ავტოსინქრონიზაციის პროცესი

masa

თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ვთვლი რომ საინტერესოა და ამიტომაც გადავწყვიტე გაზიარება:

არის ასეთი გაგება, ავტოსინქრონიზაცია. არსი მდგომარეობს შემდეგში –ეს არის სუპერსისტემა, იმ გაგებით რომ თუ სუპერსისტემის მცირედი რაოდენობა იწყებს სინქრონში მოქმედებას, ის ითრევს სხვა ელემენტებს, რომელთა ინფორმაციულ-ალგორითმული უზრუნველყოფა ხორციელდება ამავე ქმედებით. ამას განეკუთვნება აგრეთვე საერთო მართვის თეორიაც. მართვა არის ორგვარი -სტრუქტურული და უსტრუქტურო. (ამაზე სხვა დროს)

ბუნებაში ამ მოვლენას შეიძლება დააკვირდე. როცა, მაგალითად, შეშინებული ფრინველები მინდორში როგორ ერთიანად აფრინდებიან ხოლმე, ან დავაკვირდეთ თევზების სინქრონულ, ჯგუფურ გადაადგილებას საშიშროების მოახლოების შემთხვევაში.

ავტოსინქრონიზაციისთვის აუცილებელია, მრავლობითი ობიექტის ნაწილი (მცირე), ფლობდეს ინფორმაციულ-ალგორითმულ მდგომარეობას და იმყოფებოდნენ პირობებში, რომელიც უშვებს ინფორმაციის გაცვლას მათ(მცირესა და უმრავლესობას) შორის- თუნდაც უმისამართოდ,  ცირკულარულად. ამავე დროს, რეაქციის შედეგად, სწრაფი ქმედება, ინფორმაციაზე გავლით, უნდა იყოს ძალიან მაღალი და ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური ყველასთვის.

ინგლისელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ცდა– დარბაზში მოუყარეს თავი გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ჯგუფს და მისცეს დავალება: “გადაადგილდით როგორც მოისურვებთ“. რამოდენიმეს კი, მისცეს მკაფიო მითითება,  წინასწარ განსაზგვრულად ემოძრავათ. ამ ექსპერიმენტით იქნა დამტკიცებული, რომ ადამიანები რომლებიც გადაადგილდებოდნენ სინქრონში, ერთნაირად და იმყოფებოდნენ უმცირესობაში, გახდნენ მისაბაძნი და ამან გამოწვია სხვების, უმრავლესობის, ჩაბმა იგივე პროცესში.

ამ პროცესით ზემოქმედება შესაძლებელია საზოგადოებაზე, როცა ადამიანები იმყოფებიან გაუკვეველ მდგომარეობაში, ვერ ათვითცნობიერებენ თავიანთ მიზნებს, მდგომარეობის მიზეზებს. როცა, პიროვნების დისციპლინის დონე და შემეცნება ძალიან დაბალია. ეს უკვე უსტრუქტურო მართვაა.

ამ მოვლენით, შეიძლება ისარგებლოს გარკვეულმა ჯგუფმა, გარკვეული ანგარებითი მიზნისთვის. მაგალითად, ხმის გავრცელება, რომ რამოდენიმე დღეში გაქრება დახლებიდან რაღაც პროდუქტი. ძალიან მცირე, რაოდენობა ადამინებისა (5%) გაიქცევა და დაიწყებს ყიდვას, საოცარია და ამას ბაძავენ სხვებიც და დახლები ცარიელდება. მცირე ოდენი პროვოკატორებიც საკმარისია, რომ მშვიდი მიტინგი გადაიქცეს მასიურ აურზაურად.

მოვიყვანოთ სოციალური მაგალითი. ეს ყოველივე ნათლად ჩანს, როცა ელოდებიან ხალხის “რჩეულს““საყვარელ ბელადს“. ხალხი მას ხვდება ოვაციებით.  წარმოვიდგინოთ დარბაზში ან სტადიონზე( ამ მოვლენებს ჩვენ  მოვსწრებივართ 🙂 )

თავიდან დარბაზში სიჩუმეა, შემდეგ რამოდენიმე( 100 კაცში 1-2) “ჩანერგილი“, აღფრთოვანებული წამოხტება,  ტაშის კვრით და შეძახილით. ამ პროცესს, აკვირდება გვერდით მსხდომი და უნებურად, ავტომატურად იმეორებს  მოძრაობებს და ეს  გენერირდება, ერთმანეთის მიყოლებით. ამაში, ერთვება მთელი დარბაზი და თავად „ბელადსაც“, უჭირს ჩაქრობა ემოციების, გარკვეული პერიოდი, სანამ არ დაიცლება ხალხი. არადა,  ავტოსინქრონიზაციის პროცესის ჩამშვებს, შეუძლია, არც არაფერი მოიმოქმედოს, იმის მერე, რაც მისმა მეზობლებმა გაიმეორეს ქმედება და დაიწყეს ტაშის დაკვრა.B9s2IXbBQ-Y

ტაში, შეიძლება განიხილო ერთ ინფორმაციის გადამტანად. მაგრამ ავტოსინქრონიზაცია, შეიძლება იყოს აგებული უფრო რთულ ინფორმაციულ-ალგორითმულ მოდულზე. რომელიც იტევს,  გაცილებით მეტ ინფორმაციულ მოცულობას.

საზოგადოებაში, ავტოსინქრონიზაციის პოტენციალი ჰგავს „როიალს ბუჩქებში“, საიდანაც  გაისმის მელოდია — ბირჟის ცვლილებებზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე, სამოქალაქო ომზე. მაგრამ, ჩვენ გვავიწყდება რომ როიალი არ უკრავს თავისით და მითუმეტეს არ ხვდება შემთხვევით ბუჩქებში.

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.