სიტყვები ფრთები

----

ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო პერიოდში. როცა ძალადობა უკან იხევს და დგება ინტელექტუალური შესაძლებლობების პერიოდი. როცა უკვე თვალნათელი ხდება ადამიანების შესაძლებლობების, პიტენციალის საიდუმლო, როცა შესაძლებელი ხდება საკუთარი თავის „შექმნა“. აღმოჩნდა, რომ ადამიანი ფლობს შინაგანად ამისათვის საჭირო რესურსებს.

ადამიანს შეუძლია აამუშაო კონკრეტული მექნიზმები, მიმართოს სწორად, ისწავლოს თავისი აზრების მართვა… ყველაფერი თურმე ჩვენს ხელშია, აი თურმე რას ნიშნავს თავის უფალი რომ ხარ :).

…უბრალოდ ამისთვის ცოდნაა საჭირო.

წარმატების ნაბიჯებს ეხსნება საიდუმლოებებით მოცული ფარდა და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. კონკრეტულად კი მათთვის – ვინც მზად არის სიახლეების მისაღებად, საკუთარ თავში შინაგანად ცვლილებების განსახორციელებლად.

ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ ეპოქაში. ❤ როცა თვალ-ყურს ვადაევნებთ მოვლენებს, უაზრობაა გეშინოდეს სიახლეების( ჩვენი სურვილის მიუხედავად – ცვლილებები ერთ დღეში მაინც არ მოხდება)…

გთავაზობთ დაპირებულ ტკბილ ლუკმას.

სახალწლოდ  შემოგთავაზეთ ჩაგეტარებინათ „გენერალური დასუფთავება“ და თუ გაკეთეთ, მაშინ 2015 წელს ისისმოვნოთ  შედეგებით და მიიღეთ ენერგია, რომელიც დაგჭირდებათ შემდგომი  წარმატებისთვის.

იყავით დარწმუნებულნი – საქმე სასიმოვნო პროცესს ეხება – როგორ შევცვალოთ ამ ახალ წელს, საკუთარ ცხოვრება უკეთესობისკენ?

დღეს შემოგთავაზებთ სიტყვებს, რომელიც უნდა გქონდეთ ლექსიკაში… ეს არ იქნება მარაფრადოვანი, ზოგადი სიტყვებით, არამედ – ყოველდღიური სალაპარაკო ლექსიკონიდან. თუ ამ უნარებს შეიძენთ, ის მოგცემთ იმის საშუალებას იყოთ ნაკადში და აივსოთ ენერგიით! ❤

წინა ორი თემა „სიტყვები – დამანგრეველი“და „სიტყვები – ბორკილები“ მეტ ინფორმაციას მოიცავდა, რადგან ისინი ჭარბობს ადამიანის ლექსიკონში.

რაც შეეხება, „სიტყვები ფრთები“- ძალიან ცოტაა, რადგან თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი კი არ ააქვს, არამედ ფასდაუდებელია.

თუ რა ენერგიის შექმნა და რა სარგებლობის მოუტანა შეუძლია თითოეულისთვის „სიტყვა – ფრთების“ გამოყენებას, ამაზე შეგნებულად არ დავწერ. რადგან მსურს თავად გამოსცდოთ საკუთარ თავზე, შემდეგ კი აღწეროთ და ახსნათ თქვენი შეგრძნებები. უბრალოდ ავღნიშნავ, რომ პირადად მაქვს გავლილი და პტაქტიკაშიც მაქვს ამის მაგალითები. ამ სიტყვების დახმარებით – გადალახავენ წარმოუდგენელ სირთულეებს ცხოვრაბაში, თავს აღწევენ ფინანსური პრობლემებს, ავლენენ თავიანთ ტალანტს, იძენენ საკუთარ თავში  და ძალებში რწმენას, აღწევენ მათთვის ადრე წარმოუდგენელ სიმაღლეებს… და საერთოდ ეწყებათ ისეთი ცხოვრება,   რომლისთვისაც არის თითოეული მათგანი ამქვეყნად მოვლენილი.

აი ჩვენი მძლავრი რესურსები:

  • მე შემიძლია. ---

 

  • მე ყველაფერი გამომივა

 

  • მე გავაკეთებ

 

  • მე ვაპირებ…

 

ეს სიტყვები კარგად რომ შეიგრძნოთ, პირდაპირ ახალვე გთავაზობთ  წამოდექით ფეხზე, გაიმართეთ მხრებში და წარმოთქვათ ხმამაღლა: „მე მინდა…“, შემდეგ ასევე ხმამღლა „მე ვაპირებ…“  „მე ამას შევძლებ!“ და თქვენ შინაგანად იგრძნობთ, რომ გააკეთეთ ენერგეტიკული გადაადგილება: შედარებით სუსტი ენერგია გადაიყვანეთ, შედარებით ძლიერში(უცებ იყავით სუსტი და გახდით ძლიერი). ამ გადასვლას კი ვერ დაინახავთ, არამედ – შეიგრძნობთ.

სწორედ, ამაში მდგომერეობს საიდუმლო: ზმნა „ვაპირებ…“, „გამომივა…“, „შემიძლია“ ორგანიზმში უშვებს გარკვეულ ქიმიურ რეაქციას.  სწორედ, ეს რეაქციები აიძულებს ადამიანს იაზროვნოს და იმოქმედოს დარწმუნებულად და არა ალალბედზე.

ტრენინგზე „რაზე გადის წარმატების გზა“ ვაკეთებთ მსგავს სავაჯიშოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შემოთავაზებული მაქვს სავარჯიშო სადაც, მსმენელმა უნდა განიცადოს  ჯერ „დამანგრეველი სიტყვების“ ძალა  და  მერე  „სიტყვა ფრთების“ ძალა. შედეგს საკუთარ თავზე გრძნობს მონაწილე… სწორ მეტყველებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებისთვის, ცნობიერის და არაცნობიერის თქვენს სამსახურში ერდგულად ჩაყენებაში.

-00

სულ ეს იყო.

„სიტყვები – ფრთები“ მცირეა როგორც ოქრო, მაგრამ მათი ძალა შეუფასებელია.

დავამტებდი იმას რომ, თითოეული ადამიანი თავად წყვიტავს რა უნდა შეცვალოს და რა არა თვის ცხოვრებაში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, ჩავერიო ან მივუთითო. ამავე დროს, არ ჩათვალოთ რომ პასუხსმგებლობას ვიხსნი ყოველივე იმაზე, რაც დავწერე.  უბრალოდ,  მე არ მოგიწოდებთ – გინდათ თუ არა და რაც არ უნდა დაგიჯდეთ გადახედოთ თქვენს მეტყველებას და შეცვალოთ. ამას არ გეუბნებით ერთადერთო მიზეზის გამო:  პარქტიკამ აჩვენა ადამიანები აკეთებენ არა იმას რასაც ეუბნებიან, არამედ იმას, რასაც ხედავენ და თვლიან საჭიროდ. ჩემი ამოცანაა – მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ასე მუშაობს და მიგაქცევინოთ ყურადღება, ჯანსაღად განიხოლოთ თქვენი უნარები და თავად გამოიტანოთ დასკვნა –  რა აჯობებს თქვენთვის.

მხოლოდ ასეთი მიდგომა არის ქოუჩინგში პროფეიონალური და მხოლოდ მას შეუძლია მოუტანოს ადამიანს პოზიტიური ცვლილებები. ხოლო – „გააკეთე ისე… და არა ასე“…  კი, ესეც დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ საბავშვო ბაღში. 🙂

ასე, რომ როგორც არ უნდა მინდოდეს მე, თქვენს გენიალურობაში დარწმუნებულ ქოუჩს – გადახედოთ მეტყველებას და ჩაატაროთ „გენერალური დასუფთავება“ , გაამდიდროთ ლექსიკონი გამარჯვებული, წარმატებული ადამიანების სიტყვებით, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. არჩევანი თქვენთვის მომინდვია.

მიზანია: დაგანახოთ კარები, ხოლო თქვენ შეხვალთ თუ არა თქვენი გადასწყვეტია.

-01

ჩემი როგორც ქოუჩის გადმოსახედიდან: მჯერა თქვენი ბედნიერების, თქვენი პოტენციალის და დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დამიმტკიცა პრაქტიკამ:

რომ თითოეული თქვენთაგანი,  დაბადებული ხართ ბედნიერ ვარკვლავზე. თქვენს წარმატებაში რწმენის ძალა, მხოლოდ და  მხოლოდ თქვენი ცნობიერის მდგომარეობაა!!!

 

გისურვებთ წარმატებულ წელიწადს!!!

 

წყაროს მიხედვით:  homemadeandi.blogspot.com

2 thoughts on “სიტყვები ფრთები

  1. ვცადე, და დავიწყე, და მერე ზოგჯერ პესიმიზმი მძლევდა ეტყობა, არაფერი გამომივიდა, ახლა ხელი ჩავიქნიე, ასე არასოდეს ვყოფილვარ.. მადლობა თქვენ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.