ვიცი- შემიძლია… მაგრამ არ მჯერა..(იგავი)

silenceერთხელ, ერთი ახალაგაზრდა კაცი, ჩვეულებრივზე ადრე, ბრუნდებოდა სამსახურიდან. მისი სახლი მდებარეობდა მდინარის მეორე ნაპირზე. ძალიან ჩქარობდა , რადგან უნდა მიესწრო ორთქმავალისთვის, რომელიც რამდენიმე საათში ერთხელ დადიოდა. კაცი სახლში, ადრე იშვიათად ბრუნდებოდა.  ფიქრობდა – თუ როგორ გაუმართლა და როგორ გაუხარდებოდა მისი დანახვა ცოლს.

სამწუხარიდ, მას არ ეყო ხუთი წუთი რომ მიესწრო ორთქმავალისთვის. დაღონდა და იქვე,  მდინარის ნაპირას თავჩაქინდრული ჩამოჯდა, შემდეგი ორთქმავლის მოლოდინში, რომელიც რამოდენიმე საათში მოადგებოდა ნაპირს. ამ დროს, მიუახლოვდა ბრძენი და უთხრა:

– რას დაღონებულხარ, უბრალოდ ადექი და წადი!

– სად, წინ ხომ მდინარეა?- გაიკვირვა კაცმა.

– ესე იგი, წყალზე გაივლი!

– ეს როგორ? მე არ შემიძლია, არ ვიცი!

– უკვე იცი! – ისეთი დამაჯერებლი ხმით უპასუხა ბრძენმა, რომ კაცს ეჭვიც არ შეპარვია თავის შესაძლებლობებში, თანაც ძალიან, ძალიან ეჩქარებოდა და უნდოდა სახლში მისვლა.

ფეხზე წამოხტა… მიუახლოვდა წყალს… გადაგა ნაბიჯი… მეორე… გაიარა… ის ნამდვილად დადიოდა წყლის ზედაპირზე!!!

როცა სახლში მისულმა, ცოლს უამბო  თავისი თავგადასავალი, ცოლმა უთხრა:

– რა კარგია! დღეს გაგიცვნია სრულიად უჩვეულო ადამიანი. რატომ არ დაპატიჟე ჩვენთან სახლში?

-მართალი ხარ! – უპასუხა და გაბრუნდა ბრძენის წამოსაყვანად.

მან იპოვა მოხუცი წყლის ნაპირთან იქ, სადაც დატოვა.

– ცოლი და მე ვიქნებოდით მოხარულნი თუ დაგვდებთ პატივს და გვესტუმრებით!- მიმართა

– მე არ შემიძლია – უპასუხა ბრძენმა –  ორთქმავალი რამდენიმე საათში მოვა.l9x6b0Yl1Rw1-300x225

– რად გვჭირდება ორთქლმავალი, თქვენ ხომ შეგიძლიათ გაიაროთ წყლის ზედაპირზე?

– და მაინც, მე დაველოდები ორთქლმავას. როგორ არა, ვიცი რომ შემიძლია წყალზე გავლა, მაგრამ მე ამისი არ მჯერა!

 

 

 

 

2 thoughts on “ვიცი- შემიძლია… მაგრამ არ მჯერა..(იგავი)

  1. ეს უკვე ვერ გავიგე, თუ თვითონ ასწავლა წყალზე როგორ უნდა გაიაროს რწმენით, ორთქმავალს რატომ დაელოდა?

  2. რწმენა შთააგონა სხვას ,რომელმაც ირწმუნა და კიდეც გაიარა წყალზე.თავად არ სჯეროდა და არ სწამდა სათანადოდ, რამაც მიახვედრა რომ ის წყალზე ვერ გაივლიდა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.