საწამლავი

110069708_large_3937459_0a0788141988dfc2aa468f9da409b5b0 ეს, ამბავი მოხდა, დიდი ხნის წინ.
ერთ- ერთ შორეულ სოფელში, ცხოვრობდა  უმშვენიერესი გოგო.  ყველაფერი იყო კარგად. ერთ  დღესაც, გოგო გათხოვდა და იყო  ძალიან ბედნიერი.  მაგრამ…ყოველთვის ეს მეგრამ.. გოგონამ,    ვერანაირად ვერ შესძლო, დედამთილთან შეგუება.
დადგა დრო, როცა მისი მოთმინების ფიალა აივსო.  მან მოძებნა  მოხუცი მკურნალი-მაგი, მეზობელ  სოფელში და სთხოვა,  დაემზადებინა მისთვის  საწამლავი რომ საბოლოოდ ბოლო მოეღო  დედამთილის სიბოროტისთვის.
— მეეჭვება, რომ ამის მერე შენ ბედნიერად  გააგრძელებ  ცხოვრებას.- მიუგო მოხუცმა- მაგრამ  რახან არ იშლი, აიღე ეს ნაყენი  და ყოველ დილით,  დედამთილის ფინჯან ჩაიში, ცოტ-ცოტა ჩაამატე.

 

 ამის მერე, შენზე რომ არ აიღონ ეჭვი, შეცვალე შენი ამჟამინდელი დამოკიდებულება მის მიმართ, თავი დაანებე საყვედურებს, იყავი ყურადგებიანი და გულისხმიერი, ყოველთვის შეაქე მეზობლების წინაშე.
გოგონა დაეთანხმა და ყველაფერს ისე ასრულებდა, როგორც მოხუცმა დაარიგა. მისდა გასაკვირად, გახდა ალერსიანი, მარჯვე, კეთილი…. დედამთილი, ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას რძლით.
ოჯახში დაისადგურა სიმშვიდემ.
რამდენიმე ხნის შემდეგ, გოგო ისევ მივიდა მოხუცთან და სთხოვა:
–ბაბუა, მომეცი შხამის საწინააღმდეგო ნაყენი. ცხოვრება ისეთი მშვენიერია, დამეხმარე არ მოკვდეს ჩემი დედამთილი.
–ნუ ნერვიულობ -მიუგო მოხუცმა- მე, შენ მოგეცი სამკურნალი ელექსირი. ის, კარგის მეტს, არაფერს მოუტანდა. საწამლავი იყო არა იმ ბალახების ნაყენში, არამედ შენს მოწამლულ გულში და ეს არის, დიდი ბედნიერება რომ შესძელი მისგან განთავისუფლება.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.