შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

new

– შენ გჯერა ჯადოსნობის? – კითხა სიცოცხლემ.

– არა,  – უპასუხა ადამიანმა რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ, ჯადოსნური ზღაპრების რომ მჯეროდეს?

– შენ გჯერა მარადიული სიყვარულის?  – ეკითხება სიცოცხლე.

– არა, – უპასუხა ადამიანმა – სიყვარული არ არსებობს, ეს ქიმიაა, რომელიც აერთიანებს  ორ ადამიანს  და რომელის მოქმედების ვადა გადის 3 წელიწადში.  ხოლო, ამის შემდეგ – რჩება მიჩვევა.

– შენ გჯერა ოცნების? – შეეკითხა სიცოცხლე.

– არა – უპასუხა ადამიანმა – ოცნებობენ მხოლოდ სულელები.

– შენ გჯერა სიკეთის?

– არა, ადამიანები ბოროტები არიან, უბრალოდ ეშინიათ და ღრმად მალავენ ამას. სიკეთე ეს არის – ფარისევლობა და თავის მოკატუნება.

– აბა მაშინ რისი გჯერა?

– მე მჯერა იმისი, რომ მშობლები იმდენად ძუნწები არიან, რომ არ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტკბილეულს. სწორედ ამიტომ, ვდგევარ ახლა ამ სიცივეში და არ შემიძლია გავაკეთო საჭირო თანხა, რომ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა.

– შენ გჯერა სურვილების?

– კი, როგორ არა. მაგრამ ჩემი სურვილები არასდროს არ ახდენილა.

– საწყალო – უპასუხა სიცოცხლემ – შენს ცხოვრებაში არასდროს მოხდება „ჯადოსნური სასწაულები“, შენ ვერასდროს ვერ შეხვდები ჭეშმარიტ სიყვარულს, შენ ოცნებებს ასრულება არ უწერიათ, შენ ვერ დაინახავ ვერასდროს სიკეთეს და შენი სურვილები არასოდეს ახდება.

– კი მაგრამ რატომ?! – დაიყვირა ტკბილეულის გამყიდველმა.

– იმიტომ, რომ სს-უუუ-ლლლ ცოტა მაინც უნდა გჯეროდეს.

რწმენა იძლევა – შესაძლებლობებს.

შესაძლებლობები – გაჩვენებს მიმართულებას.

მიმართულება – გიშლის გზას.

ხოლო გზა?

გზას, ყოველთვის მიყავხარ სურვილების ასრულებამდე. რაც ნიშნავს – ოცნებების ასრულებას.

sasw

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

სურვილების ასრულებას, სიყვარულს და სიკეთეს გისურერვებთ!

„ჯადისნური სასწაულების“  – წელი დაგბედებოდეთ!

ოღონდ, სულ მცირედი თხოვნა მექნება ჩემს მკითხველთან –

ირწმუნეთ…

2 thoughts on “შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.