ორი დოქი

doqiიყო და არა იყო რა… ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ქალ, რომელსაც ჰქონდა, ორი დიდი დოქი. ყოველ დღე, ამ დოქს გრძელ ჯოხზე ჩამოკიდებდა, მხარზე შემოიდებდა და  ნელ- ნელა გაუყვებოდა გზას წყაროსკენ. ერთი დოქი იყო უნაკლო, ხოლო მეორეს ჰქონდა ბზარი. როცა ქალი წყლიით ავსებულ დოქებს სახლში მოიტანდა, ბზარიანი ყოველთვის ნაკლული იყო. უნაკლო დოქი ამყობდა შესრულებული სამუშაოთი. გაბზარულ დოქს კი სინდისი ქეჯნიდა, რომ თავის დაკისრებილ ფუნქციას ვერ ასრულებდა პირნათლად. დოქი, ბოლო ორი წელი იყო გაბზარული და ამ ხნის მანზილზე, სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა თავის არასრულფასოვნებაში. ამით შეწუხებულმა ქალს შესჩივლა: მე მრცხვენია ბზარის გამო, მთლი გზა, რასაც გადიხარ წყაროდან სახლამდე, ვაქცევ წყალს.

ქალმა  ღიმილით მიუგო: შენ თუ შეამჩნიე, გზაზე, რომელ მხარესაც შენ ჰკიდიხარ იზრდება ყვავილები, ხოლო მეორე მხარეს –არა? შენ მხარეს, ბილიკის გაყოლებაზე ორი წლის წინ, ჩავყარე ყვავილის თესლები, ეს ის ყვავილებია რომელსაც შენი ბზარი რწყავს და რომლითაც, ეს ორი წელია, ვამშვენებ ჩვენს სახლს. რომ არა შენ, ამ სილამაზეს არ ექნებოდა ადგილი არც გზაში და არც სახლში.

ყველა ჩვენთაგანში არის განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებული, უცნაური ბზარი თუ ნაკლი. სწორედ ისინი აქცევენ ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს. მათი წყალობით შეიძლება, იცხოვრო ღირსეულად. უბრალოდ, საჭიროა, ყველა მივიღოთ ისეთი როგორებიც არიან, აუცილებელია დავინახოთ მათში კარგი.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლებაპოზიტიური აზროვნებათვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.