სიტყვები – ბორკილები

957e08c1d5c57a6f200ded024aea2610.770x582x1

იქიდან გამომდინარე რომ თემა საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის ვაგრძელებ ციკლს.
ახლა კი დაპირებული.

გუშინდელი „ დამანგრეველი სიტყვები“ საკმაოდ დიდი თემა გამოვიდა.

დღეს გთავაზობთ  -„სიტყვები ბორკილები“.

ხვალ კი – შემოგთავაზებთ, როგორც დაგპირდით გემრიელ ლუკმას – „სიტყვები ფრთები“. 🙂
ახლა, თქვენ უკვე ხვდებით „დამანგრეველი  სიტყვების“  მნიშვნელობას. ეს ნიშნავს – როცა ხვდებით, რომ მსგავსი სიტყვები გადგებათ ენის წვერზე, გონებაში შეეცდებით გადაიყვანოთ „მავნე, პარაზიტი“ სიტყვა, დადებით კონტექსტში და გაანეიტრალოთ ისინი.
ანალოგიურად უნდა მოვექცეთ ამ სიტყვათა ნაკრებს, რომლებსაც დაარქვეს – „სიტყვები ბორკილები“.

ძალიან ზუსტი დასახელებაა. როდესაც ხმარობთ მსგავს სიტყვებს იზღუდავთ თავს -შესაძლებლობებში, უფლებებში, თავისუფლებაში.

თუ შევხედავთ, „სიტყვები ბორკილები“ არც თუ ისე ბევრია და აქ, არ დაგჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ჩაატაროთ „გენერალური დასუფთავება“. საკმარისია იცოდეთ, რომ „სიტყვა ბორკილების“ გაერთიანება შესდგება 4 ძირითადი ოჯახისგან (ზოგჯერ „კლანსაც“ ეძახიან).

მოდით შევხედოთ:
ერთ-ერთი ოჯახი არის სიტყვები:

მე არ გამომივა

ეს სიტყვები გარკვევით აჩვენებს, რომ ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის. ამის უკან დაგს მტკიცებულობები იმაში, რომ მისი უნარები შეზღუდულია, აკლია დამაჯერებლობა. ამ ოჯახის წავრი „მე არ შემიძლია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიძულებთ გაჩერდეთ ერთ ადგილას და გადაიქცეთ „ცოცოხალ მკვდრად“ (მომიტევეთ სიმძაფრისთვის)…

თითქოს ხომ არაფერია, მაგრამ ამ უწყინარი სიტყვების მიღმა ვერ ამჩნევთ იმ მუხანათობას, რასაც ის მალავს: შეგეპაროს ეჭვი საკუთარ თავში. ამით, თქვენ ავლენთ უსაზღვრო ქედმაღლობას. ეჭვი შეგაქვთ სამყაროს შემოქმედში და თავს იკატუნებთ, რომ ხართ განყენებული, ხოლო უფალი არის იქ, სხვაგან და არანაირი კავშირი არ არის თქვენს შორის.  თითქოს  გზავნილი – „შენ დაჯილდოვებული ხარ ნიჭით და პასუხიმგებელი ხარ მასზე“ – ეს თითქოს თქვენ არ გეხებათ.

დააკვირდით ამ სიტყვებს, მათ შეიძლება კომფორტულად ამოეფაროთ და გქონდეთ მცდელობა არ შეასრულო თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის მისია.

  • არ შემიძლია 
  • არ ვიცი როგორ
  • არ ვარ დარწმუნებული 
  • არ გამოვა 
  • ეს აღემატება ჩემს შესაძლებლობებს
  • ვერ დაგპირდები.
  • ჩემზე არ არის დამოკიდებული.
  • მე არ ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას

ყველაზე მუხთალი სიტყვა არის – “მე არ გამომივა“.

ეს არის ოსტატურად შეფუთული “შევეცდები“. ჩამოხსენით ამ სიტყვას ცრუ რწმენა შედეგზე, გამოაცალეთ მას ნახევრად მკვდარი ენთუზიაზმი  და  აუცილებლად დაინახავთ მის ჭეშმარიტ სახეს. მიხვდებით სინამდვილეში რის თქმას ცდილობს.

დაინახეთ? მშვენიერია.

სინამდვილეში რა გამოდის? –მე არ მჯერა საკუთარი თავის“.
გავიცნოთ შემდეგი ოჯახი:

მე არ ვარ ღირსი

მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ჰგავს ოჯახს „მე არ გამომივა“, მას აქვს სხვა დატვირთვა.
„მე არ ვარ ღირსი“  ფანები, როგორც წესი არიან აქტიურები, გააჩნიათ მისწრაფებები. მათ აქვთ ჭკვიანი ადამიანის რეპუტაცია და ყველაფერი გამოსდით. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, დარწმუნებული არიან ბევრი უნდა იმუშაონ, მიზნის მისაღწევად.  მაგრამ, მათ უჭირთ მიიღონ ადეკვატური დაჯილდოვება. უჭირთ აღიარონ შრომით მოსული კეთილდღეობა… არ თვლიან თავს წარმატების ღირსად. ხშირად ისინი ამას ხსნიან, მორალური თვალსაზრისით… სიმდაბლით, რცხვენიათ..
დააკვირდით წინადადებას „მე არ ვარ ღირსი“ და მიხვდებით რა არის ჩადებული:

ამის დრო, ჯერ არ მოსულა

კი, კარგი იქნებოდა, მაგრამ…

ხო, ეგ, ისეთი არაფერი…

მერე რა, რომ მინდა… მე ბევრი რამე მინდა, მაგრამ სად არის

ვინ ვარ მე, რომ…

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას

კიდევ რა გიდა…

ერთი ამას დამიხედე, მომინდომა რა…

 

119624378

 

შემდეგი ოჯახი:

არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ

ოოო…. ეს ხომ საყვარელი სიტყვებია!

იმის მიხედვით, რამდენად ხშირად ხმარობთ ამ სიტყვებს, თქვენ არა მარტო გიყვართ ისინი, არამედ ნეტარებით წარმოვთქვამთ:

„უნდა..“, „საჭიროა…“ (არა საჭიროების კონტექსტში, არამედ „ვალდებული ვარ“ გაგებით).

გინდათ ახალ წელს შხვდეთ  სიახლით ლექსიკონში?

მაშინ დააკვირდით, დღეში რამდენჯერ ხმარობთ ასეთ სიტყვებს საკუთარი თავის და გარემოცვის მიმართ.  გიკვირთ?

რაც არ უნდა გაიკვირდეთ, ისე შეეზარდეთ „სიტყვა ბორკილებს“, რომ არც კი ცდილობთ მისგან თავი შეიკაოთ. პირიქით – შეამკობთ, გაალამაზებთ და მხატვრულად წარმოთქვამთ, უფრო მძაფრი შეგრძნებები გამოსავლენად…

თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ „სიტყვა ბორკილებით“ – “მე უნდა გავაკეთო“ და „ მე ვალდებული ვარ“ – ადამიანები აშენებენ უზარმაზარ, სქელ კედელს, რომლის გარღვევაც ძალიან უჭირს სიხარულს. ამიტომ სავსეა გარემო გაყინული სახეებით.

picturepicture29893_21408

 

ახალ კი, ბოლო ოჯახი მინდა გაგაცნოთ:

შეუძლებებლია

მისი გამოყენებით თქვენ ჟანგბადს უკეტავთ ყველაფერ იმას, რასაც ეძახით ოცნებას…
საბედნიეროდ, მიდის ის დრო, როცა სიტყვა „ოცნება“ ასე აშინებდა ადამიანებს (დასცინოდნენ: დაფრინავენო 😦 ).

მგონი აღარ დარჩა, ვისაც სჭირდება იმის მტკიცება, რომ სწორედ მეოცნებეების დამსახურებაა ის, რასაც ასე სიმოვნებით და ნეტარებით სარგებლოენ რალისტები: ელექტროენერგია, ტელეფონები, ტელევიზია, ინტერნეტი, მანქანები, თვითმფრინავები…. სია დიდია.
კარგია რომ მეოცნებეები არსებობენ :), მათი გზავნილია – შესაძლებელია მიზნების და ოცნებების ახდენა.

ერთხელ ერთმა ტრენერმა ტრენინგზე, როცა მოვუყევი ჩემს პროექტზე და გამოვთქვი ეჭვი მის რეალიზებაში, მიპასუხა: „რადგან, შენ შეგიძლია  წარმოიდგინო, იდეა რომელიც მოგდის თავში, ის არის განხორციელებადი, სხვანაირად ის არ გეწვოდა. შენ ფლობ მისი შესრულების პოტენციალს“.  🙂 მე დღემდე მივყვები ამ ადამიანს, მისი აზრვნების „გადმოღებაში“.

ამოსაძირკვი სიტყვები ბორკილები, რომლებიც ზღუდავენ განვითარებას და გიშლიან ხელს წინსვლაში:

  • შეუძლებელია
  • ნაკლებად შესაძლებელია
  • არასდროს, არასოდეს…
  • არ არსებობს
  • …და თუ მაინც (შესაძლებლობების გამორიცხვა)
  • თუ რამე...(მე კი მინდა მაგრამ)
  • შეიძლება მოხდეს… (წინააღმდეგობის დაგეგმვა. ეს ფრაზა ყველაზე სანდოა არა მხოლოდ იმაში, რომ არ მიიღო ის რაც გინდა, არამედ გარანტირებულად გექნება ის, რაც ასე ძალიან არ გინდა),
  • ღმერთმა არ ქნას და…  

და ყველაზე საცოდავი: „არჩევანი არ მაქვს“

იცით თუ არა: „სიტყვები ბორკილები“, ისევე როგირც სიტყვები „შემზღუდული მეტყველებიდან“ ასუსტებენ, ამუხრუჭებენ წინსვლას და მიზნისი მიღწევის პროცესს.-p
ეხლა მოვიდა დრო მკითხოთ:

როგორ მოვიცილოთ ასეთი მეტყველება?
მე როგორც კოუჩს შემონახული მაქვს ერთი მეთოდი რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებ კოუჩ-სესიებზე და რომელიც ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.  🙂 ვიცი, კარგად მუშაობს:

მეთოდს ჰქვია: „სამარცხვინო დაფა“

ის ძალიან მარტივია: ჩამოწერეთ „სიტყვები ბორკილი“, როგორც კი შეამჩნევთ ლექსიკონში და მიამაგრეთ ისეთ ადგილს, სადაც ხშირად დაინახავთ (მე ვიყენებ მაცივარს). დატოვეთ თვალსაჩინო ადგილას 7-10 დღე. მეტს ნუ დატოვებთ, ჯერ ერთი – დიდი პატივია მისთვის, მეორეც – ეს დრო საკმარისია, რომ ჩამოგიყალიბდეთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ შავი შიიდან.

შავი სია – ის ჭკვიანი დამლაგებელია, თქვენი „გენერალური დასუფთავებისთვის“ და კარგად ართმევს თავის დასახულ ამოცანებს. კერძოდ: წაშალოს მეტყველებიდან დესტრუქციული დაპროგრამის ელემენტები.

 

წყარო მიხედვით:  homemadeandi.blogspot.com

2 thoughts on “სიტყვები – ბორკილები

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.