ცვლილებები გარდაუვალია

ener

მიუხედავად გამოსასვლელი დღისა ვმუშაობ და ჩემთვის ამ ყველაფერს მოაქვს სიხარული. ისე, რომ დააკვირდე როგორი შეუთავსებელი რამეა, სამუშა და სიხარული

მაგრამ, ნება მომეცით ძვირფასებო, გაგიზიაროთ ქოუჩინგის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც გავაცნობიერე.

ცვლილებები გარდაუვალია!!!

შეგიძლიათ თუ არა გაიაზროთ, რომ იმ დროისთვის, სანამ ამ წინადადებას ჩაიკითხავთ, თქვენი სხეულის 50 000 უჯრედი კვდება და მათ ადგილზე ჩნდება ახალი?

იცით თუ არა, რომ ჩვენ ვაახლებთ ჩვენს ძვლებს სამ თვეში ერთხელ, ხოლო ჩვენს კანს ყოველ თვე?

ყველაფერი ცვალებადია. არაფერი არ დგას ერთ ადგილზე.

ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი შინაგანი და გარგანი სამყარო მუდმივად იცვლება და შეუძლებელია არ განიცადოთ ტრანსფორმირება ამ ცვლილებებიდან გამომდინარე.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება შმდეგი კითხვები:

  • ხართ თუ არა თქვენ ის ადამიანი, რომელიც თანახმაა მუდმივად განვითარდეს?
  • თქვენ ცხოვრების მოცემულ მომენტში გახდით ისეთი, როგორიც არ გინდოდათ რომ ყოფილიყავით?
  • აირჩიეთ თუ არა გააზრებული ცხოვრება თუ თქვენ მიჰყვებით დინებას და ელოდებით შემთხვევითობას და ხართ ყველაფერი კარგად იქნებას იმედზე?

განვმერდები, გინდა თუ არ გინდა: coaching

ცვლილებები გარდაუვალია!!! 

თუ ადამიანი არ იზრდება, არ გაიაზრებს, არ შეიმეცნებს, არ აუმჯობესებს და არ მიისწრაფის შინაგან და გარეგანი სამყაროთა ჰარმონიისკენ, მაშინ ის – დეგრადირდება.

ჩემი საქმე ქოუჩინგია და ის მაძლევს საშუალებას სიხარულით ვიმუშაო, ვემსახურო. უფრო სწორად, მე მუშა კი არა მე ვარ მსახური და მადლობა სამყაროს ამ შანსისთვის – ვიყო და ვემსახური ადამიანებს. ყოველი ქოუჩ-სესიის მერე ვიყო მადლიერი ადამიანის რომელიც მენდო… მადლობელი ვარ მისი გაბრწყინებული, იმედინი თვალების, ამაღლებული განწყობის და იმ ნაბიჯების რომელსაც ის ახორციელებს მიზნის მისაღევად სესიიდან-სესიამდე… და იმ „იარღის“ რომელიც მე ხელთ მომცა განგებამ ქოუჩინგის სახით.

ჩვენ (მე და კლიენტი) ერთობლივად ვქმნით ენერგიას, რომელიც მის სასურველ შედეგებზე არის მიმართული.

მადლიერებით და თქვენს განუზომელ შესაძლებლობებში რწმენით

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი

თამარ კვარაცხელია

http://kvaratskhelia.pro/

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.