ტრენინგი–როგორ გავიაროთ გზა ჩვენი რეალობიდან ჩვენს ოცნებამდე, წინააღმდეგობების გადალახვით!

 

ura1

რატომ მაინც და მაინც წინააღმდეგობების გადალახვით? მე პირადად გავიარე ეს გზა 19 წლიდან, აგერ უკვე 42 წლამდე და ყოველი დაცემის, მარცხის, წარუმატებლობის შემდეგ საკუთარ თავში ძალების პოვნის, ახლიდან დაწყების და მიზნების განხორციელების. საკუთარი გამოცდილებით ვიცი– როცა გაქვს განსაზღვრული მიზანი, გაქვს სამოქმედო გეგმა, მზად უნდა იყო მოქმედების პროცესში წინააღმდეგობების გადასალახავად. რამდენადაც დიდია მიზანი, ოცნება– მით მეტად დიდი გამოწვევები გელოდება ამ გზაზე.
 რატომ ხდება, რომ ზოგი წარმატებულია, ზოგიც არა?
 რატომ არ არსებობს ზოგისთვის შესაძლებლობების ზღვარი, როცა სხვები                ხედავენ       ყველაფერში წინააღმდეგობებს?
 რა სხვაობაა წარმატებულ და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის?
 როგორ არ მოვხვდეთ შიშის ციკლში?
 როგორ გავარღვიოთ წარუმატებლობის ჯაჭვი და დავაღწიოთ თავი ჩაკეტილ წრეს?
 როგორ დავაღწიოთ თავი წარსულის ტყვეობას?
 როგორ გავზარდოთ გადამწყვეტ მომენტში წარმატების შანსი?
 რა არის ის მცირედი სხვაობა წარმატებულ და წარუმატებელ ადაამიანებს შორის, რომელიც ცვლის ყველაფერს?
ბოლო წლებში არა მარტო ვსვამდი ამ კითხვებს, სერიოზულად ვსწავლობდი წარმატებული ადამიანების ცხოვრების საიდუმლოს, მათ პრინციპებს და თვისებებს. ჯერ ათი წელი ერთ–ერთ ამერიკულ ქსელურ კომპანიაში სემინარებზე სირულით, სადაც სპიკერები იყვნენ საკუთარი ცხოვრების ოსტატები. ვეცნობოდი და ვეცნობი უამრავ ლიტერეტურას პიროვნული განვითარებისა და ზრდის კუთხით. ვესწრებოდი ტრენინგებს ონლაინ და ცოცხლად. ეს ხომ მუდმივი პროცესია.
რატომ ვაკეთებ ამას?
ჩემი გამოცდილება მარცხის, პრობლემის, წარუმატებლობის თუ ტრაგედიის გადალახვაში გაგიზირო, რომ შენ მიიღო და გაითავისო ისინი როგორც ცხოვრებისეული გამოვლინება და მეტიც…
ტრენინგი იქცევა პროცესად, სადაც შეგეცვლებათ დამოკიდებულება და მოგეხსნებათ შიში წინააღმდეგობების მიმართ. აქ განხილული პრინციპები და შემოთავაზებული სტრატეგიები მუშაობს ყველასთვის. თქვენი მოვალეობაა მიიღოთ, მოირგოთ საკუთარ თავზე და აამოქმედოთ.
როგორ ჩაივლის ტრენინგი:

იქნება ერთი დღე 10:05– 18:00 ორი შუალედით(პატარა 30 წთ და დიდი 1 სთ)

 

რა იქნება წარმოდგენილი?
საინტერესო მაგალითები, სავარჯიშოები, ფსიქოლოგიური თამაშები ჯგუფურად და დაწყვილებით… ტრენინგი იქნება საინტერესო და მხიარული.

მე მჯერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიხდინოს ოცნება!!!

წარმატება ყველასთვისაა!

ყველას შეუძლია იაროს თავისი რეალობიდან თავის ოცნებამდე!!!

ტრენინგის ინვესტიცია
99ლარი

შენთვის მხოლოდ

49 ლარად

იმის გამო, რომ ჩვენ ვხვდებით პირველად და იმიტომაც, რომ ხელმისაწვდომი გაგვეხადა ტრენინგი– თითოეული მსურველისთვს.

ყოყმანობთ? შეხედეთ სხვა კუთხიდან:

i.  რას მომცემს?
ii. სხვაგან რაში დავხარჯავ 49 ლარს?
ფეხსაცმელში? რესტორანში?..
მხოლოდ და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია! აირჩიე , რა არის შენთვის უკეთესი: ერთჯერადი ინვესტიცია საკუთარ თავში, საკუთარი შეხედულებების გადაფასება პასუხების პოვნა თუ ამ თანხის დაზოგვა და მუდმივ ერთფეროვნებაში ხარშვა.
რა შედის ტრენინგის ფასში:

წიგნაკი, საწერკალამი. შეუზღუდავი რაოდენობით წყალი და ყავა “ბრეიკი“.

 

დაბრონეთ ადგილი ახლავე!!!

100% ურისკო ნაბიჯი!

თუ თქვენ ტრენინგის ბოლოს ჩათვლით, რომ პროგრამამ ვერ მოგცათ ის, რასაც ელოდით მითხარით ტრენინგის დასრულებისას და თანხა დაგიბრუნდებათ, ზედმეტი კითხვების გარეშე!

მე არ ვიცი რა პრობლემა დგას შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე და არ ვიცი ცხოვრების რომელ სფეროში გაქვთ დროებოთი ჩავარდნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორ დაგეხმარება ტრენინგი მათ გადალახვაში და წარმატების მიღწევაში.
არ მისცეთ შესაძლებლობას აგიაროთ გვერდი!!!

დაგვირეკეთ  593 116007

P.S. ეს იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა, სადაც ჩვენ ერთად ვიმუშავებთ წინააღმდეგობების, წარუმატებლობის გადალახვაზე. გამოვიმუშავებთ ახალ მიდგომებს და გავიაზრებთ განსხვავებებს წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის. თქვენ ტრენინგზე დადებთ პირობას, რომელიც დაგეხმარებათ რეალობიდან ოცნებამდე გასავლელ გზაზე, რათა აღმოჩნდეთ გამარჯვებულთა სიაში.

P.S.S. გახსოვდეთ 100% ურისკო ნაბიჯი!

მოუთმენლად და მთელი გულით ველი შენთან შეხვედრას სიახლეების შესაქმნელად.
პატივისცემით თამარ კვარაცხელია.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.