თქვენი პიროვნული ზრდა

HItrkd-061Uთითოეული ადამიანი, ამ სამყაროს  ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს, გაიზარდოს, მიაღწიოს დასხულს და თუ ის წყვეტს ამ ცილკლს მისი აზრები, შეხედულებები და ქმედებები იწყებს გაყინვას და მიდის უკუპროცესი ანუ დეგრადირდება. თუმცა, დღეს უამრავი მასობრივი საინფორმაციო გადაცემები არ იძლევა იმის საშვალებას რომ მოდუნდე, მაგრამ ამ ყოველივეს პიროვნულ ზრდასთან არანაირი შეხება არ ააქვს. 😦

მოკლედ ვიტყვი: თუ როგორ ვმეტყველებთ, როგორ ვაზროვნებთ, როგორ ვიქცევით – შედეგია იმ ინფორმაციისა, რასაც უფლებას ვაძლევთ შემოვიდეს ჩვენში გარედან და ნუ გაგვიკვირდება, თუ რამეთი უკმაყოფილო ვართ, ჩვენი ცხოვრების რომელიმე სფეროებში.  ვგულისხმობ ცხოვრების ექვსს ძირითად სფეროს, როგორიცაა: სულიერი, ოჯახი, ფიზიკური, საქმიანი, საზოგიგოებრივი, მენტალური…. ამ ცხოვრებისეულ სფეროებს შორის, უნდა იყოს დაცული ბალანსი, მხოლოდ მაშინ არის შესაძლბელი სრულყოფილი ცხოვრება. ამ თემას, შემდეგშიც არა ერათხელ მიმოვიხილავ. ეხლა კი, დავუბრუნდები პიოვნულ ზრდას.

პიროვნული ზრდა  შესაძლებებია მენტორის, მოძღვრის, მისაბაძი პიროვნების პოვნით, ტრენინგების, კოუჩ-სესიების, წიგნების… საშუალებით. მათი დახმარებით შეიძლება შეცვალო საკუთარი თავი, აღმოაჩინო და განავითარო საჭირო თვისებები, მოიცილო კომპლექსები და უარყოფითი აზრები, ისწავლო და მართო საკუთარი ემოციები.

„მინდა ვიპოვო საკუთარი თავი“- ხშირად მეუბნებიან.

მე კი ვთვლი – საკუთარ თავის ძიება არა არის საჭირო, შენ უკევ აქ ხარ – შენი უნიკალურობით, განსკუთრებულობით და გენიალურობით. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შეიყვარო ის პიროვნება რომელსაც ეძებ, იყო მადლიერი ყველაფრის რაც გარშემოა და კი არ ეძებო, არამედ შექმნა. დიახ, არ მოგესმათ „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“… პიროვნული ზრდისა და განვითრებისთვის სხვადასხვა გზები არსებობს და ერთ-ერთი არის – პრაქტიკული ფსიქოლოგია (პოპულარული ფსიქოლოგია, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ).
ჩემი მოკრძალებული ბლოგი დაეხმარება მათ ვინც სურს „საკუთარი თვი შექმნას თავიდან“.  მე მაქვს სურვილი გასაგებად ავხსნა, რომ თითოეულ ადამიანში არის გენია, მასში არის უსაზღვრო პოტენციალი და მის გამოვლენას არა აქვს ზღვარი ასაკში, ზღვარი განათლებაში, ზღვარი შესაძლებლობებში… საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მზაობა.tevzi1

შევეცდები, ბლოგით მოგაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა თემებით. მაგ: თუ როგორ გადავლახოთ შიშები წარმატების მისაღწევად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შიში – დიდი წინააღმდეგობაა წარმატების და ბედნიერი ცხოვრების გზაზე.

ბლოგზე ვისუბრებ მიტევებაზე. წყენას საკუთარ თავზე და სხვებზე, აქვს უარყოფითი გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

განვიხილავ, როგორ მივაგნოთ ჩვენს დაფარულ შესაძლელობებს. როგორ დავსახოთ მიზანი და რა არის საჭირო მის განსახორციელებლად.

რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა. პრობლემა, აუცილებელი პირობაა ცხოვრების გასაგრძელებლად. ხომ გაგიგიათ – „რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვაძლერებს“.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიის ტრენინგები,  დაგეხმარებათ გახდეთ, უფრო თავდაჯერებულნი საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. შეძლებთ, განავითაროთ ტალანტი და მისწრაფებები. დაეუფლოთ, ეფექტურ მიდგომებს საკუთარ თავთან და გარემოსთან.

მაშასადამე, რა არის პიროვნული ზრდა?

ეს არის, საკუთარი თავის „შექმნა“ და რეალიზაცია. ეს არის სიარული წინ, შენს წინააღმდეგობებთან შესახვედრად. პიროვნების მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ და თვითგანვითარებისკენ. ეს, ყოველდღიური გამარჯვებაა საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე და სხვადასხვა უარყოფით ემოციებზე.

ეს – შინაგანი ზეიმი და ცხოვრებით ხალისია, გზაა წარმატებისკენ.

რა არის ამისთვის საჭირო?fR_70akZbdU

პირველ რიგში – პასუხისმგებლობა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. იმის გათვითცნობიერება, რომ არ ხართ ბავშვი და საკუთარი ხელებით და  გონებით ქმნით იმ რეალობას, სადაც ხარ.

შემდეგ – შეცვლის სურვილი. შეიცვალო ეს საწვავია, რომელიც გატარებთ ამ, არც თუ მარტივ ცხოვრების გზაზე.

ასევე მნიშვნელოვანია -რწმენა. რწმენა საკუთარ თავში. ის საუკეთესო დამხმარეა  და უფრო მეტიც, უმთავრესია.

რითი დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა?

პირველი, გაარკვიეთ რა გინდათ?

კითხეთ თავს: „რა მინდა?“

მაგალითად: 

განთავისუფლდეთ ნეგატიური წარსულის დესტრუქციული ენერგიებისგან, მოიცილოთ შიში, ფორიაქი ან მოვიცილოთ უარყოფითი აზრები და გავხდეთ პოზიტიურნი ან როგორ ავიმაჭლოთ თვითშეფასება…. შედით საჭირო რუბრიკაში, წაიკითხეთ და გამოიყენეთ. ან მობრძანდით 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი 

გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება. თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობები, ირწმუნეთ და თამამად გადადგით ნაბიჯი. ცურვის სწავლა თუ გინდათ, უნდა შეხვიდეთ წყალში, ირწმუნოთ საკუთარი თავის და იმოქმედოთ. თამამად იარეთ, თქვენი მიზნების ასახდენად.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენთ

თამარ კვარაცხელია!

 

P.S. გაიარეთ რეგისტრაცია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

სრული ინფორმაცია:

 http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

2 thoughts on “თქვენი პიროვნული ზრდა

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.