სიკეთე ყოველთვის გვიბრუნდება

payitforwardბრაიანი მთელი დღე მართავდა საჭეს, მაგრამ როგორც კი შეამჩნია გზიდან გადაყენებული მერსედესი,  გააჩედა დასახმარებლად.  როცა  მანქანას მიუახლოვდა, შეამჩნია ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც დაბნეული უყურებდა. ქალს, რომელიც დიდი ხანია იჯდა მანქანაში და არავინ გამოხმაურებია, ცოტა არ იყოს  შეეშინდა ახალგაზრა კაცის, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

ნეტავი, ხომ არაფერს დაუშავებდა?

“დაგეხმარებით ქალბატონო. სანამ საბურავს გამოვუცვლი, გადაჯექით ჩემს მანქანაში… მიბრძანდით, იქ უფრო თბილა.  ჩემი სახელია ბრაიან ანდერსონი„

 

ბრაიანი  მორჩა საქმეს. მხცოვანმა ქალბატონმა, დახმარების სანაცვლოდ შესთავაზა ბრაიანს დაესახელებინა ნებისმიერი თანხა. რაზეც კაცმა ღიმილით უპასუხა – მას არაფერი არ მართებდა. უბრალოდ, რთულ სიტუაციაში ჩვარდნილს დახმარების ხელი გაუწოდა. მხოლოდ ღმერთია მოწმე, რამდენი ადამიანი დახმარებია მასაც, როცა უჭირდა. ასე რომ, თუ მაინც სურდა გადახდა, მაშინ მომავალში, როცა ის დაინახავდა ვინმეს, ვინც საჭიროებს – გაეხსენებინა ბრაიანი და დახმარებოდა.

ქალბატონმა გადაუხადა მადლობა და გზა განაგრო. რამდენიმე კილომეტრში შემოხვდა რესტორანი. გადაწყვიტა ევახშმა და თან გამთბარიყო.

გოგონა, რომელიც ქალბატონს ემსახურებოდა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი დღის მანძილზე იდგა ფეხზე შეეგება თბილად.

ქალბატონმა შეატყო, რომ ვერც მძიმე სამუშაომ და ვერც ფეხმძიმობამ გოგონას ვერ წაართვა გულისხმიერება.

როცა დაასრულა ვახშამი,  გაუწოდა 100 დოლარიანი. გოგონა წავიდა, ხურდის მოსატანად, მაგრამ მობრუნებულს ქალბატონი არ დახვდა. უნდოდა დასწეოდა, მაგრამ არსად ჩანდა. გოგონამ მაგიდაზე იპოვა წერილი, რომელის წაკითხვამ  ცრემლები მოჰგვარა – „თქვენ ჩემი არაფერი არ გმართებთ. მე უბრალო გამვლელი ვარ.  დღეს დამეხმარა ერთი კეთილი ადამიანი ისე, როგორც მე ამას ვაკეთებ ახლა თქვენთვის. თუ გინდათ გადამიხადოთ, არ მისცეთ უფლება ამ სიკეთის ჯაჭვს თქვენზე გაწყდეს“. ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა.

საიდან უნდა სცოდნოდა ამ ქალბატონს, როგორ ჰაერივით სჭირდებოდათ ე111ს ფული მას და მის ქმარს?

სახლში დაბრუნებული გოგონა, უყვებოდა საყვარელ მეუღლეს თავს გადამხდარ ამბავს. ბოლოს აკოცა და ჩასჩურჩულა:

“ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ მიყვარხარ ბრაინ ანდერსონ“.

სიკეთე არასდროს იკარგება. სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით. ხშირად კი, სიკეათე მოულოდნელად გვიბრუნდება.

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.