კარტოფილის ტომარა (იგავი)

SONY DSC მოწაფე მივიდა მოძღვართან და ეკითხება:

– შენ, ასეთი ბრძენი ხარ. ყოველთვის  ხარ მშვიდი და  არსდროს ბრაზდები. როგორ ახერხებ ამას?  დამეხმარე,  მასწავლე, რომ მეც ვიყო შენსავით.

მოძღვარი დაეთანხმა და სთხოვა მოეტანა კარტოფილი და გამჭვირვალე პარკი.

– თუ შენ ვინმეზე გაბრაზდები და წყენას გულში  ჩაიდებ, აიღე კარტოფილი, ერთ  მხარეს დააწარე შენი სახელი, მეორე მხარეს –  ვისთანაც მოგივა კომფლიქტი და ჩააგდე პარკში.

– და სულ ეს არის?

– არა. შენ, ეს პარკი თან უნდა ატარო, სადაც წახვალ  და ყოველ ჯერზე, როცა ვინმეზე გაბრაზდები – ჩააგდე შიგნით კარტოფილი.

მოწაფე დაეთანხმა. გამოხდა ხანი. მისი პარკი  გაივსო და მოწაფემ გადაიტანა ტომარაში. გარდა იმისა, რომ ტომარის თრევა გახდა შეუძლებელი, სიმძიმის გამო, ძველმა კარტოფილებმა იწყეს ლპობა: ზოგიერთმა დაიწყო წებოვანი, სლიპინა წვენის გამოყოფა, ასდიოდათ ცუდი სუნი, ზოგიერთები აყვავდნენ. მოწაფემ ვეღარ მოითმინა და წავიდა მოძღვართან.

– ეს, უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი – ტომარა ძალიან მძიმეა, მეორეც – კარტოფილი გაფუჭდა. სხვა რამე მასწავლე.

მოძღვარმა უპასხა:

–  მომისმინე, სწორედ იგივე ხდება შენს სულშიც. როცა შენ ვინმეზე ბრაზდები, გულზე გაწვება ლოდივით მძიმე ქვა. შენ ამას, უცებ ვერ ამჩნევ. შემდეგ ძველს ემატება მომდევნო წყენა და ა.შ. შენი ასეთი საქციელი გადადის ჩვევებში. ჩვევა – ხასიათში, რომელიც თავისთავად ხდება ცუდი. ამდენი, ტვირთად ქცეული წყენის დავიწყება, ძალიან რთულია. ის ძალიან მძიმეა, რათა თან ატარო.

მე მოგეცი შესაძლებლობა, ამ პროცესს დაკვირვებოდი შორიდან. ყოველთვის, როცა გადაწყვიტავ ვინმეზე გაბრაზებას ან სხვის წყენას, დაფიქრდი, გჭირდება კი შენ ამ ქვის ზიდვა!

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლებაპოზიტიური აზროვნებათვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.