რა არის ფსიქოსომატიკა

 

a1…თუ ვინმე გეტყვის – მინდა ვიყო ჯანმრთელი… ჯერ ჰკითხე მას: არის თუ არა ის მზად დაემშვიდობოს თავის ავადმყოფობის მიზეზებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გაუწიო დახმარება.

არ მახსოვს  ვის ეკუთვნის ეს აზრი, მაგრამ მე ვეთანმები.

ყველას გაგვიგია ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასიაის ისტორია. მის ბიოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არისტოტელე ონასისთან რომანს. მარია კალასს მთელი გულით შეუყვარდა (მიუხედავად იმისა რომ გათხოვილი იყო) მილიონერი. მათი ურთიერთობები იყო რთული და ტრაგიკული. მაგრამ, მე ამ თემით, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მათი ურთიერთობის პერიოდში, მარია კალასმა შეამჩნია – ის, ნელ-ნელა კარგავდა უმშვენიერეს ხმას…

 ფაქტიურად მათი რომანის პირველივე დღეებიდან, მის ხმას მოსდიოდა გაუგებარი რამ. მიუხედავად იმისა, რომ დადიოდა მსოფლიოს საუკეთესო ექიმებში, ახსნა ვერ მოეძებნა. ექიმები იჩეჩავდნენ მხრებს და ამბობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ალბათ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია. როცა მოგვიანებით მარიამ საერთოდ დაკარგა ხმა, ის ამბობდა: „მე ყოველთვის ვგრძნობდი, შინაგან კავშირს მარია მაგდანელთან. მხოლოდ მისგან განსხვევებით, მე თავიდან ვიყავი ერთგული, მერე გავხდი ცოდვილი. შესაძლებელია, ამიტომაც ღმერთმა მას აპატია, მე კი – არა“… აქედან აშკარად ჩანს, რომ მარია კალასისი ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ მან თავად არ აპატია თავს, ეს რომანი.

რა არის ფსიქოსომატიკა?

1111

ეს ღრმა და საინტერესო საკითხია, მაგრამ მე  დღეს მცირედით შემოვიფარგლები.

ის არის მიმართულება მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის წარმოშობის და განვითარების ფსოქოლოგიურ ფაქტორებს . ფსიქოსომატურ დაავადებებს უწოდებენ ფიზიკურ ავადმყოფობებს და დარღვევბს, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც წარმოადგენს ემოციური დაძაბულობა. ეს შეიძლება  იყოს – კონფლიქტები, ტანჯვა, აგრესია, წყენა, შიში რომელსაც ვერ აცნობიერებს ადამიანი, მაგრამ დარჩენილია მის არაცნობიერში…

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ფსიქოსომატიკა  – არის სულის ტკივილი და ტანჯვა , რომლებმაც ვერ ნახეს სხვა გამოსავალი ფიზიკური სხეულიში, ტკივილად და ტანჯვად გამოვლინის გარდა.

ეს სულის თხრობაა მის მდგომარეობაზე… უფრო მეტიც – სულის კივილია.

ფსიქოლოგიაში ხშირად აქცენტი გადააქვთ ფსიქოსამატური დაავადების 8 ძირითად წყაროზე.

პირველი წყარო – ეს შინაგანი კონფლიქტები. კონფლიქტი ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის, რომლის დროსაც ერთი ჯაბნის მეორეს.

მაგ: ზედმეტი წონის შემთხვევაში. ერთი ნაწილი ნაყროვანების დროს გეუბნება: „მე საჭმლით განიჭებ სიამოვნებას, გამშვიდებ, გაწყნარებ და გეფერები“ , მეორე ნაწილი – „ახლავე დაანებე ჭამას თავი, ჩაიხედე სარკეში – რა მახინჯი ხარ!“000

მეორე წყარო – შეიძლება დავარქვათ „პირობოთი სარგებებლი“. ეს ძალიან სერიოზლი მიზეზია, რადგან ხშირად ავადმყოფობა ატარებს დაფარულ სარგებელს ავადმყოფისთვის.

მაგ: თავის ტკივილის „შაკიკის“ მოსაცილებლად საჭიროა, „თვალის გახელა“  გარშემო არსებულ ბევრ პრობლემაზე, რომელთა დანახვში ხელს გიშლის თავის ტკივილი და თუ „გაახილე თვალები მოგიწევს მათი გადაჭრა“.

მესამე წყარო – ადამიანისგან შთაგონების ეფექტი.

მაგ: ბავშვობაში… და არა მარტო ბავშვობაში, ხშირად ესმის ადამიანს მშობლებისგან: სულელი ბაცშვი, ძუნწო, ფართხუნა, უვარგისი, დებილი, შტერეი, ყველაფერი ხელიდან გივარდებ, შენ ხომ არ შეგიძლია რამე გააკეთო ნორმალურად… ა.შ. ცნობილია თუ ბავშვს ამას ხშირად გაუმეორებთ, მაშინ ის იწყებს შესაბამისად ქცევას და იმის დემონსტრირებას, რაზეც ლაპარაკობთ.  რაც მთავარია რასაც ბავშვობაში უნერგავს გარემო, დიდობაში ხდება ავტომატურად, მისი პროგრამა.

მეოთხე წყარო – ეს „შეზღუდული მეტყველების ელემენტებია“.

მაგ: წინადადება: „გული მტკივა, ისე მეცოდება“, „მას ჭკუიდან გადავყავარ“, „ძალა გამოცლილი ვარ“… ამ სიტყვებს შეუძლიათ გადაიქცნენ რეალერ სიმპტომებად.

მეხუთე წყარო – მცდელობა ჰგავდე ვინმეს, ვიღაც იდეალს. თუ  მთელი ცხოვრება ადამიანი მიისწრაფის იდელისკენ და უარს ამბობს საკუთარ სხეულზე, ასე ვთქვათ, ცხოვრობს „სხვის ტყავში“, ამით ის დაიტანჯება.

მეექვსე წყარო – თავის დასჯა. თუ ადამიანი, მისი აზრით, სჩადის არაკეთილშობილურ საქმეს, ის ზოგჯერ არაცნობიერად ისჯის თავს.

მაგ: ბავშვს შთააგონეს – „პატივიეცი მშობლებს და მოიქცე ისე როგორც ისინი გეტყვიან“. თუ ის გადაწყვიტავს იცელქოს, მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რადგან თავის დროზე მას შთააგონეს:„დამნაშავე უნდა დაისაჯოს“. დანაშაულის განცდა, ბავშვობაში არ რჩება… ეს დაემართა მარია კალასს.

მეშვიდე წყარო – ემოციური რეაქცია – ტრაგიკულ, ტრამვირებად, შოკისმომგვრელ მოვლენებზე. ეს შეიძლება იყოს ახლობლის დაღუპვა, საცხოვრებელი სხლის დაკარგვა, ძალადობა, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.01

მერვე წყარო – უფრო ღრმა მიზეზები. ტრამვა, ტრაგედია, შოკი წარსულში, ბავშვობაში რომლის შედეგებიც ზრდასრულ ასაკში ვლინდება. თუ არ მოხდა მისი განეიტრალება, გაწმენდა, გაშვება, პატიება, ის ჰპოვებს გამოვლენას ავადმყოფობის სახით….

ავადმყოფებები ვლინდება იმ წუთიდან როცა ადამიანში, მისი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა აღწევს ზღვარს. ზღვარი ყველასთვის ინდივიდუალურია. დრო ამ ზღვარის მიღწევის დამოკიდებულია, რა ენერგიის მარაგი აქვს ადამიანს და რამდენჯერ გადიტანა მან ერთი და იგივე, როგორ განიცად ტკივილი და რა გადწყვეტილება მიიღო (პატიება, გაშვება…). მეტ წილად პროცესები მიმდინარეობს არაცნობირად.

შექმნილია ცხრილი სადაც მოცემულია რომელი დავადებები, რომელ ემოციურ ფონზე ჩნდება. ნეხეთ, მოიპოვეთ მათზე ინფორმაცია.

უბრალოდ, მინდა ვთქვა რომ ჩვენი ფიქრები, აზრები, შეხედულებები, მტკიცებულობები, ემოციები ვლინდება რეალობაში და მათ შინაარსზეა დამოკიდებული თუ როგორ ფორმას და სახეს მიიღებენ ისინი.

იყავით ჯანმრთელნი…. ❤

ეფექტური აზროვნების ქოუჩი და წარმატების ტრენერი

თამარ კვარაცხელია

 

16 thoughts on “რა არის ფსიქოსომატიკა

  1. გამარჯობათ.იქნებ ის ცხრილი დადოთ ფსიქოსომატიკის შესახებ, რომელიც ახსენეთ.

  2. მეც მაინტერესებს ცხრილი და მოხარული ვიქნები, თუ დადებთ

    1. ცხრილს რაც შეეხება, ეს მთელი წიგნია სამდიცინო ტერმინოლოგიით, შიგ შესული და ანბანის მიხედვით ჩამოწერილია ყველა დაავადებების გამომწვევი ფსიქოსომატიკური მიზეზები. სამწუხაროდ მე ფიზიკურად ვერ შევძლებ ამ უზარმაზარი მასალის სამედიცინო ტერმინოლოგიით თარგმნას.დაგუგლეთ ლუიზა ჰეის წიგნი და იპოვით რუსულად ან ინგლისურად.

  3. dzalian saintereso statiaa,gmadlobt. statiashi agnishnuli cxrilis naxvis sashualeba tu iqneba moxaruli viqnebi,dzaliann grma da saintereso temaa. zustad exmaureba tanaedrove yofas

  4. კომფლიქტი კი არა კონფლიქტი…ეგებ ორთოგრაფია ყურად იღოთ ხანდახან. სხვა მხრივ მშვენიერი სტატიებია თქვენს გვერდზე. ძალიან მომწონს და მაინტერესებს ქოუჩინგი.

  5. სწორად შენიშნეთ, ბევრი შეცდომებია გაპარული თემის წერისას, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „ორთოგრაფიას ყურადაც ვღებულობ“, ბოდიშს ვუხდი მკითხველს.
    თემას, დასრულების შემდეგ რამდენჯერმე ვკითხულობ. მე არ ვარ მწერალი ან ჟურნალისტი და კიდევ, არ ვარ სრულყოფილი… ვთვლი რომ შინაარსი გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩემს შემთხვევაში, ვიდრე ის შეცდომები, რომელთაც ხვდებით. იმაში გეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს უხეში შეცდომები. ვცდილობ გამოვსწორდე.

    მადლობა, უკუკავშირისთვის!

    1. გენაცვალეთ,ქალბატონო თამარ, ამ კომენტარისგანაც ისწწავლის ბევრ რამეს თქვენგან, თავმდაბლობა ყველაზე დიდი განძია ადამიანში ეს ამ პასუხში გამოხატეთ

  6. kompliqti ara konpliqti…axla cavikitxe komentari im qalbatonia tu batonis da dzalian gavgiziandi………eset adamianebs arc emocia eqnebat da arc tbili guli…..da arc negatiuri azrebi sheacuxebt,imitom rom gulamde ar miushveben…me ki magizianebs eseti utaqto adamianebi…….aq supta cera ar aris da sakontrolo…..razec sachiroa imas miaqciet yuradgeba……..unda damecera ver movitmendi… :;))))

    1. ხატია, მადლობა.
      მინდა ავღნიშნო, რომ ადამიანმა რომელმაც უკუკავშირი დაწერა ჩემი სარკეა და მე ამ შენიშვნას ვიღებ, როგორც ჩემში არსებული აზრების გახმოვანებას – მე ხომ იგივე დიალოგს ვაწარმოებ ზოგჯერ, საკუთარ თავთან.
      ხატია, ძვირფასო, თქვენც ჩემი ნაწილი და სარკე ხარ (მომიტევე, თუ რამე არაკორექტულობა იგრძენით).
      მადლობა რომ არსებობ(თ). ❤
      საერთოდ, მადლობა სამყაროს ამ მარავალი ფერისთვის, ამის დანახვის უნარისთვის, უპირობო სიყვარლისთვის.

    2. მეც გავგიზიანდი,მაგრამ თამარის პასუხმა ბევრი რამე მასწავლა,ის აქეთ დატოვა ჩალაგამოვლებული,კრიტიკოსები ბევრი გყვავს ქართველებს

  7. ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატიაა

  8. შეიგიძლიათ მოკლედ მითხრათ როგორ შეიძლება განვკურნოთ ბულემია?

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.