვხედავთ ფილმს, რომელსაც ქვია ჩვენი რელობა. თუ საერთო  სარგებლის მხარეს (ანუ ფიქრობ არა მარტო საკუთარ თავზე) –  მოდის სხვა, ფერადი ფილმი.

აი, აქ კი ღირს დავფიქრება, როგორ  შევქმნათ შემდეგი კადრი…

თუ ცხოვრების ყოველი დღე, იქნება ისეთივე როგორიც იყო გუშინ, ცვლილებები არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ„ პეპელის ეფექტს“. ამიტომ სიცოცხლის ბოლოს აღმოვაჩნდებით ნულოვანი შედეგით, თითქოს არც დავბადებულვართ, არც გვიცხოვრია. 

არჩევანი ჩვენია და საჭიროა მისი გაკეთება!

 

     

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.