ყოველ „მინდა“-ს თავისი ფასი აქვს

Lining up colorful gifts.სოფლის ბოლოში იყო ერთი პატარა მაღაზია, რომელსაც დიდი ხანია  წარწერა არ ჰქონდა,  რადგან, ის ოდესღაც ქარბუქმა მოგლიჯა. ახალი  წარწერა, მეპატრონემ აღარ მიაჭედა. სოფელში, ისედაც, თითქმის ყველა  მცხოვრებმა იცოდა – მაღაზიაში სურვილები იყიდებოდა.
მაღაზიის ასორტიმენტი იყო მრავალფერობანი. აქ შეგეძლო გეყიდათ თითქმის ყველაფერი: უზარმაზარი იახტა, სახლი, ოჯახის შექმნა, პრეზიდენტობა, ლამაზი სხეული, გამარჯვება  კონკურსში, მანქანა, ძალაუფლება, წარმატება…. არ იყიდებოდა  მხოლოდ, სიცოცხლე და სიკვდილი- ამით იყო დაკავებული  სათავო ოფისი, რომელიც მდებარეობდა სხვა გალაკაქტიკაში.


მაღაზიაში მომსვლელი (იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ვერც ერთხელ ვერ გადაწყვიტეს შიგნით შესვლა, რომლებიც იჯდნენ სახლში და მხოლოდ უნდოდათ..) პირველ რიგში, იგებდა სანუკვარი სურვილის ფასს.
ფასები იყო სხვადასხვა. მაგალითად: საყვარელი სამუშაო იყო, სტაბილური და პროგნოზირებადი სასახურის ფასი. მოითხოვდა, დამოუკიდებელად დაგეგმვას და საკუთარი ცხოვრების სტრუქტურირებას, საკუთარ ძალებში რწმენას და თავის უფლების მიცემას იმუშაო იქ, სადაც გინდა და არა სადაც „უნდა“.
ძალაუფლება ღირდა ცოტა მეტი: უარი უნდა გეთქვა შენს გარკვეულ შეხედულებებზე, უნდა მოგეძებნა ყველაფრისთვის რაციონალური ახსნა, უნდა შეგძლებოდა უარით გასტუმრება, გცოდნოდა საკუთარი თავის ფასი(ის უნდა ყოფილიყო საკმაოდ მაღალი), ნება მიგეცა თავისთვის გელაპარაკა „მე“თი, თავის გამოჩენა უნდა მოგეხერხებინა, იმის მიუხედავად, აინტერესებთ ეს სხვებს თუ არა.
ზოგიერთი ფასები იყო უცნაური. მაგალითად, ოჯახის შექმნა შეგეძლო მიგეღო პრაქტიკულად უფასოდ, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება ღირდა ძვირი: პერსონალური პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე, სიცოცხლისგან სიამოვნების მიღება, საკუთარი სურვილების ცოდნა, უარის თქმა გარემოცვასთან მსგავსებაზე,  რაც  გაქვს იმის დაფასების უნარი, თავის უფლების მიცემა იყო ბედნიერი, საკუთარი ფასეულობების გააზრება და მნიშვნელობა, უარის თქმა „მსხვერპლის“ ბონუსებზე, რისკი-დაკარგო ზოგიერთი მეგობარი და ნაცნობი.
ყველა ვინც შემოდიოდა მაღაზიაში, არ იყო მზად უცებ ეყიდა სასურველი სურვილი. ზოგიერთები, ფასის დანახვისას სწრაფად ტრიალდებოდნენ და მიდიოდნენ. ზოგიერთები, დიდხანს იდგნენ ჩაფიქრებულნი – საიდან მოეტანათ, სრული ფასი შესაძენად. ზოგიერთი, წუწუნებდა მაღალ ფასზე და ითხოვდა დაკლებას.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იღებდნენ ყველა თავის დანაზოგს და ყიდულობდნენ სანუკვარ სურვილს, რომელიც ლამაზ, ჭრაჭუნა ქაღალდში იყო შეფუთული. ამ ბედნიერ ადამიანებს, შურით უყურებდა სხვა მყიდველები, რომლებიც ზურგს უკან ჩურჩულებდნენ, რომ მათ გაუმართლათ, რადგან მაღაზიის მეპატრონე ნაცნობია და სანუკვარი ოცნება მათ არაფერი დაუჯდათ.
მაღაზიის მეპატრონეს, ხშირად სთავაზობდნენ დაეწია ფასები, რათა მეტი მყიდველი ჰყოლოდა. მაგრამ, ის თვლიდა რომ ამით, სურვილთა ხარისხი გაუფასურდებოდა.
როცა მეპატრონეს ეკითხებოდნენ – ეშინი თუ არა მას გაკოტრების? თავის ქნევით პასუხობდა: ყველა დროში მოიძებნებიან მამაცები, რომლებიც იქნებიან მზად გარისკონ რათა შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, უარი თქვან პროგნოზირებად და ჩვეულებრივ სამსახურზე, რომლებსაც შესწევთ ძალა ირწმუნონ საკუთარი თავის, შინაგანი ძალების და იპოვიან შესაძლებლობებს იმისთვის რომ გადაიხადონ.
მაღაზიის შესასვლელთან  უკვე რამდენიმე ასეული წლის მანძილზე ეკიდა წარწერა:„თუ შენი სურვილი ჯერ არ ასრულდა – ის, არ არის სრულად გადახდილი“

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.