რა არის ქოუჩინგი

Coaching-in-the-workplace-640x326

ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქოუჩსა და კლიენტს (პარტნიორი) შორის, ამ უკანასკნელისითვის სასურველი შედეგის მისაღებად.

პროფესიონალი ქოუჩი ფლობს სპეციალურ ტექნიკებს და მეთოდებს, რომლის საშუალებითაც ეხმარება პარტნიორს რეალურ შედეზე გასვლაში  პირად და პროფესიულ საკითხებში. ამ პროცესის დროს პარტნიორი უღრმავდება საკითხს, აკეთებს სასარგებლო მოქმედებებს და ამით იმაღლებს ცხოვრების ხარისხს.


არსებობს ქოუჩობის სამი სახეობა:

ბიზნეს ქოუჩინგი.
აქ ბიზნესის კონტექსტში ხდება  საჭირო მიზნების დასახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პროფესიონალური მიღწევების და ბიზნესთნ დაკავშირებული პირადი მიზნების განხორციელება. მიზანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბიზნეს მაჩვენებლის გაუმჯობესება, ასევე თანამშრომლის კარიერული ზრდა.

პერსონალური ქოუჩი.
ამ შემთხვევაში განიხილება პარტნიორსა და კოუჩს შორის თანამშრომლობა, სადაც პარტნიორის მოთხოვნების დაკამყოფილება და შედეგზე გაყვანა არის მიზანშეწონილი.

კორპორაციული ქოუჩიინგი.
კორპორაციული ინტერესების ფარგლებში ხდება მიზნის დასახვა და განხორციელება. ქოუჩინგის გამოყენება კორპორაციებში ხელასყრელია ყველასთვის. პირველ რიგში, წამყვანი სპეციალისტები ქოუჩის დახმარებით იაზრებენ პერსპექტივებს,  ნათლად   ხედავნ  საკითხის გადაჭრის გზებს, არიან მეტად დამოუკიდებელნი და ინიციატივიანნი. მეორეც, – შესაბამისად უფროსიც კმაყოფილია. ის იღებს – ლოიალურ, დაინტერესებულ, ეფექტურ თანამშრომლებს. ქუჩინგის გამოყენებით ყველა მოგებაშია რადგან იზრდება ეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო კოუჩინგის ფედერაციის მონაცემებით , ქოუჩინგზე დახარჯული თანხების უკუგება წარმოადგენს 5:1-ზე.

 

531151_437177146357079_2115854134_n

ქოუჩის მუშაობა ეფუძვნება:

-რწმენას ადამიანებში.

მას სჯერა რომ რწმენა ძირითადია, რადგან პარტნიორის ნდობა იწყება – საკუთარი თავის ნდობიდან, საკუთარი პოტენციალის გახსნიდან, შინაგანი ძალების მობილიზებიდან და უნარიდან მიაღწიო იმას რაც ასე მნიშვნელოვანია. დაეხმარო სხვას, იპოვოს  ტალანტი შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ქოუჩს სჯერა საკუთარი თავის და აქედან გამომდინარე მას სჯერა სხვა ადამიანების.

-სამყაროს ნდობას.

ქოუჩი დარწმუნებულია რომ სამყარო გვიცავს ჩვენ და არაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში. მან იცის, ის რაც მოხდა- ყველაფერს ჰქონდა აზრი,  მხოლოდ საჭიროა მოვლენის გააზრება.

-გაცნობიერებას.

ამ  საშუალებით ქოუჩი იაზრებს რას აკეთებს, რატომ აკეთებს და როგორ აკეთებს, რაზე ფიქრობს, რას გრძნობს და რამდენად მნიშვნელოვანია რასაც აკეთებს.

-შეუზღუდავი რესურსები.

ქოუჩმა იცის, რომ თითოეულ ადამიანში არის შეუზღუდავი რესურსები – მიზნის მისაღწევად. მის ხელთ არსებული მეთოდებით ეხმარება კლიენტს ამ ყოველივის აღმოჩენაში.

ქოუჩი მუშაობს დაახლოებით სოკრატეს პრინციპით:

„თითოეულმა ადამიანმა იცის რა არის ჭეშმარიტება. მე გამოვდივარ ბებია ქალის როლში – ამ ჭეშმარიტებას  ვაძლევ საშუალებას მოევლინოს სამყაროს“.

ქოუჩინგი –  ეს არის, თქვენი იდეების და ქმედებების ტრანსფორმაცია!

სიყვარულით და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით  

წარმატების ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s