ახალი არაფერია იმაში თუ დავწერ-თქვენი გეგმების და მიზნების განხორციელება დამოკიდებულია მთლიანად თქვენზე. მაშინ რატომ ხდება რომ ადამიანების მეტი ნაწილი, თავს თვლის უიღბლოდ?…
უბრალოდ პროცესში, რასაც ჰქვია- მიზნისკენ სვლა, თქვენ გელოდებათ უამრავი წინააღმდეგობა. წარმატებული ადამიანების საიდუმლო შეუპოვრობაშა, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ ადამიანს არ შესწევს ძალა, არ ყოფნის მოტივაცია გადალახოს დაბრკოლებები და თავის წარუმატებლობას აბრალებს უიღბლობას, ადანაშულებს სხვებს, ეშინია მარცხის, იხევს უკან გადამწყვეტ დროს…
მე, პირადად ვთვლი, რომ რამდენად დიდი მიზანი გაქთ დასახული, იმდენად დიდი და რთულია წინააღმდეგობები. ამ გზით სამყარო გამოწმებს, ნამდვილად გინდა კი ის, რაც დასახეთ? და თუ ასეა, მაშინ უნდა გქონდეს მზაობა გადალახო ნებისმიერი ბარიერები რაც კი შეგხვდება მიზნისკენ სვლის გზაზე.
ეს არის მცირედი ექსკურსი, მიზნისკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობების დაძლევის გზით.
გისურვებთ წარმატებებს!