შენი ხასიათის არქიტექტორი

aisberg1ფილმებში ან ფოტოებზე გინახავთ რა ლამაზია მზის სხივებში მოლივლივე ყინულის უზარმაზარი „ნაგლეჯი“ – აისბერგი.  თურმე, მის სილამაზეში იმალება საშიშროება.

აისბერგის თვალით უხილავი 90% მოქცეულია წყლის ქვეშ (გაიხსენეთ ტიტანიკი) და სწორედ  ამიტომაც, მასთან მიახლობა ხდება საშიში.

ადამიანების მსგავსება აისბერგთან ნიშანდობლივია. იმას რასაც ვხედავთ უცხო ადამიანში -ეს არის 10%.

პიროვნება – უფრო ღრმაა თავისი არსით და მისი „მთავარი“  იმალება, სწორედ იმ ზედაპირულობის ქვეშ, რასაც ის წარმოაჩენს.  ადამიანის ამ სიღრმისეულ ნაწილს შეუძლია ჩაძიროს  ან აიყვანოს ის ცხოვრების მწვერვალზე. (პრაქტიკულ ფსიქოლოგიის ტრენინგები მიმართულია, ადამიანის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე).

აუცილებლია მეტი დრო  დაუთმოთ შინაგანი სამყაროს განვითარებას, რომელიც დაფარულია უცხო თვალისგან.

აუცილებელია გაცილებით მცირე დრო ხარჯოთ იმ საგნებსა და გარემოებებზე, რომლებიც ცხოვრებაში ნაკლებ მნიშვნელოვანია.

პიროვნების გარეგნული მხარე ვერასდროს იქნება, შინაგანზე მეტად მნიშვნელოვანი.

დაკვირვებიხართ როგორ აშენებენ მაღალ შენობებს. მშენებლებს სჭირდებათ თვეები მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაყარონ საძირკველი. კედლების ამოყვანაზე კი მიდის  ნაკლები დრო. როცა უყურებ მაღალ ნაგებობას ხვდები, რომ თვალით ხილული არ წარმოადგენს მთლიან არქიტექტურას. ნამდვილი სიმძლავრე  და ძალა  არის უხილავი, რომელმაც უნდა გაუძლოს მიწისძვრებს…

გახსოვთ ზღაპარი სამ გოჭზე?

ერთმა აიშენა სახლი თივისგან, მეორემ -ფიჩხისგან და მესამემ -აგურისგან. მოვიდა ბოროტი, ავი მგელი და ერთი სულის შებერვით დაანგრია ორი სახლი, გადარჩა მხოლოდ აგურის.

ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ, საკუთარი პიროვნების ფორმირებას. ბევრი დრო უნდა დავუთმოთ ხასიათს თვისებების ჩამიყალიბებას. ქარბუქები და მიწისძვრები ცხოვრებაში გარდაუვალია, ისევე როგორც ავი და ბოროტი მგლები. 🙂  მაშინ შეძლებთ სრულყოფილ  ცხოვრებას თუ თქვენი ფასეულობები იქნება დამყარებილი მძლავრ და ურყევ ხასიათზე, როგორც შენობა მყარ საძირკველზე.

ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანის ხასიათი ყალიბდება ბავშვობაში და მერე მის შეცვლა შეუძლებელია.  ეს, ასე არ არის.

ადამიანის ადრეულ ასაკში საფუძველი ეყრება და გამოიკვეთება მასში პიროვნული თვისებები, მაგრამ მოწიფულ ასაკში მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, თავისი პიროვნების განვითარებაზე და გააგრძელს ეს პროცესი მთელი შეგნებული ცხოვრება.

ზრდასრულ ადამიანს ვერავინ აიძულებს განავითაროს საკუთარი პიროვნება ან გახდეს მაღალი მორალური პრინციპების მატარებელი.

ეს არჩევანია და თქვენ ხართ, თქვენი ცხოვრების არქიტექტორი .

100 წლის წინ ევროპაში ცხოვრობდა პატარა ბიჭი, გვარად შიკლგრუბერი. მას არ ასწავლეს რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ყოველ ჯერზე როცა ის  ხმამაღლა აცხადებდა თავის სურვილს გამხდარიყო მოძღვარი ან მხატვარი -დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მას არ ჰქონდა მაგალითი სწორი მოქმედებების, ამიტომ ვერ შეიძინა ვერანაირუი ფასეულობა. რადგან თვლიდა, რომ არავის უყვარდა ოჯახში, გაიქცა სახლიდან. ის იყო ემოციურად დათრგუნული, მისი პიროვნული საძირკველი იყო მყიფე. მიუხედავად ყველაფრისა, ის გაიზარდა და გახდა დიდი კაცი რომელსაც ჰქონდა განუსაზღვრელი ძალაუფლება. მან შეიცვალა სახელი და ისტორიაში შევიდა როგორც ადოლფ ჰიტლერი.

ჰიტლერი იყო ნიჭიერი ბევრ რამეში, განსაკუთრებით  – კომუნიკაციაში. ის იყო ძალიან პატივმიყვარე, ბუნებრივად ქარიზმატული მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი პიროვნების გიგანტურმა ნაკლმა, მიიყვანა მილიონობით ადამიანი გარდაუვალ სიკვდილამდე.

როცა კითხულობholocaust-kids-children-obama-hussein-hitler-consentration-camp-sad-hill-news-11 ისტორიულ ლიტერატურას, ყოველთვის არის ერთი რამ რაც აერთიანებთ  ბორიტ ადამიანებს – იყვნენ ნიჭიერები, მიზანსწრაფულები, შეეძლოთ სხვების მოხიბლვა და მასების მოზიდვა. ისინი პერიოდულად სჩადიოდნენ საგმირო საქმეებსაც, რითაც მოჰყავდა ხალხი აღფრთოვანებაში,  მაგრამ მათი სურვილები არ ცდებოდა მათ ინტერესებს.  ხასიათში ნაკლს ისინი მიჰყავდა შინაგან წინაამღდეგობებთან და დამანგრეველ ქმედებებთან.

ნიჭი და ქარიზმა როცა ერწყმება წარმატებას, მყარი ცხოვრებისეული ფასეულობების გარეშე – ის ხდება საშიში ტანდემი არა მარტო თავად პიროვნებისთვის, არამედ უთვალავი ადამიანისთვის.

შეიძლება წაიკითხოთ ათასობით წიგნი, დაიცვათ ხარისხი, მართოთ ქვეყანა ან უბრალოდ იყოთ ჩვეულებრივი მოსამსახურე ჩვეულებრივ სამსახურში. ეს ყველაფერი, ძლიერი პიროვნული ხასიათის და სწორი ფასეულობების გარეშეც, მაგრამ ყოველივე იქნება ზედაპირული და ვერ გაუძლებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

იმისათვის რომ აღზარდოთ ნამდვილი პიროვნება თავში, უნადა ჩამოაყალიბოთ გარკვეული ჩვევები. ეს არის პროცესი, გათვლილი მთელ ცხოვრებაზე. პირადად, მუდმივად დავდივარ ტრენინგებზე – შინ თუ გარეთ და ეს ცხოვრების წესად მექცა. ეს მაძლევს, წარმატებული ადამიანების გვერდით ზრდის, განვითრების, წინსვლის საშუალებას.

ძლიერი პიროვნება არ ყალიბდება შემთხვევით ან დროთა  განმავლობაში. უნდა გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი – ვიხარშოთ ერთფეროვნებაში, სერიალების ყურებაში, საკუთარ პრობლემებზე წუწუნში ან ვხდებით ძლერი, მისაბაძი…

როგორ მოვახერხოთ ეს?

საიდუმლო  იმალება გამონათქვამში რომელიც ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე და  იქცა ჩემი ცხოვრების წესად:

Tk5NDQtYW

„დათესე აზრი – მოიწიე მოქმედება“

„დათესე მოქმედება – მოიწიე ჩვევა“

„დათესე ჩვევა – მოიწიე პიროვნება“

„დათესე პიროვნება – მოიწიე ბედი“

 

პიროვნება – ეს არის ჯამი მისი აზრების და ჩვევების, რომელიც ფორმირდებოდა დიდი ხნის მანძილზე – დღიდან-დღემდე, წლიდან-წლამდე!

ჩვენს შესაძლებლობებს, ინდივიდუალიზმს, შინაგან ძალას, მოტივაციას, ნიჭს და შეუპოვრობას შეუძლია აგვიყვანოს დიდ სიმაღლეებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ ფასეულობებს შეუძლია გაგვაჩეროს ამ სიმაღლეზე.

ამ თემით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი ხასითის ფორმირება ჩვენსავე ხელშია.  ეს ყველას, უკლებლივ ყველას შეუძლია. მხოლოდ  ერთი პირობით, თუ ჩვენ ვიქნებით გახსნილი და მზად ახლის მისაღებად.

მადლობa, რომ დარჩით ჩემთან…

 პატივისცემით, თამარ კვარაცხელია!

 

P.S. შეგიძლიათ, ქვემოთ დატოვოთ  კომენტარი .

P.P.S. გაიარე რეგისტარცია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფატორი და გახდი საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

 

27 thoughts on “შენი ხასიათის არქიტექტორი

      1. მომეწონა… თუმცა ერთი შენიშვნა მაქვს, “გმადლობ” და არა – “მადლობთ” 🙂

  1. დიდი ხანი არაა რაც ამ ბლოგის “პოსტებს” თვალს ვადევნებ, მაგრამ პირველივე დიღიდან ვცდილობ, რომ რაღაცა შევცვალო ჩემს ხასიათში თუ ქმედებეში. მადლობა!

    1. მადლობა თქვენ მაია, ბლოგს რომ თვალყურს ადევნებთ და კითხულობთ. თუ თქვენ გადაწყვითეთ ცვლილებები შმოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, ამის საჭიროებას გრძნობთ და მზად ხართ ამისთვის, ეს აუცილებლად მოხდება. წინ საინტრესო სიახლეების, ახალი აღმოჩენების გზა გელოდებათ, თუ ამას სერიოზულად მიუდგებით… გისურვებთ წარმატებებს.

  2. tamar tqveni statiebit agprtovanrbuli var. visurvebdi tqvenistana adamianebi mravlad iyvnen am mowyenil saqartveloshi

  3. Qalbatono tamar, dzalian saintereso rchevebs gvadzlevt … visurvebdi msgavsu treiningebi qutaishic chaatarot… erterti vinc bolomde gamogyvebat me viqnebi … ❤

    1. სოფოა, მაგის დროც მოვა და იმედი მაქვს ერთმანეთსაც გავიცნობთ. მეგადავწყვიტე რადიკალურად შევცვალო ჩემო ცხოვრება და უკვე ერთი წელია საოცარი შედეგები მაქვს. ასე რომ მე მივდივარ (როგორც მეგობრები ამბობენ: რაკეტასავით მივფრინავ 🙂 ) წარმატებისკენ, მიზნების განხირციელებისკენ და დიდი სიამოვნებით შემოვიერთებ ამ გზაზე მსურველებს, თანამოაზერეებ, რომ მათაც მიიღონ ის რაც ასე ძალიან, ძალიან უნდათ. ❤

  4. dzalass mmateb tamar madlobaa rom aseti pozitiuri statiebs gviziareb upaspatiod….adamianebi ise arian gaborotebulebi rom gxedavdnen ichexebi xramshi ar getyvian win daixede phrtxiladoo….shen amden pozitivs aungarod uziareb yvelas …gaixare gmertma gagadzlieros ❤ ❤

    1. Anonymous დიდ მადლობა, თბილი სიტყვებისთვის, აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის და თუ სახელს დამიწერთ და გამეცნობით მეტად მადლიერი ვიქნები
      <3.

  5. Tamar, me videqi Im gzis gasayaeze, roca ar vicodi sait wavsuliyavi! …. Da tqven gamochndit ! Am mokle droshi bevri ram sheicvala chems cxovrebashi! Yvelaze mtavari- vswavlob sakutari tavis pativiscemas da siyvaruls! Es yvelaperi tqveni daxmarebit!!! Cxovrebas Isic mirtulebs, rom bevri welia tbilisshi ar var! Ugrmesi madloba daxmarebistvistvis!

      1. ლალი ძალიან მიხარია, რომ თემები გეხმარებათ. თუ გადაწყვითავთ მეტად შეიცვალოთ და შეცვალოთ თქვენი გარემო, ჩემი სკაიპი და ტელ. იცით (მითითებულია განყოფილებაში: პროექტის შესახებ). ძალიან გამიხარდება ❤

  6. Qalbatono tamar, tkvens statiebs vecnobi mudmivad da agfrtovanebuli var, tkven namdvilad shedzelit shegecvalat chemi damokidebuleba sakutari tavis tu sxvebis mimart, didi madloba amistvis 🙂 warmatebebs gisurvebt, didi siamovnebit movismendi tkvens lekciebs.. tkvennairi dzlieri adamianebi mravlad unda iyvnen chvens kveyanashi da darwmunebuli var, bevri kargi sakmis gaketebas shedzlebdit 🙂

  7. მაიკო, უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთმა მიდგომებმა და ახალი ცოდნის მიღებამ თავის დროზე მეც გადამარჩინა, მიხსნა და გამომიყვანა ცხოვრებისეული რთული სიტუაციებიდან. აქ ვაზიარებ იმას, რაც ჩემთვის იყო, არის მნიშვნელოვანი და ახლოს დაგას ჩემს ფასეულობებთან.
    რაც შეეხება ლქციებს, მე არ ვატერება. პირადად, ტრენინგებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგანაც აქ შეიძლება მაგალითებით და სავარჯიშოებეით ადამიანმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადოს, როგორ შეუძლია მას შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს საოცარი შეგრძნებაა.

    თუ მიიღებთ დაგაწყვეტილებას, მობრძანდით ტრენინგზე http://spirali.kvaratskhelia.pro ძალიან გამიხარდება და მეტ ტრანფორმაციასაც მოვახდენთ ერთად. მადლობა ❤

  8. ტამუუუუ მიყვარხარ ,შენ მაძლიერებ ,მაძლევ საოცარ სტიმულს და ძალას,რა ბედნიერება რომ არსებობ,მადლიერი ვარ უფლის ❤

  9. es saocari gverdi tavisi statiebit samkarodan chemtvis gzavnili gachnda am umokles periodshi rom itkvian sahiro dros sahiroadgilas da minda nakofic asetive shedegiani da kargi ikos es bevrs daexmareba msgavsi kouch sesiebi analitikuri cerilebi da nebismueri kontakti romelic cxovrebas fagilamazebt da gakcevt karg sauketeso adamianad

  10. kargi temaa.zalian mexmarebit tamar sakutari tavis sheswavlashi.tumca jer ver vaxerxeb treningshi monawileobas.am etapze sakmao informacias vigeb tqveni blogis sashvalebit ristvisac madlobas gixdit.zogjer saocrebebi xdeba chem tavze zogjer ki zalian did qaosshi vvardebi …albat es normaluria, mainc win mivdivar. .madloba ufals rom tqven gagicanit! madloba tqven rom zalian tbili da tkbili xart yvelas yvelas mimart da saketeso chvevebs gvinergavt! bednierebaa es yvelaferi….gaixaret!

  11. Madloba am didebuli wamowyebistvis yovel adamians unda mieces sashvaleba gaigos cheshmariteba samyaroze gansakutrebit saqartvelos esachiroeba am mdzime yofit epoqashi tqveni siketis manqana daidzra da udaod did shedegebs warmoachens warmodgenacki ar shemidzlia ramxela cvlilebis shemomqmedi xart

  12. zalian zlieri kalbatoni brzandebit…bevr ramese smexila tvali tkveni temebis shemdeg…gmadlobt…..irma dsrjania italia bari…

    1. უღრმესი მადლობა ირმა. გმიხარდა რომ სხვა ხედვა გაგიჩნდათ ბევრ რამეზე.. ბლოგიც ამისთვის შევქმენი და თქვენმა კომენტარმა, კიდევ ერთხელ ეს შემახსენა. მადლობელი ვარ, რომ სტუმრობთ ბლოგს. წარმატებები და ყველა გულისთ და სულით ნანატრის ასრულებას გისურვებთ 2018 წელს!!!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.