სიღარიბე და სიმდიდრე

simdid ერთხელ, ერთმენეთს შეხვდა სიღარიბე და სიმდიდრე. ჩამოჯდნენ და გააბეს საუბარი. ამ ლაპარაკში მოუვიდათ კამათი. იმდენი ხანი კამათობდნენ ვერ გაიგეს, როგორ გაირბინა დღეებმა, თვეებმა…

ძალა ორივეს ხელიდან ეცლებოდა.

დაინახეს, გზაზე ყოჩაღად მომავალი მოხუცი კაცი და გადაწყვიტეს მისგან მოესმინათ პასუხი.

მიუახლოვდნენ და ჰკითხეს:
– მოხუცო, გადაწყვიტე ჩვენი კამათი. ვინ არის ჩვენს შორის უფრო ლამაზი?


კაცი, ჩავარდა საგონებელში. უთხრას სიღარიბეს ლამაზია, სიმდიდრე გაბრაზდება და დატოვებს. უთხრას სიმდიდრეს ლამაზია, სიღარიბე იყრის ჯავრს. იეშმაკა მოხუცმა და უთხრა:
– გაიარეთ გზაზე აქეთ-იქით, შორიდან დაგაკვირდებით და გეტყვით რომელი უფრო ლამაზი ხართ.

დაიწყეს მოძრაობა. ორივე ცდილობდა წარმოეჩინა თავი და მოსწონებოდა მოხუცს. ცოტა ხანი იარეს ასე და ბოლოს მიუახლოვდნენ მოხუცს.
-აბა, რას იტყვი?
-რას ვიტყვი და… სიღარიბევ – გასაოცრად ლამაზი ხარ როცა გატრიალდები და მიდიხარ. ზურგიდან შენს ყურებას არაფერი სჯობია. შენ კი სიმდიდრევ, მომაჯადოვებელად გამოიყურები, როცა სახით  შემოტრიალდები და შესახვედრად მოდიხარ.

აი, ასე დაუსვა წერტილი მოხუცმა კამათს. რა დორსაც ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.