თვე: ნოემბერი 2014
მე ვარ ჩემპიონი!!!
ქოუჩინგი სჭირდება ყველას
ქოუჩინგი ჭირდება ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, წამომავლობისა, კანის ფერისა, მდგომარეობისა… ყველას…
თუ თქვენ ფიქროთ:
- ისედაც კარგად ვარ, მე არ მჭირდება ქოუჩინგი?
მსოფლოიში ყველა წარმატებულ, ცნობილ ადამიანებს ჰყავთ თავიანთი ქოუჩი.
- – სად მაქვს მაგის დრო და ფინანსები?
თუ მსგავს რამეს ამბობთ, მაშინ სწორედ თვენ ხართ ის პიროვნება ვისც სჭირდება ქოუჩინგი რომ ისწავლოთ დროის მართვა და მოიცილოთ ფსიქოლოგიური ფინანსური ბლოკები… და არა მარტო..
ერთი წინადადებით – ქოუჩინგი სჭირდება ყველას!
ქოუჩინგი ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა და მეთოდია მსოფლიოში, რომლის დახმარებითაც პროფესიონალი ქოუჩი ეხმარება ადამიანებს, ორგანიზაციებს დასახონ მიზანი და რაც მთავარია მიაღწიონ.
ქოუჩინგი არ არის ფსიქოთერაპია!!!
გაშალე მთელ ეკრანზე
გვერდიდან უფრო ჩანს
ძალიან მომწონს ქოუჩ-სესიების ჩატარება. ეს პროცესია როცა სხვებს კითხვების საშუალებით ეხმარები მიზნის სტრუქტურირებაში, დანიშნულების პოვნაში, პოტენციალის გახსნაში ცხოვრების მოცემულ მომენტში საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში…
არა და შენ, მხოლოდ და მხოლოდ კითხვას სვამ, კლიენტი თავად გადის პასუხზე.
„თითქოს ეს ვიცოდი, მაგრამ როგორც კი კითხვა დამისვი და პასუხი ხმამაღლა გავეცი, ნათლად მივხვდი და გავაცნობიერე – თუ რა უნდა მოვიმოქმედო – აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი ამას..“- მითხრა დღეს ლადომ ქოუჩ-სესიის შემდეგ.
პირადად მომწონს, როდესაც მე თავად გავდივარ ქოუჩ-სესიას და ვარ ჩვეულებრივი კლიენტი. როცა, ვიყვან ქოუჩს (ვირჩევ გამოცდილების, პროფესიონალიზმის და გამოხმაურებების შედეგად) და როცა გავდივარ მასთან ქოუჩ-სესიას – შეგრძნებები, აღქმები და გაცნობიერებები მომდის უსაზღვროდ. ეს რაღაც სხვანაირი გრძნობაა – თითქოს ახალი აღმოვაჩინე ჩემში, თითქოს პრობლემისთვის, მსგავსი კუთხით არასდროს შემიხედავს. და ამ ამპულაში, გვერდიდიან კიდევ უკეთესად სჩანს ქოუჩინგის სასარგებლიანობა, თანაც საკუთრ თავზე გავლილს სულ სხვა ძალა აქვს. 🙂 ❤
რა არის ქოუჩინგი
ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქოუჩსა და კლიენტს (პარტნიორი) შორის, ამ უკანასკნელისითვის სასურველი შედეგის მისაღებად.
პროფესიონალი ქოუჩი ფლობს სპეციალურ ტექნიკებს და მეთოდებს, რომლის საშუალებითაც ეხმარება პარტნიორს რეალურ შედეზე გასვლაში პირად და პროფესიულ საკითხებში. ამ პროცესის დროს პარტნიორი უღრმავდება საკითხს, აკეთებს სასარგებლო მოქმედებებს და ამით იმაღლებს ცხოვრების ხარისხს.