ყველაფერი შენს ხელშია!!!

bab ერთ სოფელში ცხოვრობდა ბრძენი.

ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან თავიანთი პრობლემებით. მისგან კი ყველა კმაყოფილი  მიდოდა.  ბრძენი უყვარდათ  და აფასებდნენ.
მხოლოდ ერთი ადამიანს შურდა მისი და ამბობდა:„როგორ შეიძლება ვინმე გააკერპოთ, ხალხო ვის ეთაყვანებით? ის ხომ ნადვილი თაღლითია“.
ერთხელ, გადაწყვიტა მოხუცი ბრძენისთვის გამოცდა მოეწყო. შეკრიბა ხალხი და გამოუცხადა:„დღეს დაგიმტკიცებთ, რომ  მართალი  ვარ. წამომყევით თქვენ მატყუარა ბრძენთან. მე გაჩვენებთ რომ ის თაღლითია.  ზურგს უკან, ხელებში დავმალავ პეპელას. ვნახოთ თუ მიხვდება?

თუ გამოიცნო, მაშინ შევეკითხები: ცოცხალია  თუ მკვდარი? თუ მითხრა – ცოცხალიაო, პეპელას ხელშივე დავსრისავ. თუ მითხრა, მკვდარიაო – გავანთავისუფლებ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი საყვარელი ბრძენი აღმოჩნდება სულელურ მდგომარეობაში“.

ხალხი გაჰყვა. მიუახლოვდნენ სახლს.
ბრძენი გამოვიდა ხალხთან შესახვედრად და ამ დროს, შურიანმა დასვა თავისი კითხვა:
– რა მაქვს ხელში?
– პეპელა – მიუგო ბრძენმა.
– ცოცხალია თუ მკვდარი?
მოხუცს წვერებში ჩაეღიმა და მშვიდად უპასუხა:
– ყველაფერი შენს ხელშია, ადამიანო!!!!!

One thought on “ყველაფერი შენს ხელშია!!!

  1. ასეა ნამდვილად, ქრისყტე :„კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს..”…ასე რომ ყველაფერი შენს ხელშია ადამიანო!!!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.