თქვენი ენერგეტიკული ველი

siner5

თუ გვსმენიათ ფილმი „საიდუმლოს“(“The Secret”) შესახებ?

მაშინ თქვენ იცით, როგორი უნდა მოახდინოთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნებების რეალიზება. ეს, ფილმშიც კარგად არის გადმოცემული და ნახავთ ალბათ, ვისაც  ჯერ კიდევ არ უნახავს.

რატომ ხდება ისე, რომ წარმატების პრინციპები (რომელიც ასე მარტივად და გასაგებად არის ახსნილი ფილმში) მუშაობს ზოგისთვის და არ მუშაობს უმეტესობისთვის? რაშია საქმე?

აღმოჩნდა რომ ამისთვის საჭიროა იმ ტალღაზე ყოფნა, სადაც განსაკუთრებული ვიბრაციები მუშაობენ.

ყველას გაგვაჩნია ენერგეტიკული ველი, რომლელშიც სხვადასხვა სიხშირის ტალღები ვიბრირებს. არსებობს ვიბრაციების შკალა, რომელიც  კვლევების შედეგად დადგინდა.  შკალა იწყება  მე-20- დონიდან.

ჩვენი ემოციები შეესაბამის ტალღაზე გადის. მაგ:

30 – დანაშაულის გრძნობაsiner

50 – აპათია

100 – შიში

200 – სიმამაცე

500 – სიყვარული

540 – სიხარული

600 – ჰარმონია

700 – 1000 სიწმინდესთან ზიარება

აზრები, ფიქრები და განცდები სწორედ ის მაგნიტია, რომელიც შესაბამის სიხშირეზე მომუშავე შეგძნებებს, აზრებს და ქმედებებს იზიდავს. ჩვენ ვგავართ რადიო მიმღებს, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მიერ შეკვეთილ ტალღებზე.

ენერგეტიკული ველი შეგვიძლია შევადაროთ, მანქანის საჰაერო ფილტრს. რაც უფრო მეტად დაბინძურებულია ფილტრი, მით მეტად ცუდად მუშაობს ძრავი.

ზუსტად ასევეა, ჩვენი ენერგეტიკული ველიც. რაც მეტად „გაჭედილია“ ადამიანი – წყენით, რისხვით, წუხილ-წუწუნით, შურით, განკითხვით, სიძულვილით…. მსგავსი ემოციებით, მით მეტად ქვემოთაა მისი ვიბრაციები.

იმისთვის რომ გადავიდეთ მაღალ ვიბრაციებზე საჭიროა გავუშვათ „მსხვერპლის მდგომარეობა“, შევწყვიტოთ წუწუნი, დადანაშაულება, განკითხვა და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

ამ შკალას აქვს კრიტიკული წერტილები – 200-მდე, 500-მდე და ზემოთ.

როცა, ადამიანის ვიბრაციები არის 200-ის ქვემოთ ის, უმეტესწილად ფიარობს თვითგადარჩენაზე. ძირითადად ასეთი ადამიანები  „იღებენ“ ცხოვრებიდან და სისტემიდან, ვიდრე „გასცემენ“. მათი ზეგავლენა ვრცელდება იმ ენერგეტიკული ველის ადამიანთა ჯგუფზე, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს. ადამიანები დაბალი ვიბრაციებით ხშირად მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან უარყოფითი, ნეგატიურო აზროვნებით.

ადამიანს რომელსაც 200-ზე მეტი ნიშნული აქვს, მოწოდებულნი არიან იზრუნონ არა მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ამიტომ მათი ზეგავლენა, შესაბამის ჯგუფის ადამიანებთან, ატარებს პოზიტიურ ხასიათს. ადამიანები მაღალი ვიბრაციებით არიან ნათელი, ბედნიერი, უანგარო, სუფთა გულით და სულით, მზად არიან გვერდში დგომისთვის. ახასიათებთ – მადლიერება, უსაზღვრო სიყვარული, თანაგრძნობა, მორჩილება… ისინი იზიდავენ მეტად ფაქიზ ენერგიებს და პირდაპირი მნიშვნელობით ასხივებენ. ეს უკანასკნელი ეხება 500 მეტი ნიშნულზე მყოფ ადამიანებს.

თუ ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად ხდება ცუდი მოვლენები, იქნებ ღირს დაფიქრება და კითხვის დასმა: მე ჩემი აზრებით ხომ არ ვიზიდავ ამ ყოველივეს?..

თუ დავიჯერებთ:

ფიქრი რომელიც გვიტრიალებს თავში, დავტვირთავთ ემოციებით – შედეგად ჩნდება ენერგია, რომელიც, თავის მხრივ ჰაერში ვერ ჩამოეკიდება და უნდა ჰპოვოს რეალიზება… მაშინ – როგორ ფიქრობთ ვისი ცხოვრება მიიზიდავს ამ მოვლენებს მაგნიტივით?

ვინც შესაბამისად ფიქრობს!

მოდით, დააკვირდით დიალოგს საკუთარ თავთან, ხომ არ ჰგავს: „მე ვერ შევძლებ“, „არაფერი გამოვა“, „ყველფერში ვინმე გჭირდება“, „უამრავი, თავზე საყრელი პრობლემები მაქვს“ „ცხოვრება ბრძოლაა“… ხომ არ გადაგაქვთ პასუხისმგებლობა სხვაზე – კოლეგაზე, მშობელზე,  მთავრობაზე….

იმედია, გასაგებად გადმოვცემ სათქმელს.

გუშინ ჩემმა ოჯახის წევრმა მთხოვა:siner2

 -გეხვეწები მაგ რაღაცეები, სხვასთან არ იალპარაკოო და არ დაწეროო.

 – რატომ მეთქი?  😉

 – უცნაურობაში ჩაგითვლიანო!

გამეცინა და მივხვდი, თავად მთვლიდა უცნაურად. ახლა კი თემაც კი დავწერე 🙂 🙂 🙂 თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დამეწერა თუ არა???….

დავუბრუნდები საკითხს:

ეს შკალა გვიჩვენებს გზას თუ როგორ უნად განვიცადოთ პროგრესი და ავიდეთ დაბალი ვიბრაციებიდან მაღლისკენ. როგორ მოხდეს ეს?

ამას მოუწოდებს ყველა რელიგია. ამაზეა დაწერილი უამრავი ლიტერატურა.  ამას ემსახურება ჩემი საავტორო ტრენინგები

1. 21 დღიანი ონლაინ მარათონი #ზრდისფაქტორი  http://kvaratskhelia.pro/

2. ტრენინგი წარმატების სპირალი http://spirali.kvaratskhelia.pro/,

3. ამაზეა აწყობილი http://kvaratskhelia.pro/ ქოუჩინგ სესიების სრული კურსი   ….

ფსიქოსამატიკაც ხომ ამას გვეუბნება – ჩვენი დაავადებები განპირობებულია ჩვენი აზრებით, გადატანილი განცდებით და ჩვენი შეხედულებებით ე.ი. დაბალი ვიბრაციებით.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიას რომ დავუბრუნდეთ, არა მარტო ფიზიკური გამოვლინებებია დამოკიდებული ცუდ ვიბრაციებზე, ასევეა წარმატების მიღწევის საკითხიც.

მადლობთ, რომ ბოლომდე დარჩით ჩემთან.

 

სიყვარულით და თქვენ შესაძლებლობებში რწმენით,

პერსონალური ქოუჩი თამარ კვარაცხელია

 

42 thoughts on “თქვენი ენერგეტიკული ველი

  1. ილაპარაკე რამდენიც გინდა და კიდევ მაგდენი, იმღერე, იყვირე, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგონოს.<3

      1. კი მართალია ეს ყველაფერი მარა, როგორ უნდა გავიუმჯბესოთ ეს ვიბრაცია? მე პირადად, როგორი ვიბრაციის მქონედ ვითვლები ? რადგან, სხვისი პრობლემების მოგვარება უკეთ გამომდის ვიდრე საკუთარი-რომელიც სულ დანგრეულია და ძლივას ვაკოწიწებ..იმ ადამიანებისგან უფრო მეტად ვისაც დავხმარებივარ უანგაროდ..ნათესავებს თუ სხვა..

        1. ვაუ, ნია კარგი კითხვა დასვით. 🙂 აქ რამდენიმე ვარიანტია ვიბრაციების ასამაღლებლად, და მხოლოდ იმ შემთხვევაში – თუ კი თვლით, რომ გჭირდებათ:
          1. თავად ეძებოთ ინფორმაციები, დაგუგლოთ მსგავსი კითხვა ან შეიძინოთ არა ერთი ინგლისურენოვანი და ნაკლებად, რუსული წიგნები და თვითგანვითარების გზას დაადგეთ.
          2. ცხოვრება გახდეს თქვენი მასწავლებელი და საკუთარ შეცდომებზე, ცდებზე და გამოცდილებაზე ისწავლოთ.
          3. მომმართოთ, დამირეკოთ როგორც ქოუჩს, გაიაროთ მინიმუმ 3 თვიანი ქოუჩ-სესიები, რითაც, გაიუმჯობესებთ და ბოლოს და ბოლოს დაალაგებთ ცხოვრების ყველა სფეროს, რომელიც ცვლილებებს თავისთავდ გამოიწვევს.
          კიდევ ერთი:
          თუ კი ფიქრობთ – სხვებს ეხმარებით კარგად, გამოიყენეთ იგივე პრინციპი. შეხედეთ თქვენს პრობლემას გვერდიდან და ისე გადაგით შემდეგი ნაბიჯები. მოკლედ, იმედია ამომწურავად გიპასუხეთ.

          მადლობა.
          გისურვებთ წარმატებებს!!!

  2. მე ვფიქრობ, რომ შენ ეს აუცილებლად უნდა დაგეწერა და მადლობა რომ არსებობთ და აკეთებთ იმას, რასაც თქვენ თვლით საჭიროდ რომ უნდა გააკეთოთ… მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყო სიმართლის მარცვალმა გაღვივება 🙂

    1. ნანო დიდი მადლობა, რომ კითხულობთ თემებს. მადლობა კომენტარისთვის. თემები რომელსაც ვწერ და ბლოგის საშუალებით გადმოვცემ ყოველი მათგანი ჩემს შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია და გააზრებული მაქვს. ეს თქვენ მადლობა რომ არსებობთ და იზიარებთ ❤

  3. შემთხვევით აღმოვაჩინე თქვენი გვერდი, მიხარია რომ საქართველოში არიან უკვე თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანები, ვისაც შეუძლიათ სხვების დახმარება და სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ…
    მეც დასახული მაქვს მიზნად ამ გზას დავადგე და ჯერჯერობით მხოლოდ თვითგანვითარებით ვარ შემოფარგლული, მაგრამ იმედი მაქვს მომავლის 🙂

  4. ერთ-ერთი ტელევიზიით გნახეთ, შემდეგ სოციალურ ქსელში მოგძებნეთ და მას მერე ვკითხულობ თქვენს თემებს. ძალიან მომწონს. თუმცა ცხოვრებაში განხორციელება ცოტა რთულია, მაგრამ კითხვის დროს ვხვდები რომ შესაძლებელია. თქვენი თემების კითხვა მამშვიდებს და მადლობა ამისთვის.

    1. ნინო დიდი პატივია, ნამდვილად, ჩემთვის თქვენი კომენტარი. მოხარული ვარ რომ თემებმა ამდენი შესძლეს. სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ. წარმატებები!!!

  5. kidev da kidev madloba tamar ,ra bednieri var agmogachinet sruliat shemtxvevit tqven chemi azrovneba shecvalet,chemi dila tqvenit iwyeba ,axla bednierebit savse molodinit gelodebi da aseve navigators qartul enaze ,mixaria tqveni warmaateba ,miyvarxart,,,nina italia

  6. სრულიად შევიცვალე ამ თემების მერე,როგორც კი თავისუფალი დრო გამიჩნდება,იმწუთასვე აქ ვარ.
    მადლობა ამ გვერდისთვის.

    1. მადლობა სოფო ამ თბილისი ტყვებისთვის. თითოეული კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მსგავსი, რადგან ის ძალას მატებს, უკეთესი პროექტების და იდეების დანხორციელების სურვილს მიჩენს. გაიხარეთ! ❤

  7. თამარ 1000 % -ს ჭეშმარიტებაა,რასაც ამბობთ.მიყვარს თქვენი პოსტები.ენერგიას მაძლევთ და დადებითად მმუტავთ.მიყვახრთ ❤

  8. ძალიან , ძალიან მომწონხართ. მოუთმენლად ველოდები ყოველ ახალ თემას. მადლობა , რომ
    არსებობთ.

  9. 1 Vote
    ძალიან , ძალიან მომწონხართ. მოუთმენლად ველოდები ყოველ ახალ თემას. მადლობა , რომ
    არსებობთ.

  10. მადლობა თაამარ ამ გვერდისათვის,როგორც თავისუფალ დროს ვნახულობ აქ მოვრბივარ 🙂 რომ ცოტა დავმშვიდდე,ვცდილობ გავიდე მაღალ სიხშირეზე რაც ჯერ ცოტათი რთულია მაგრამ იმედს არ ვკარგავ

    1. მარი გამარჯობა. მადლობა გულახდილობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ. გეთანხმებით რთული კი არა და ურთულესია. და განვითარების პროცესი გრძელდება სანამ ცოცხალია ადამიანი. მთავარია არ გაჩერდეს. ❤

    2. Dzalian Momtsons tkveni gadatsema.Madloba Rom amdens aketebt, shromobt halhistvis.
      Vtsdilob gamogkve.tsota ram sheitsvala chemshi. Miharia chemi. Goris Rom hart.
      Tkvens ojaxs bunebisgan nabodzebi Nichol gaqvt.💝

      1. მიხარია ციური რომ შეცვლაში გეხმარებათ ბლოგი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ოჯახის ასეთი შეფასებისთვის. ჩემს მშობლებთან – მამა, ჩემს გენიალურ დასთან და ძმებთან შედარებით, მე მოკრძალებული ნიჭი მერგო, როგორც ნაბოლოარას 🙂 . გმადლობთ! ❤

  11. გამარჯობა, ძალიან მინდა ყოველ დღე დაწეროთ ამ თემის და მსგავსი თემების ირგვლივ, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ახალ-ახალ სტატიას ყოველდღიურად, გავუზიარებ ბევრ მეგობარს , ნაცნობს, ახლობელს ვიდრე ყველა ჩემს ირგვლივ მყოფი არ შეიგნებს რომ ჩვენ ყველას გვჭირდება აზრებისა და ფიქრების კონტროლი 🙂 მადლობა თქვენ და წარმატებები

  12. ვიღაც ადამიანები რომ არსებობენ და ენერგეტიკულ ველს ვწმინდავთო ამბობენ, რას გვეტყვით ამაზე, შესაძლებელია სხვამ გაწმინდოს ჩვენი ენერგეტიკული ველი?

    1. კარგად არ ვარ გარკვეული მაგ საკითხში.
      ჩემ აზრს მოგახსენებთ:
      შესაძლებელია დროებით, როგორც სახეზე მაკიჟი, მაგრამ ზედაპირული იქნება, დროებითი შედეგით. მთავარი გარადსახვა ადამიანში ხდება შინაგანად და გარედან ვინმესგან თუნდა პროფესიონალისგან ჩარევა ალბათ რაღაცას შეცვლის, მაგრამ ისევ იქ დაბრუდება გარკვეული დროის შემდეგ საიდანაც დაიწყო. ამის მიზეზი: შეცვლა არ მომხდარა მისი გაცნობიერებების შედეგად.

      ჩემი არჩევანია – ვიცხოვრო გაცნობიერებულად!

      მადლობა ნინი.

  13. აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის თითოეულ სიტყვას.მადლობა ასეთი რჩევებისთვის

  14. ra tqma unda unda dagewerat.dilas da sagamos tqveni temebit vikvebebi. es martlac zalian kargi temaa.me ki natlad vgrznob rogor amovedi fskeridan da miviwev magali sixshirisken.kidev ertxel ugrmesi madloba tamar .rac sheizleba bevri weret tqven es gamogdit.mixaria rom tqven gagicanit.

  15. ძალიან მიყვარხართ, მიხარია რომ აღმოგაჩინეთ, გული მწყდება უფრო მეტად მინდა ჩანდეთ, წარმატებები

    1. ნონა ნუ დაგწყდებთ გული, ამის დროც მოვა თუ მე ვიქნები ამისთვის მზად. ახლა მაქვს ის, რის მისღებად და გასაცემადაც მაქვს მზაობა. მადლობა სამყაროს, რომ მაქვს საშულება ვიყო მსახური ჩემი მკითხველებისთვის, მსმენელებისთვის და კლიენტებისთვის. ათიასთასჯერ მადლობა!

  16. როგორცკი ავდივარ ზალიან მაღალ ვიბრაციებზე და ყველაფერი იყებს დალაგებას,ხდება ისევ რომ ვარდები დაბლა ზუსტად იმ დონემდე რამხელაზეც ავედი. არ ვიცი რა არ მიშვებს ზევით. ვგრძნობ რაღაც ძალა არ მაძლევს უფლებას განვითარების და გაზრდისთვის. ძალიან მალე და ჩქარა მივდივარ და წინ და უკან მაგდებს. იქამდე ვარდები საკუთარი თავის მოკვლამდე მივდივარ და ორჯერ ვცადე. ეხლაც დავეცი და უკვე ვატყობ არანაირი ძალა არ მაქვს წამოდგომის, მომავალს ვეღარ ვხედავ

    1. იკა დიდი მადლობა კომენტარისთვის. არ მიმაჩნია რომ ძალა არ გაქვთ, უბრალოს ამჟამინდელი თქვენი ფიქრები განაპირობებენ ამ მდგომარეობას და ამასთან მუშაობაა საჭირო. რატომ გიწევთ ისე და ისევ წამოდგომა ასეთი ინტენსივობით? ყველა პასუხი თქვენში და სამყარომ იცის რომ რაღაც დიდის პოტენციალია თქვენში და მის გახსნას ცდილობს. თავის მოგვლა გამოსავალი არ არის, ადამიანი ენერგიაა და რა ენერგიით გავა ამ 3D – დედამიწის განზომილებიდან ისევ იგივეთი შემოვა. სიკვდილი ხსნა კი არა – ახლის დასაწყისია, იქ იხსნება რეალური სამყარო და აქ, ამ ილუზორულში მოვდივართ რომ გავასუფთავოთ ჩვენი ენერგიები რათა მოვამზადოთ უფრო მაღალენერგიებზე გადასასვლელად. ცხოვრება სესაცნობად იმდენად სინტერესოა, ამის გარეშე რთული იქნება…. მოკლედ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესინჯერით ამ გვერდზე. ერთი სესია ჩემგან საჩუქრად https://www.facebook.com/ktamari

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.