სად ვიყავი ადრე?

ყოველი დილა განსაკუთრებულია და სიურპრიზებით სავსე!IMG_20141018_071025[1]

სად ვიყავი ადრე? – ვფიქრობ ახლა, ამ გადმოსახედიდან და უმალვე მპასუხობს ჩემი შინაგან ხმა:

– „… არ იყავი მზად ამ ყველაფრისთვის, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო მოვიდა და იცი რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ  შენ ისწავლე მადლიერება, მიტევება, მეტი სიყვარული, ყველაფერში საუკეესოს დანახვა და ცხოვრება აღიქვი როგორც საჩუქარი. შენ მიხვდი, თუ რა ძალა აქვს ქვეცნობიერთან, სამყაროსთან მეგობრობას, ხოლო ამის სანაცვლოდ მოვიდა იმ შესაძლებლობების გააზრება, რომელიც გარშემო უხვადაა!“  ❤

გამიგეთ სწორად, დილით ადგომა ეს სამყაროსთან მიახლოების მცდელობაა, რომელსაც დღის სხვა დროს რთულად თუ ახერხებ.

საიდან დაიწო?

გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე, ჩემი ერთი დღე აღმეწერა, რადგან აგერ უკვე ერთი წელია თითქმის, რაც ვდგები დილით ადრე და გავდივარ გარეთ სარბენად. რამდენჯერ მიფიქრია დამეწერა დღიურის სახით და აღმებეჭდა ფოტოზე ის მოვლენები, უფრო სწორედ საოცრებები, რასც სამყარო მიგზავნის ხოლმე. მაგრამ დღევანდელი დილით შემოვიფარგლები.

დილით ადგომა და სირბილი ჯანმრთელობისთვის რომ კარგია, ეს სხვა საიტებზეც შეიძლება ნახოთ, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ ჩემთვის რას ნიშნავს ეს:

ეს ის დროა როცა ვდგებიIMG_20141018_065452[1]

ეს, ენერგიაა.  როცა სხვა სიბრტყეში გადადიხარ და მთელი დღე ამაღლებული შეგრძნებაა. მეორე დღეც… მესამეც.. და აღმოჩნდა რომ ამ ბოლო დროს სულ სხვა ცხოვრებაა, რომელზეც  ერთი წლის წინ არც კი მიფიქრია. ადამიანები ვემზადებით ვიცხოვროთ მომავალში, მოგვიანებით… და ამ დროს გვავწყდება, რომ ათვლის წერტილი, ამ მომავლისთვის, იმყოფება ახლა და ამ წუთას.

– ეს იდეებია. ულევი, ზღვა იდეები. ეს სამყაროსთან ყოფნაა ახლოს. როცა არ გესმის მანქანის ხმა, დღისთვის დამახასიათებელი დუდუნი და ხარ ჰარმონიაში შემოქმედთან. ამ დროს ის გიგზავნის იდეებს, შენ მხოლოდ აირჩიე და განახორციელე (ჰგავს შვედურ მაგიდას, სადაც უამრავი საჭმელია და შენი ნებაა რას აირჩევ).

გამოსცადეთ და თქვენც მიხვებით, რაზე ვლაპარაკობ.

IMG_20141018_065418

– ცხიმების წვაა და ჯანმრთელობაა.  🙂

          ეს მოედანი სადაც დავრბივარ და სირბილის შედეგი                                                                 

IMG_20141018_080743

 

 

IMG_20141018_081052[1]

–  მადლიერებაა. მადლიერება იმ წუთიდან როგორც კი დილით „პირველად“   ჩაისუნთქავ. გარეთ გახვალ რიჟრაჟზე თუ არა – ულამაზესი შემოდგომის ფერების შემოფეთებაა. იასამნისფერი ცის მოსალმებაა, რომელსაც ვერ მოვითმინე და სურათი გადავუღე… ხშირად არ ვიცი ვირბინო თუ ვუცქირო, ისეთ სილამაზეს მიგზავნის სამყარო. ეს ჩიტების მუსიკალური გზავნილია, რომლებიც  მავთულებზე არეულად შემომჯდარან მუსიკალურ ნოტებად ისე, რომ შეგიძლია წაიღიღინო… ზოგჯერ ისე ახლოს ჩამიფრენენ და დანავარდობენ, მგონია, ჩემთან ერთად ხარობენ ახალი დღის დაწყებით.

 ეს რიჟრაჟია და მზის საოცარი ამოსვლა, რომელიც სიცოცხლით გავსებს. წარმატებული და ნაყოფიერი დღის საწყისია.

ასეთ ცის ფერებს სხვა დროს როდის ნახავთ?

ეს საოცარი მორიგი რიჟრაჟი

 IMG_20141018_071025[1]

რადგან ყოველი დღე საოცარია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ განვლილ დღეთა ნაკრებიც საოცარია.

მადლობა თქვენ რომ წაიკითხეთ და დარჩით ბოლომდე.

სიყვარულით და თქვენში ღრმა რწმენით თამარ კვარაცხელია!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.