ცაციები

532ae7aeda100_532ae7aeda13aბევრ მშობელს უჩნდება კითხვა, რატომ დაიბადა ცაცია მისი ბავშვი და რითი განსხვავდებიან ისინი სხვა ბავშვებისგან. მართალია ეს, პრაქტიკული ფსიქოლოგიის თემა არ არის, მაგრამ რადგან კითხვა გამომიგზავნეს ბლოგზე, ნათია ნათია შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი.

ბავშვების ცაციად დაბადება განპირობებულია:  გენეტიკური მიდრეკილება, მოკლედ რომ ვთქვათ მემკვიდროებითობა, არის აგრეთვე, პათოლოგიური მიზეზებიც- ის წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას, როცა დარღვეულია მარცხენა ტვინის ნახევარსფერო და კიდევ ერთი, მარჯვენა ხელის ტრამვის შედეგად.

ნეიროფიზიოლოგიური მონაცემებით, შანსი იმისა რომ თავიდანვე ბავშვი გახდეს ცაცია ან პირიქით არის 50%- 50% ზე. ორი წლისთვის ცაციების რიცხვი კლებულობს. ოთხი წლისთვის – ბავშვის წამყვანი ნახევარსფერო უნდა ჩამოყალიბდეს სრულად და თუ ხუთი წლის ბავშვი, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული – მიმართეთ სპეციალისტს.

ცაციას წამყვანი ტვინის ნახევარ სფერო არის მარჯვენა. შესაბამისად მარჯვენა დომინირებს მარცხენაზე.

მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ნიშნების სისტემებზე, ორიენტაციაზე სივრცეში, კითხვაზე და წერაზე. ამიტომ ცაციაებს შესაძლებელია, შეექმნათ პრობლემები ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით. მაგრამ დღეს, არის უამრავი მეთოდები ამ თემაზე შემუშავებული და გამოიყენება პრაქტიკაში წარმატებით( როგორ სწორად დადოს ფურცელი, როგორ დაიჭიროს კალამი და წეროს….).

ცაციებს ემოციურ სფეროშიც შეიძლება შეექმნათ პრობლემები, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია მშობლებზე და მათ უსაზღვრო სიყვარულზე პატარას მიმართ. თუ მშობელი იწყებს ძალადობას, იმ გაგებით, რომ აიძულებს ბავშვს კოვზის, კალმის და ა. შ.  მარჯვენა ხელით ხმარებას, ბავშვს უქვეითდება თვითშეფასება. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაძალება!  ბავშვს დაუზიანებთ ემოციურ ფონს.

ბავშვის ორგანიზმი ადვილად ეგუება ყველაფერს და თუ, მას თავის დროზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ქონია- ნერვიულობა, შეზღუდვა მეტყველებაში და ა.შ. მაშინ ყველაფერი კარგად არის. ის უბრალოდ იქნება ცაცია.

როგორც ცნობილია ცაციები ძალიან ნიჭიერნი არიან, აქვთ ბევრი სიტყვათა მარაგი, შეუძლიათ ალტერნატიული გზების ადვილად პოვნა პრობლემის დროს. ხშირად ხელოვანი ხალხი და დიდი საზოგადო მოღვაწეები გამოდიან. 1992 წლიდან აშშ ყველა პრეზიდენტი ცაციაა.
illu_article_content

811c68

7975298a21b49766a083f6644ce8cfcd13 აგვისტოს, მსოფლიოში უჩვეულო დღეს აღნიშნავენ და ეს არის- ცაციების საერთასორისო დღე. სტატისტიკურად მოსახლეობის 10% არის ცაცია.

პატივისცემით და სიყვარულით თამარ კვარაცხელია!

One thought on “ცაციები

  1. ცაცია ვარ და მშობლებმა დამაძალეს მარჯვენა ხელით წერა როცა პირველ კლასში ვიყავი, იმიტომ რომ ცაციობის გამო საკონტროლო რვეულში დავალება ვერ დავწერე-გამოსაწერი ასოების გრაფას მარცხენა ხელით წერის დრო, ხელით ვფარავდი, ვერ ვხედავდი და ირიბად ჩავუყები რვეულის ბოლომდე 🙂 მასწავლებელი გავაოცე და მერე დედაჩემს უთხრა. მას შემდეგ დაიწყო ის, რომ მარჯვენა ხელით ვწერდი, მაგრამ დღესაც თუ რაიმეა გასაკეთებელი მარცხენათი მიადვილდება ვიდრე მარჯვნათი. დაძალებამ ჩემს ფსიქოლოგიაზე იმოქმედა თუ არა არ მახსოვს, რადგან იმდენად მქონდა დანაშაულის განცდა მომხდარის გამო, რომ თვითონაც გამიჩნდა სურვილი მარჯვენა ხელით დამეწერა. ეს მძაფრად მახსოვს.სივრცეში ორიენტაციის პრობლემა ზოგადად ნამდვილად მაქვს და ვიზიარებ ამ შეხედულებას. დიდი მადლობა სტატიისთვის, საინტერესოა ძალიან!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.