გვერდიდან უფრო ჩანს

225155_448258091916806_1653322149_n

ძალიან მომწონს ქოუჩ-სესიების ჩატარება. ეს პროცესია როცა სხვებს კითხვების საშუალებით ეხმარები მიზნის სტრუქტურირებაში, დანიშნულების პოვნაში, პოტენციალის გახსნაში ცხოვრების მოცემულ მომენტში საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში…

არა და შენ, მხოლოდ  და მხოლოდ კითხვას სვამ, კლიენტი თავად გადის პასუხზე.

„თითქოს ეს ვიცოდი, მაგრამ როგორც კი  კითხვა დამისვი და პასუხი ხმამაღლა გავეცი, ნათლად მივხვდი და გავაცნობიერე – თუ რა უნდა მოვიმოქმედო – აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი ამას..“- მითხრა დღეს ლადომ ქოუჩ-სესიის შემდეგ.

 

პირადად მომწონს, როდესაც მე თავად გავდივარ ქოუჩ-სესიას და ვარ ჩვეულებრივი კლიენტი. როცა, ვიყვან ქოუჩს (ვირჩევ გამოცდილების, პროფესიონალიზმის და გამოხმაურებების შედეგად) და როცა გავდივარ მასთან ქოუჩ-სესიას – შეგრძნებები, აღქმები და გაცნობიერებები მომდის უსაზღვროდ. ეს რაღაც სხვანაირი გრძნობაა – თითქოს ახალი აღმოვაჩინე ჩემში, თითქოს პრობლემისთვის, მსგავსი კუთხით არასდროს შემიხედავს. და ამ ამპულაში, გვერდიდიან კიდევ უკეთესად სჩანს ქოუჩინგის სასარგებლიანობა, თანაც საკუთრ თავზე გავლილს სულ სხვა ძალა აქვს. 🙂 ❤

 

ქოუჩ-სესიის პროცესში პარტნიორი და ქოუჩი ავლენენ მიზანს და ახდენენ მის სტრუქტურირებას.

ურთიერთობის დროს ქოუჩი ქმნის პოზიტიურ შემოქმედებით გარემოს, რათა განსაზღვროს და დააზუსტოს პარტნიორის ფასეულობები, რომელზე დაყრდნობითაც იწყება მიზანთან მუშაობა. მიზნის და მოთხოვნების გამოვლენის შემდეგ, მუშავდება სტრატეგიები და მიდგომები, რომელიც მუშაობს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის. ამ დროს ხდება, ყველა შინაგანი რესურსების მობილიზება და შინაგანი ბარიერების მოხსნა.

და ეს ყოველივე არის – ფაქიზი, „საიუველირო“, კონფედენციალური და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო.

ქოუჩი ფლობს სპეციალურ ინსტრუმენტებს და მეთოდებს და კლიენტის სასურველი შედეგზე გასაყვანად ინდივისუალურად ირჩევს, იყენებს მათ.

 კოუჩი და  წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში

თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.