ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე

wyenaარის ერთი პაწაწუნა, უწყინარი ცხოველი. ის არავის და არაფერს არ ერჩის, რა თქმა უნდა, თუ არ გადაწყვიტავ მის მოშინაურებას.

მას ჰქვია წყენა. ის მშვენივრად ცხოვრობს თავისუფლებაში.

ადამიანის ყველა მცდელობა მოაშინაუროს ის,  მთავრდება ცუდად…

ცხოველი შესაძლებელია შემთხვევით მოხვდეს ადამიანის ორგაზიზმში. ადამიანი ამ პროცესს გრძნობს – მას სწყინს.

როცა პაწაწინა ცხოველი ხვდება ადამიანში ის იწყებს ყვირილს:

„მე შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მე მეშინია! გამიშვი!!!“.

ადამიანების უმრავლესობა დიდი ხანია გადეჩვია ცხოველებთან საუბარს და აღარ ესმის მისი ყვირილი.

არიან ისეთებიც, ვინც იმწუთშივე გამოანთავისუფლებს ამ პატარა, უწყინარ ცხოველს. მათ კარგად იციან, საუკეთესო გზა განთავისუფლდე მისგან, ეს არის – სანამ პატარაა გაუშვა.

მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ სურთ მასთან დამშვიდობება. ისინი მას ისაკუთრებენ, ელოლოავებიან, გამუდმებით ფიქრობენ მასზე…

მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ეფერებიან ცხოველს მაინც არ მოსწონს ადამიანში. ის ტრიალებს, ეძებს გამოსავალს და რადგანაც, მას სუსტი მხედველობა აქვს, ამას ვერ ახერხებს. აი, ასეთი მოუხერხებელი ცხოველია. ადამიანიც კარგი ჯიუტია – დაიძაბება, მოიღუშება და არაფრით არ უნდა გაშვება.bfc4a7f5d79af4337645c4b9441cff0eb28cb793889975

არა და პაწაწუნა ცხოველს შია. როცა მიხვდება რომ ვერსად გაიქცევა, იწყებს ყველაფრის ჭამას, რასაც კი იპოვის. ადამიანი განა ვერ გრძნობს ამას? როგორ არა – ხან აქ ასტკივდება, ხან იქ… მაგრამ მაინც არ უშვებს, რადგანაც მიეჩვია ამ ტკივილით ცხოვრებას.

პატარა ცხოველი კი ჭამს… იპოვის რამე გემრიელს ადამიანის შიგნით, მიეკრობა და წოვს და წოვს… შესაბამისად ის იზრდება… ბოლოს და ბოლოს შეეზრდება სადმე და თავისდაუნებლიედ ხდება მისი ნაწილი. თუ ადამიანი სუსტია, თავს ცუდად გრძნობს. ამ დროს ცხოველი კი პირიქით – შეეგუა და იზრდება…

ადამიანი კი აზრზეც არ არის, იმისათვის რომ კარგად გახდეს საკმარისია, მცირედი რამ გააკეთოს  – აიღოს და გაუშვას!!! მისთვისაც კარგია და წყენაც განთავისუფლდება ტყვეობისგან…

მორალი: წყენა – ეს სულის მდგომარეობაა. ძირითადად ჩვენ ვწყვიტავთ, ვიყოთ თუ არა გაბრაზებული.

მომავალში როცა გადაწყვიტავთ – დარჩეთ თუ არა ვინმეზე ნაწყენი, დაფიქრდით: ნუთუ ასეთი სასიამოვნოა საკუთარი თავის შეცოდება? მტაცებელი კარგად გრძნობს სუსტს და თავს ესხმის მას. ასე რომ გაუშვით წყენა, იაროს მან თავისი გზით! თქვენ კი იხარეთ ცხოვრებით!

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

9 thoughts on “ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე

  1. I have been browsing online more than three hours today, yet I never found
    any interesting article like yours. Itཿs pretty worth enough for me.
    Personally, if all web owners and bloggers made good content as you did, the net will be a lot more useful than ever before.

    1. გეთანხმებით, დამოუკიდებლად ამის გაკეთება რთულია, მაგრამ არა შეუძლებებლი. ამისთვის არსებობს უამრავი ტექნიკები პარქტიკულ ფსიქოლოგიაში, მთავარია ადამიანი იყოს მზად და უნდოდეს ჩაიტაროს თავისი შეხედულებების, გრძნობების და აზრების ჰიგიენა, დაჯდეს ცოტა ხნით, ფსოქოლოგიურ დიეტაზე. ეს არის მუშაობა, რთული მუშაობა საკუთარ თავთან, მაგრამ შედეგები თვალშისაცემია. ❤

  2. მიუხედავად იმისა რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული მაინც თითქოს პირველად განვიხილე ეს თემა😊 და როცა იქცევა ისე ადამიანი რაც მე “შეურაწყოფილად” მაგრძნობინებს თავს არ მეწყინოს?? ის თვლის რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ვარ და სულაც არ მაყენებს “შეურაწყოფას “თავისი დამოკიდებულებით.😊

    1. მადლობა კომენტარისთვის.
      ინდივიდულაურად და კონკრეტულად უნდა იქნას საკითხი გააზრებული. თუ ჩავთვლით რომ სამყაროში ადამიანები რომელბიც გვერდით გვყავს ან გვხვდებიან ცვენი სარკეა , მაშინ თითოეულთან გავდივართ გაკვეთილს და ხდება ჩვენი გაზრდა მათი საშუალებით. თუ კი ამას ვერ ვხვდებით და არ გავიაზრებთ , მაშინ აღმოვჩნდებით მსხვერპლის როლში და რაც მეტად ვიყურებით ამ პოზიციიდან, მით მეტად ვიძირებით მასში. ეს საშიში თამაშია.
      ამ შემთხვევაში, შეურაცყოფაც და მისგან გამოწვეული შეგრძნებები, თქვენი მასწავლებელია და გამოიტანეთ გაკვეთილი – რა უნდა ისწავლოთ ამ სიტუაციიდან? ჩამოწერეთ ვარიანტები და შეუდექით მის განხორციელებას დაუყონებლივ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.