…და მათ ნახეს ღმერთი (აღმოსავლური იგავი)

zakat-vechnosti-[2560x1600]-[24144893]

ერთხელ მოხდა ისე, რომ სამი წმინდანი შეხვდა ერთმანეთს და ტყის გავლით გააგრძელეს სვლა.

ისინი მთელი ცხოვრება შრომობდნენ: ერთი ქადაგებდა – ერთგულებას, სიყვარულს და ლოცვებს. მეორე – ცოდნას, სიბრძნეს და ინტელექტს, მესამე – ქმედებებს, მსახურებას და ვაალდებულებებს.

მიუხედავად იმისა რომ ისინი იყვნენ  შეუპოვარი მაძიებლები, ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგებს და ვერ შეიცნეს ღმერთი სრულად.

…მაგრამ იმ დღეს მოხდა საოცრება!

მოულოდნელად დაიწყო წვიმა. ისინი გაიქცნენ პატარა სალოცავისკენ, შეიყუჟნენ შიგნით და მიეყრდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს იგრძნეს, რომ ისინი სამნი არ იყვნენ. გაკვრვებისგან შეცბნენ და შეხედეს ერთმანეთს. აშკარად იგრძნობადა რაღაც ღვთიურის არსებობა. თანდათან შესამჩნევი ხდებოდა მათი ნათება, გასხივოსნება. ეს იყო საოცარი რამ – ხედავდე ღვთის სხივს!

ისინი დაეცნენ მუხლებზე და გაოცებულებმა ამოილუღლუღეს:

– ღმერთო, რატომ გადავწყვიტე ასე მოულოდნელად გამოცხადება? ჩვენ მთელი ცხოვრება ვშრომობდით, მაგრამ ერთხელაც არ გავმხდარვართ შენი ნახვის ღირსი? რა მოხდა დღეს ასეთი?

ღმერთმა უპასუხა:

– დღეს თქვენ ხართ ერთად. შეეხეთ რა ერთმანეთს, თქვენ გახდით ერთი მთლიანი და ამიტომაც შეძელით ჩემი დანახვა. მე ყოველთვის, თითოეული თქვენთაგანის გვერდით ვიყავი, მაგრამ ვერ მამჩნევდით, რადგან მაშინ იყავით მხოლოდ ფრაგმენტები.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.