ბედნიერება (იგავი)

mudrec

ერთხელ გზაზე მიდიოდა ბრძენი. ტკბებოდა სამყაროს სილამაზით და სიხარულით ევსებოდა გული. უცებ შეამჩნია ცხოვრების სიმძიმით, ჯავრით, ჯაფით ნატანჯი  მხრებში მოხრილი კაცი.

– რატომ იტანჯავ თავს ასე? – ჰკითხა ბრძენმა.

– ამდენს ჩემი შვილების და შვილიშვილების გამო ვწვალობ – უპასუხა კაცმა – ჩემი დიდი ბაბუა ასე წვალობდა ბაბუის ბედნიერებისთვის, ჩემი ბაბუა მამაჩემის ბედნიერებისთვის,

მამა კი ჩემი ბედნიერებისთვის. მე ვწვალობ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ მოაკლდეთ არაფერი და ისინი გრძნობდნენ თავს ბედნიერად.

– იყო კი, ოდესმე შენს ოჯახში ვინმე ბედნიერი? – იკითხა ბრძენმა.

– არა, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად იქნებიან.

– უწიგნური ვერ ასწავლის კითხვას, თხუნელა ვერ გაზრდის არწივს – უთხრა ბრძენმა – თავდაპირველად ისწავლე თავად როგორ უნდა იყო ბედნიერი. აი, მერე კი მიხვდები, როგორ გახადო შენი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

6 thoughts on “ბედნიერება (იგავი)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.