ენთუზიაზმი

entuzენთუზიაზმი – ეს არის, ერთ-ერთი აუცილებელი  განწყობა საქმეში წარმატების მისაღწვად. სიტყვა ენთუზიაზმი მოდის ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს “შთაგონებას”, „აღფრთოვანებას“.

ყველას შეგვიმჩნევია თამაშში გართული ბავშვები როცა მოირბენენ ჩვენთან და ფართოდ გახელილი თვალებით გვატყობინენენ რაღაცას. ისინი ემოციებით არიან აღსავსენი. ბავშვები ეს პატარა, საყვარელი არსებები არიან, რომლებიც ენთუზიაზმით არიან გადავსებულნი. სამწუხაროდ ისინი  თავიანთ ცხოვრების გზაზე  ხვდებიან ადამიანებს, რომელთაგანაც განუწყვეტლივ ესმით: „ახლავე დაწყნარდი!“, „ნუ ხმაურობ!“, „ილაპარაკე წყნარად!“.  შემდგომ, 17-18 წლის ასაკისთვის, ისინი კარგავენ იმ ენთუზიაზმის გრძნობას, რომელიც მათ ასე უხვად გააჩნდათ.

ენთუზიაზმი- ეს ცხოვრების სტილია.

გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და გაიხსენეთ –  საქმე სადაც წარმატებას მიაღწიეთ და ის ემოციები რასაც აქსოვდით ქმედებებში. თქვენი წარმატება, პირდაპირ პროპორციულია ენთუზიაზმის. ის, ცხოვრებაში მამოძრავებელი ძალაა რომელიც, თქვენში არსებულ ნაპერწკალს გააღვივებს და გადააქცევს მძლავრ ცეცხლად.

მას „არ შემიძლია“ გადაჰყავს „შემიძლიაში“.

ისინი ვინც სტარტს იღებს, მიჰყავს ფინიშამდე.

მას შეუძლია წარუმატებელი  ადამიანი,  გახადოს ჩემპიონი.

განავითარო ენთუზიაზმი, ეს არ არის რთული. თუ, თქვენ ამის სურვილი გექნებათ, საჭიროა იმუშაოთ თქვენს აზრებთან.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: „იმისთვის რომ განიცადო ენთუზიაზმი, იმოქმედე ენთუზიაზმით“.

ენთუზიაზმი რომ შეიგრძნოთ, აუცილებელი არ არის იხტუნაოთ, იცქმუტოთ ან დროშა აფრიალოთ. ეს შინაგანი განწყობაა, რომელიც გამოვლინებას  ჰპოვებს – თქვენს სახეზე, ხმაში და მოძრაობაში. ალბათ, ყველას განგიცდიათ ენერგიის მოზღვავება, როცა ხართ საყვარელი საქმით დაკავებულნი და პირიქით, მარცხდებით – როცა აკეთებთ ისეთ საქმეს რომელიც არ გსიამოვნებთ.

ბოლოს მინდა დავამატო: ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი ცხოვრება გაამდიდრონ, ისეთი დამოკიდებულებით როგორიცაა – ენთუზიზმი და ის გახადონ ცხოვრების სტილად, გამოირჩევიან ქარზმატულობით. მათთან ურთიერთობა არის ადვილი და სასიამოვნო. ისინი ანდამატივით იზიდავენ წარმატებას.  მათზე ამბობენ  -“იღბლიანიაო“ . ყოველთვის, კარგი ამბის მატერებლები არიან და კითხვაზე:„ როგორ ხარ?“ პასუხობენ:„მშვენივრად!“. მათ შეუძლიათ, მოგიყვნენ სასცილო ისტორიები საკუთარ თავზე და გაგამხიარულონ, მაგრამ არასდროს დასცინიან სხვებს.

ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, საჭიროა რამდენიმე პრინციპის შესისხლხორცება და მათ შრის, ერთ-ერთი არის ენთუზიაზმი.

მიეცით მას უფლება, გახდეს თქვენი წამოწყებების ან საქმის განუყოფელი ნაწილი და  დაინახავთ, რომ თქვენი ცხოვრება გახდება უფრო საინტერესო.

 

სიყვარულით და თქვენს წარმატებებში რწმენით, თამარ კვარაცველია!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.