რას აკეთებს NLP

pazl_nlpნლპ(ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირება) –ეს არის თვითგანვითარება, პიროვნების ცვლილებები.

თავდაპირველ ეტაპზე, ნლპ-ს იყენებთ იმისთვის რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე,  გახდეთ ისეთი, როგორიც გინდათ ან როგორიც, შესაძლებელია რომ გახდეთ. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად დაეხმაროთ გარშემომყოფებსაც.

ადამიანის, რომელიც ხშირად დაფრინავს თვითმფრინავით შეუმჩნევია – ყოველთვის, ფრენის დაწყებისას, როცა მგზავრები იკავებენ თავიანთ ადგილს და ემზადებიან ღვედის შესაკვრელად, ეკიპაჟი იღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ცხოვრებაზე და აწვდის მათ ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების შესახებ. ადვილი შესამჩნევია, ამ დროს, ვისაც უწევს ხშირი ფრენა, ის ათვალიერებს ჟურნალს და გაზეთს, რადგან მათ არა ერთხელ აქვთ მოსმენილი წესები და იციან თითქმის ზეპირად. მე მახსენდება ერთი ადგილი ამ უსაფრთხოების წესებიდან, რომელიც დაახლოებით ჟღერს შემდეგნაირად: „თუ სალონში ეცემა წნევა, ზემოდან ავტომატურად ვარდება ჟანგბადის ნიღაბი და სანამ ვინმეს გაუწევთ დახმარებას,  აუცილებელია  თავად მიიდოთ სახეზე“. რატომ? თუ თქვენ არ გამოიყენებთ ნიღაბს, დაკარგავთ გონებას. ეს კი ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ ვერც თქვენ და ვერც სხვას.

თვითგანვითარებც იგივეა. რაც მეტს გაიგებთ საკუთარ თავზე, იმდენად გაგიადვილდებათ სხვების დახმარება. ნლპ არ ასწავლის თქვენი ინტერესების მაღლა, სხვის ინტერესების დაყენებას.

თავდაპირველად, ჟანგბადის ნიღაბი მოირგეთ თავად!

საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიაღწევ რა ცვლილებებს, აღმიაჩენ და განავითარებ საკუთარ შესაძლებლობებს, თქვენ უნდა გახდეთ კონგრუენტულნი.

კონგრუენტულობა — თანხვედრა ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციებს შორის. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენი მიზნები, შეხედულებები და ფასეულობები, ემთხვევა თქვენს სიტყვებს და ქმედებებს. ის ვლინდება იმ დროს, როცა, ხდება თქვენი სიტყვების რეალიზაცია ქმედებებში.

ნლპ-ს  შემთხვევაში კი, აუცილებელია განეწყოთ წარმატებისთვის და დაიჯეროთ საკუთარი ძალების.

კონგრუენტობა ნიშნავს, პირველი, მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება ცვლილებებზე და არ გაუწიოთ დივერსირება თქვენს ინტერესებს.

მეორეც, თქვენ უნდა დაამყაროთ ურთიერთგაგება, ანუ იმუშაოთ ნდობის მოსაპოვებლად და ურთიერთ ყურადღების მისაპყრობად.

მესამეც, თქვენ უნდა განსაზღვროთ, რისი მიღწევა გსურთ ამ სახის ცვლილებებით.

ამის მერე შეგიძლიათ აამოქმედოთ ერთ-ერთი მეთოდთაგანი, რომელსაც შემოგთავაზეთ ნლპ ან შაბლონების კომბინაცია, რათა მიაღწიო მიზანს, ცხოვრებაში ცვლილებების გზით.

რაც მთავარია თქვენი მიზანი უნდა იყოს „ეკოლოგიურად უსაფრთხო“(იხილეთ- პიროვნების ეკოლოგია).

მიზანი, ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს თქვენს გარემოცვას ამ სამყაროში.  ის არ უნდა წარმოადგენდეს არანაირ საფრთხეს და არ უნდა იყოს უბედურების მომტანი როგორც თქვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გყავთ ირგვლივ.

და ბოლოს, ყოველივე ზემოთხსენებულის მერე, „შემდეგი ნაბიჯია“ — თქვენს გონებაში უნდა გაიაროთ, სასურველი ცვლილებების და არჩეული სტრატრგიის მრავალი რეპეტიცია. ეს ყოველივე, ხელს შეგიწყოფთ, პოზიციის გაძლიერებაში და დამახსოვრებაში. რათა, როცა დადგება დრო, გამოიყენოთ რეალობაში.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.