პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

psihologiya ამ რამდენიმე დღის წინ, ახლობლებთან საუბარისას ჩამოვარდა  პრობლემის, წინააღმდეგობის, მარცხის თემა. იქვე გამოვთქვი ჩემი შეხედულება, რომ არის ფაქტორები, რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენგან დამოულიდებლად ხდება ცხოვრებაში. ჩვენზე რაც არის, ამ დროს, დამოკიდებული ეს არის, თუ რა რეაქცია და გამოხმაურება გვექნება მოვლენის მიმართ. წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი საიდუმლო, მათ მიერ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იმალება და რომ ისინი ნებისმიერ ცხორებისეულ მარცხს, განიხილავენ პოზიტიურ ასპექტში.

ამ დროს, მეგობარი ხმამაღლა, ბრაზიანი ტონით ამბობს: „ეს შენი პოზიტივი არ მუშაობს, მე ვცადე  დადებითად შემეხედა ჩემი პრობლემისთვის და არაფერი გამოვიდა. ეს ყველაფერი სისულელეა!“

ასე ამბობს სკეპტიკოსების უმრავლესობა და არც ჩემი მეგობარია გამონაკისი.

კი, რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს და მისგან გაქცევა გამოსავალი არ არის. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უნარი პრობლემების გადასალახად და დასაძლევად. უფრო მეტიც, ის გვეგზავნება იმისთვის რომ გავძლიერდეთ, დავბრძენდეთ და გავაგრძელოთ შემდგომი წინსვლა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. ასე გველაპარაკება სამყარო, შემოქმედი. ის ამ გზით მიგვანიშნოს- მოვიდა დრო, შენს ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალო! 

როცა თქვენს წინაშე წამოიჭრება პრობლემა, რა ხდება ამ დროს? თქვენ თავს გრძნობთ დაკარგულად, უმწაოდ. ფიქრობთ, რომ თქვენი შემთხვევა უფრო სერიოზულა, ვიდრე სხვისი. ამ დროს, არ შეგწევთ უნარი პრობლემას შეხედოთ როგორც  „ცხოვრებისეულ გამოწვევას“, რადგან ეს თქვენს თავს ხდება.

პრობლემა ყველას აქვს და საერთოდ,  ჩემი აზრით, მთელი  ჩვენი ცხოვრება წარმატებიდან წარმატებამდე გადავსებლია სიძნელეებით. მთავარია, ვინ როგორ რეაგირებს ამაზე.

უმრავლესობა ადამიანებისას მოსწონთ გრძნობა, რომელიც იბადება დეპრესიის დროს, რადგან ამ დროს ისინი  ებრალებათ, ეცოდებათ. (არსებობს ცნობიერი 3 დონე)  ადამიანებს მოსწონთ მსხვერპლოს როლშო ყოფნა, რადგანაც ისინი ამით იქცევენ ყურადღებას და ამართლებენ თავიანთ უსუსურობას. ასეთ ტალახში ფორთხიალს  არ მოაქვს ბედნიერება, სულის სიმშვიდე და შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტა.066fab1ea288b9492074b51f37816e88

საუკეთესო მიდგომაა- შეინარჩუნო კონტროლი ნებისმიერ გარემოებებში. ნუ წუწუნებთ თქვენს პრობლემებზე, იმ იმედით რომ ვინმე შეგიბრალებთ. ისწავლეთეთ კარგის პოვნა, ნებისმიერ სიტუაციაში.

“ცხოვრებისეული გამოწვევა“ უნდა მივიღოთ, როგორც სამყაროს საჩუქარი, რომელიც ჩვენდა სასიკეთოდ არის გამოგზავნილი და რომელიც, საშუალებას მოგვცემს შევიცვალოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი პიროვნული ზრდა.

რამდენიმე საჭირო ნაბიჯი პრობლემის გადასჭრელად, და მსხვერპლის როლიდან გამოსასვლელად:

  1. აღიარეთ პრობლემის არსებობა
  2. აღწერეთ პრობლემა
  3. დასახეთ გადაჭრის გზები. იფიქრეთ მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე
  4. იმოქმედეთ დასახული მიმართულებით

მოკლედ გავიაროთ ნაბიჯები.

ცხოვრებაში  ჩნდება პრობლემები და ამაში ცუდი არაფერია.  როგორ გადავჭრით მას, თუ არ ვაღიარებთ მის არსებობას? ზოგჯერ ის, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ღირს ყურადღების მიქცევა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესია აღიაროთ ფაქტი.

შეიძლება გეცნობათ. მაგალითად:

  • ქმარი ეკითხება ცოლს-“მოხდა რამე?“.  პასუხად ისმის: “არაფერი“ , თუმცა ხმაში იგრძნობა დაძაბულობა და სიცივე.
  • მოზარდი ბრუნდება სახლში. ის, ჩქარი ნაბიჯებით და კარების ბრახუნით იკეტება თავის ოთახში.  მშობლის კითხვაზე “რა მოხდა?“ პასუხობს- “არაფერი“.

ვერავინ გადაჭრის პრობლემას თუ არ მოხდა მისი აღიარება.

როცა, გადადგით პირველი ნაბიჯი, შემდგომ აღწერეთ რაშია საქმე. გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ხშირად ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე იტანჯება პრობლემით გამოწვეული შეგრძნებებით, იმიტომ რომ ემლალება პრობლემას, არ სურს ჩაუკვირდეს და მოახდინოს მისი ფორმულირება.

შემდეგი ნაბიჯია, იმოქმედოთ მის გადასაჭრელად და მიიღეთ მისგან გაკვეთილი. აქ, ადამიანების უმრავლესობა ხშირად ვარდება ხაფანგში – არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ილაპარაკოთ გადალახულ პრობლემაზე ისევ და ისევ. ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ეძებს არა პრობლემის გადაჭრის გზებს, არამედ ეძებს ადამიანებს, ვისაც შეიძლება გაუთავებლად ელაპარაკოს მათზე. ეს საშიში არჩევანია და დაგიჯდებათ ძვირად. იასაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე და მოერიდეთ განმეორებით განხილვებს.самодисциплина

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ მაქს ველის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ჟღერს ასე: ადამიანი ან გადალახავს პრობლემას ან პრობლემა გადატეხავს მას თავისი სიმძიმით!

აი, დღეს სულ ეს იყო, რაზეც მსურდა დამეწერა. ჩემი მხრიდან გისურვებთ – არ შეგაშინოთ პრობლემებმა, მარცხმა და წრუმარებლობამ. ეს ყველაფერი დროებითია და  ისინი გვევლინება ცხოვრებაში ჩვენს გასაძლიერებლად, გამოსაფხიზლებლად, დასაბრძენებლად.

 

 პატივისცემით და სიყვარულით, თქვენი პერსონალური ქოუჩი თამარ კვარაცხელია

 

 

 

13 thoughts on “პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

  1. მადლობთ, საინტერესო ინფორმაცია იყო მართლა.

  2. Didi madloba eseti kargi da sainteeeso postebisatvis, didad mazlierebs da bevr rames vswalob aqedan.. Kidev ertxrl gixdit madloba :*

    1. მადლობა თქვენ, რომ სტუმრობთ ბლოგს, კითხულობთ, იზიარებთ და დამიტოვეთ კომენტარი. მიხარია, მოკრძალებით , მაგრამ მაინც თუ შემძელი გვერდით დგომა. გისურვებთ წარმატებებს! ❤

  3. ქალბატონო თამარ,დიდი მადლობა,ასე კარგი რომ ხართ.ასე რომ გვეხმარები,გვაძლიერებ და ცჰვნის მხრივ ვცდილობთ უკეთესი გავხდეთ და სული გვიმშვიდდება.უანგარო კეთილი ადამიანი ხართ.მადლობთ რომ არსებობთ.თქვენს პოსტებს კილოგრამობით ვყლაპავ:))როგორი დაგლილიც არ უნდა ვიყო გამის ტორმეტი სააათია თუ ორი ვკითხულობ და ისე ვიძინებ.ჩემს მეგობრებსაც სიამოვნებით ვაცნობ თქვენს პოსტებს ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.