პიროვნების ეკოლოგია

ნლპ-ში (ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება) ეკოლოგიური შემოწმება, წარმოადგენს ტექნიკურ ნაწილს.ekologia_results

ეკოლოგია– ეს არის ერთიანი სისტემის კონცეფცია. ეკოლოგიური შემოწმება– კი არის,  საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ცვლილებები, თუ როგორ იმოქმედებს ის მთლიან სისტემაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში რომ პოზიტიური ცვლილება ერთ სფეროში, არ აჩენს პრობლემას ძირითადში. ბევრი პიროვნების ან თუნდაც, ორგანიზაციის მიმართ შემუშავებული ცვლილებები არ ამართლებს, იმის გამო, რომ ინტერესები  გაწერილია მხოლოდ, ძალიან ვიწრო წრისთვის და სხვა გვერდითი უკუჩვენება არ არის გათვალისწინებული. რაც წარმოშობს ახალი პრობლემას. ეკოლოგიური შემოწმება ჰგავს ახლი წამლის ჩაშვებას და მისი გვერდითი მოვლენების გამოვლენას.

ეკოლოგია შესაძლებელია იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი.

როგორც ზემოთ ვახსენე, ეკოლოგიური შემოწმება წარმოადგენს ნლპ ტექნიკურ ნაწილს. ის იძლევა იმის გარანტიას, რომ ნლპ არ გადაიქცეს მანიპულაციის საშუალებად, რომ თქვენი მოქმედებებით, არ მოუტანთ ზიანს გარშემო მყოფ ადამიანებს. თქვენ, უნდა გადაამოწმოთ ისიც რომ ცვლილებებმა, რომლებსზც ანხორციელებენ სხვები, იყოს ჰარმონიაში, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ურთიერთობებთან. პირადი ეკოლოგიური შემოწმება, მოგცემთ იმის საშვალებას, მანიპულირება კი არ გაუწიოთ საკუთარ  თავს,  არამედ აირჩიოთ,  მოქმედების ისეთი სახე, რომელსაც არ ინანებთ შემდგომ და არ მოუტანს ზიანს სხვებს.

ყველა ჩვენთაგანისთვის არის ცნობილი, რომ ცხოვრება რთულია. ერთი რამის ცვლილება, თავისთავად იწვევს ცვლილებების მთელ კომპლექს. ეს არის როგორც ზვავი, როცა პატარა კენჭს, შეუძლია გახდეს ნამდვილი სტიქიური უბედურება.  აქ შესაძლებელია იგულისხო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. ცხოვრებაში, გარკვეული ცვლილებები ზოგჯერ აღმოჩნდება რადიკალური, სხვებთან შედარებით. ზოგიერთის გამოსწორება ადვილია, ზოგს კი შეუძლიათ ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაზე, რომ წარმოდგენაც გაუჭირდებოდა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.