შიში

krik გამარჯობათ!

ვისაუბროთ  შიშზე. რა არის შიში? სად არის მისი საწყისი? როგორ დავძლიოთ?ცოტა არ იყოს დიდი თემაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალობო  შეხედულებები და აზრები.

შიში-ეს ბუნებრივი რეაქციაა, ინსტიქტია, რომელიც  განკუთვნილია თავდასაცავად. ეს არის ცნობიერის მდგომარეობა და მეტი არაფერი!

შიში შეიძლება განიხილო, როგორც გააზრებულ ასევე გაუაზრებელ ფორმატში.

გათვითცნობიერებული, გააზრებული შიში ნორმალურია. მაგალითად: შუქნიშანის წითელ ფერზე გადასვლა, მდუღარეში ხელის ჩადება… როცა, საქმე ეხება  გაუთვითცნობიერებელ, გაუაზრებელ შიშს როგორიცაა-სიმაღლის, წყლის, სიბნელის და ა.შ მაშინ ჩვენთან მოდის ფორიაქი, ამის შედეგად კი, წარმოსახვა იწყებს ამოქმედებას.

მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ შიშზე – ის არის, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შიში არარეალურია. ჩვენ მას დავრთეთ უფლება შემოსულიყო გონებაში ან გამოვიწვიეთ ის, ჩვენს წარმოსახვაში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.

თუ შიში წარმოსახვითია, სად იღებს ის სათავეს?

ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს აქვს ორი თავდაპირველი შიში. ეს არის-ხმამაღალი ბგერების  და დაცემის. ჩვენ კი რას ვშვრებით ამ დროს? გავიხსენოთ, როგორ ვაშინებთ ბავშვს. თავზე წამოფარებული ტილოთი გავქანდებით,  პატარასთან მისვლისას მოვიძრობთ და  შევძახებთ „უუუ“. რა მოსდის პატარას? „გული აღარ აქვს საგულეში“, თვალები გახელილი აქვს ფართოდ. ამ დროს კი, „დიდი სახე“  უცინის მას. ამის მერე პატარა თავად ეჩვევა და  იწყებს ჩვენს თამაშს. მოსახდენი უკვე მოხდა. მან საწყის ეტაპზე განიცადა შიში, მაგრამ ბავშვს ასწავლიან რომ არ შეიძლება შიშის ჩვენება.

 არა აქვს მნიშვნელობა, დაგეგმილი თუ შემთხვევითი იყო ემოცია. ყველა ნეგატიური ემოცია, ვარდება ქვეცნობიერში და იქ ინახება.

როგორ ფიქრობთ, რა ემართება ბავშვს, როცა ჰაერში, მაღლა ააგდებენ ან ხელში ატრიალებენ? წარმოიდგინეთ! ბავშვი „კრავს“  სუნთქვას… ღია პირი… ფართოდ გახელილი თვალები… და ამ დროს, იგივე სახე და იგივე სიცილი. ბავშვს ასწავლიან სადღაც შორს, ქვეცნობიერის სიღრმეში „ჩატენოს“ ეს სტრესი, საიდანაც შემდგომში შიში გვევლიანება, როგორც – სიმაღლის, ფრენის ან რომელიმე ფობიის სახით.fobi

იგივე შეიძლება ითქვას, სიბნელის შიშთან დაკავშრებითაც. სიბნელის დროს, თქვენი ტვინი ხატავს საშინელ სურათებს. სინამდვილეში, რაც ჩვენ გვაშინებს, არის ჩვენი მოგონილი წარმოდგენები, რომლებიც აღმოცენდა წარსულ შემთხვევებზე .

საშიში აზრები ქვეცნობიერში სახლდებიან სხვადასხვა გზებით. ეს შეიძლება იყოს, მშობლების ზეგავლენა. ისინი იყენებენ შიშს, როგორც ინსტრუმენტს დისციპლინისთვის. ყველას გავხსოვს „გუდის კაცი“ 🙂 ან ვინმე პერსონაჟი… სწორედ ასე, გააზრებულად თუ უცოდინრობის გამო, იქმნება პატარა- პატარა „უცოდველი“ შიშები, რომლებიც მერე იქცევა დიდ პრობლემად.

ასევე შიშებს აყალიბებს ბავშვობაში განცდილი სტრესები, საშინელებათა ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, წიგნები- რომლებიც დახუნძლულია გამოგონილი საშინელებათა პერსონაჟებით და სიუჟეთებით…

აბსოლუტურად, არა არქვს მნიშვნელობა, წარმოადგენს შიში მოგონოლს თუ გამოცდილებას. ქვეცნობიერი არ ამოწმებს მიღებული ინფორმაციის წყაროს. ვიცით, რომ ის არის ჩვენში.

შიში დამანგრეველია. დაიმახსოვრეთ:

შიში აღმოცენდება გადაუწყვეტელობის ნიადაგზე, გადაუწყვეტლობა კრისტალიზირდება ეჭვებში, ხოლო მათი აღრევის შედეგად  ვიღებთ შიშს.

ის წამოადგებს საფრთხეს რადგან, ზოგჯერ ღვივდება და ვითარდება ისე რომ არც ვუწყით მისი არსებობა.

როდესაც გვეუბნებიან „გული გამისკდა, ისე შემაშინე“-ეს ფრაზა სიმართლის მატარებელია. რადგან შიშს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის პარალიზება და მეტიც..  მოვიყვან ისტორიას ადამიანზე, რომელიც შემთხვევით ჩაკეტეს ვაგონში.

„რკინიგზაზე სამუშაო დღე სრულდებოდა და მომსახურე პერსონალი ემზადებოდა სახლში წასასვლელად. ამ დროს, თითქმის ცარიელ ვაგონ-რეფრეჟერატირში(მაცივარი) ერთ-ერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ჩაკეტილი. იცოდა რომ დილამდე ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. ის მოიცვა პანიკამ. დაიწყო ყვირილი- ხმის ჩახლეჩვამდე, ხელების ბრაგუნი- სისხლის დენამდე. არანაირი საშველი არ ჩანდა.  იფიქრა რომ დილამდე მოკვდებოდა.  სადღაც იპოვა ბასრი ლითონი და იატაკზე დაიწყო ფხაჭნა- “აქ ცივა, ხელები მიშეშდება, ძილი მერევა… ალბათ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია“. დილით როცა თანამშრომლებმა კარი გახსნეს, აღმიაჩინეს გარდაცვლილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გვამს ჰქონდა გადაციების ყველა მაჩვენებელი. ამ დროს, მაცივრში ტემპერატურა იყო  ცამეტი გრადუსი სითბო.“

თუ უმრავლესობა შიშებისა არის წარმოსახვითი, ხოლო თავად შიში დამანგრეველია, მაშინ რა არის გამოასავალი?

მე ჩემის მხრიდან გთავაზობთ დავსძლიოთ შიში. როგორ? ალბათ გაგიგიათ: ყველაზე გავრცელებული ხერხი შიშის დაძლევის – ეს არის მოქმედება. მე მჯერა და ვიყენებ კიდევაც ცხოვრებაში. მაგრამ მხოლოდ ქმედგება, არ კურნავს ყველა ჩვენს შიშს. მათი უმრავლესობა დამარხულია, ღრმად ქვეცნობიერში და ქმედება ვერანაირად შეეხება მას. ამიტომ საჭიროა მოიძებნოს ამ დონეზე მოქმედების გზები, რასაც აკეთებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.strakhi

ჩვენ კი ის შეგვიძლია, რომ ქვეცნობიერის დონეზე არსებულ შიშებზე, რომლებიც იქნა ჩაპროგრამებული მთელი ცხოვრების მანძილზე, მოვასუსტით  ზემოქმედება.

შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:

„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ  გააღო… და კარში არავინ დახვდა“

მადლობთ, რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან. 🙂

                                                                მადლიერებით, თამარ კვარაცხელია!

 

 

26 thoughts on “შიში

  1. ძალიან ძლიერია! 🙂

    შიშმა გამოათაყვანა კაცობრიობა! ადამიანები მთელი ცხოვრება მიწაზე დავხოხავთ, იმიტომ რომ დაცემის შიშით ვერ ვბედავთ ზეზე წამოდგომას და ნორმალურად გავლას… აფრენაზე რომ არაფერი ვთქვათ…

    1. ხვიჩა, პირველი ადამიანი ხართ ვინც დამიკომენტარა, მადლიერეი ვარ ასეთი შეფასებისთვის. ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

    2. xo da gvaswavlet rogor vimushaot qvecnobierze. rusebi chvenze win arian am saqmeshi. uamravi seminarebi devs youtubze. qartuli naklebi da mwiri shinaarsis. metic zgapars gavs mati leqciebi. psiqologia astroligia da xiromantia yzustesi mecnierebaa da saqrtvrloshi mxolod mkit av eqstrasensebi ploben jerjerobit..

      1. გეთანხმებით. ჰო და, შეავსეთ ლალი ეს სიცარიე ან ისწავლეთ რუსებისგან. არსად, არც რუსებთან და არც ინგლისურენოვან სივრცეში არ დევს ბოლომდე ინფორმაცია, მარტივი მიზეზის გამო: ქვეცნობიერთან მუშაობა ინდივიდუალურია და სტანდარტებში არ ჯდება, ყველასთვის ერთი „რეცეპტი“ არ არსებობს. რაც მუშაობს ერთისთთვის არ მუშაობს მეორისთვის. უნდა ადამიანს ზოგადი ინფორმაცია, იღდებს ზოგადს. არ არის მზად სასურველის მისაღებად გაიღოს, სამაგიეროდაც ვერ იღებს. ეს სამყაროს კანონია. რამდენსაც გაიღებს, იმდენი შემოვა… ყველაფერს თავისი ფასი აქვს და მათ შორის ინდივიდუალურ, ფასეულ ინფორმაციასაც და მუშაობასაც. წარმატებები! მე პირადად, 17 წელი, ათობით სემინარი და ტრენინგი და 20 000 $-მდე მიზის ეს სწავლებები. და ჯერ, სად არის… ეს ყველაფერი არ არის…
        წარმატებები ლალი!

  2. რაც თავი მახსოვს ყველანაირი ფრინველის მეშინია, პატარა წიწილისაც კი, ვერაფრით ვერ ვძლევ ამ შიშს და არმოვაჩინე რომ მარტო მე არ ვარ ასე…

    1. ნინა, მადლობა გამოხმაურებისთვის. შენი შიში არაბუნებრივ შიშთა როცხვს ეკუღვნის. ამის შესახებ თემაში ვწერ. შიშის მიზეზი თუ არ გახსენდება დიდობაში, მაშინ ეტყობა ბავშვობაში გაქვს რაღაც განცდილი ფრინველებთან მიმართებაში, ქვეცნობიერს ახსოვს ყველაფერი და ამიტომაც გეუფლება შიში. შიშის მოხსნა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით და ამას აკეთებენ სპეციალისტები…

  3. ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბოლო ფრაზა. შევეცდები გავიხსენო აქამდე დაუძლეველი რამდენიმე შიშის დროს 🙂

      1. ყველა სტატიას ვეცნობი, ნამდვილად ძალიან საინტერესოა და გვეხმარება !!:**

  4. Rac tavi maxsovs yoveltvis ragacis meshinia, gvelze panikebi memarteba surats rom vxedav an televizorshi tu movkari tvali imazec vpanikiorob, tkvens statiebs rom vkitxulob qalbatono tamar ase mgonia micnobt da chemze dakvirvebit wert am yvelapers, rogor sheidzleba yvela tema ase dzalian mexebodes,😃 shishis dadzleva marto dzlier adamianebs sheudzliat radgan didi guli da mamacoba schirdeba rac yvelas ar akvs, rogorc yoveltvis dzalian saintereso tema iyo da kargad chamoyalibebuli gmadlobt♥️

  5. დიდი მადლობა, სამწუხაროდ არ ჩანს თქვენი სახელი.
    შიში აუცილებელია თვდაცვისთვის და გადარჩენისთვის, როცა ის ჯანსაღად არსებობს ადამიანში. ამაზე თემაში ვსაუბრობ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გვაქვს გამოგონილი შიშები და გვაწყობს ისინი, რომ ვიღაცამ შეგვიცოდოს, ან ჩვენზე რაღაც ილუზორულ შეხედულებებს ვუქმნით.
    თავდაპირველად ჩვენ ვეთამაშებით შიშს და ასე თამაშ თამაშში, ის, სერიოზულად იკიდებს ჩვენს ცხოვრებაში, საპატიო ადგილს.
    გამოსავალი?
    უბრალოდ სურვილი განთავისუფლდე ილუზიებისგან. იყომ მზად რეალობის მისაღებად.
    საჭიროა დავუსვათ თავს კითხვა(რამდენად განაღიზიანებლად არ უნდა ჟღერდეს ის):
    რაში მაწყობს კონკრეტული შიშის არსებობა?
    ჩამოწერეთ რამოდენიმე ვარიანტები, რაც თავში მოგივათ და შიშისგან განთავისუფლების ნახევარზე მეტი გზა გავლილია.

    რაღაც ბევრი გამომდის წერა. თემას ემსგავსა. მომიტევეთ, მიჭირს გაჩერება, როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

    მადლიერებას გამოვხატავ თქვენ კომენტარზე.
    გამახარეთ…
    სიკეთით და სიხარულით გევლოთ!! ❤

  6. გამარჯობათ ქალბატონო თამარ პირველ რიგში მადლობა ამ სტატიისთვის ცოტათი დამეხმარა! მაგრამ საერთო სურათი ცემს შემთხვევაში რატომღაც მგონია , რომ რთულია(ალბათ ეს უკვე შიშის ბრალია 😀 )
    მაქვს სიბნელის შიში რომელიც ვგრძნობ რომ სულ უფრო და უფრო მიზიანებს ნერვებს თან ისე რომ ემოციას ვერ გამოვხატავ და საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი. საფუძველი კი ერთი კონკრეტული მოვლენა იყო კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ მაგრამ ის ჩამრჩა გონებაში საკმაოდ ღრმად. მას შემდეგ კი ეს შიში ცემს გონებაში ქმნის ფილმს რომელიც იმდენად საშიში და წარმოსახვითია რომ ჰოლივუდის ფილმებს არ ცამოუვარდება! რას მირჩევთ? გასაგებია ასაკი არ განსაზღვრავს კონკრეტულ შიშთან დამოკიდებულებას მაგრამ 19 წლის ვარ და ღამით რომ ურჩხული არ შემჭამს ვიცი, სამაგიეროდ ამის გაგება არ უნდა ჩემს რომელიღაცა ტვინის უბანს 😦 ! მაგ. გუშინ გამიტ უცებ გამომეღვიძა და ჭერზე რაღაც დავინახე დღეს უკვე აღარ მძინავს ნახეთ რომელ საათზე დავტოვე კომენტარი! ფსიქოლოგის დახმარება საჭიროა ხომ!?

  7. ლევან, კარგია რომ აღიარებთ. არსებობს, მარტივად გადაჭრა ეს საკითხი და არსებობს, საფუძვლიანად, კომპლექსურად ფსიქოლოგთან ერთად, მიუდეგე. შენ რომელს აირჩევ, გააჩნია. პირველის შემთხვევაში, საკუთარ თავზე მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება და შიშში გარკვევა დამოუკიდებლად ან ქოუჩთან ერთად. მაგრამ თუ თვლით, რომ ეს უკვე ფობიაა და ძალიან გიშლით ხელს ცხოვრებაში, ისე რომ ვერანაირ საქმეს ვერ აკეთებთ და გაქვთ დეპრესია, მიმართეთ ფსიქოლოგს, ის სიღრმისეულად ჩავა თქვენთან ერთად ამ შიშში და დაგამუშავებინებთ. დანარჩენი დამიკავშირდით და გასაუბრებაში გავარკვევთ და ჩამოვყალიბდებით, შეძლებთ დამოუკიდებლად, ქოუჩთან თუ ფსიქოლოგთან ერთად პრობლების მოგვარებას. წარმატებები ლევან.

    1. მადლობა გამოხამაურებისთვის, უკვე ვმუშაობ საკუთარ თავზე აქტიურად მას შემდეგ რაც ეს სტატია წავიკითხე და მაქვს უკვე გარკვეული შედეგები დიდი მადლობა სტატიისტვის და ზოგადად რომ ეს ბლოგი და თქვენ არსებობთ 😀 ❤

  8. me zogadad simaglis meshinia magram…. erti shishi rac macuxebs shishsac ver davarqmev diskomporti esaris xalxi romelic ar madzlevs cknarad cxovrebis sashualebas:) imis sishi ar maq me ro rame momivides imis shishi maq ro me vinmes rame ar davmarto problema ar shemeqmnas da ojaxi ise ar damrches.. amas shishi qvia tu ra qvia ver mivxvdi.

    1. anu laparaki amq imaze ro xan ikidan gicveven xan akedann kvelanariad cdiloben ro problema shegiqmnan da shena rideb tavs magram mgonia ro ertxel veravarideb da an me damemarteba rame an me davmartev rames…

  9. გამიჭირდება ზოგადად საუბარი, გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია უფასოდ. იქ კონკრეტულად ჩამომიყალიბებთ პრობლემას და რამდენადაც შესაძლებელია ერთ სესიაში,
    გამოვნახავთ მისი გადაჭრის გზებს http://kvaratskhelia.pro

  10. ქალბატონო თამარ, მე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, მოგეხსენებათ,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ამოხსნასა და ამის შემდეგ ნაწარმოების იდეის განსაზღვრას.მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ღირებული მოსწავლისათვის ნაწარმოები.ძალიან საინტერესოდ ახსენით შიშის ფენომენი,რომელსაც გამოვიყენებ,,სამანიშვილის დედინაცვლისა”‘ და ,,რასიომონის კარიბჭის” ახსნისას.
    გმადლობთ.

    1. აზა თქვენ გაიხარეთ, მადლობა კომენტარისთვის ❤ დარწმუნებული ვარ თქვენი მოსწავლეები ამაყობენ თქვენით და თქვენ მათთი მიღწევებით. წარმატებები!!!

  11. გამარჯობა ბავშობაში სადღაც 5 წლის ასაკში 3 სართულიდან გადავიხედე მარტომ და ძალიან დიდი შიში ვიწვნიე იმის გამო რომ თუ აქედან ჩავარდებოდი აუცილებლად მოვკვდებოდი. ამიტომ გამიჩნდა პანიკური შიში იმის რო თუ სიმაღლიდან გადავარდები მაშინ არაფერი მეშველება. ერთი შემთხვევა იყო კიდე კრანის საშუალები 3 სართულამდე ავედი და ვგრძნობდი რომ სადღაც რომელიმე წამს გავითიშებოდი და საშინელ ტკივილს განვიცდიდი თავის არეში უფრო კისერში სული მეხუთებოდა გული ძალიან მიცემდა ისე თითქოს სადაცაა გამისკდებო და ჩავიკეცე მინდოდა ეს დამთავრებულიყო. მშენებარეში ვიყიდე ბინა ეხლა ვცხოვრობ 14 სართულზე შიში ისევ მქონდა ოგონდ კედლები და ფანჯრები ჩასმული არ იყო, სანამ არ დამთავრდა ესე ბინა იქამდე ნანახო არ მქონდა ბალკონიდანაც არ გადამიხედავს. როცა დამთავრდა შევაჩვიე თვალი და ყველაფერი დალაგდა თავის ადგილას. ეხლა მიწევს თვითმფრინავით მგზავროვა და მინდა საკუთარი თავის მომზადება მაგისთვის… ეს იმდენად დეპრესიულია ჩემთვის რომ ძილი საერთოდ არ მაქვს. ჰო კიდე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ როცა ალკოჰოს მივიღებ საერთოდ არ მაქვს შიში სიმაღლის იმიტომ რომ საათობით შემიძლია ვიყურო თუნდაც არანაირი უსაფრთხოების ზომების დაცის გარეშე ,,, ძალიან მომეწონა ეს სტატია და იქნებ მომამზადოთ ფრენისთვის ( ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ისეთი ოთახი რომ არსებობდეს დახურილი კედლები რომ იყო საერთოდ არ იმოქმედებს ჩემზე ანუ ვიფირებ რომ სახლში ვზივარ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.