ჩარლი ჩაპლინი. 70 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა.

1
როდესაც დავიწყე საკუთარი თავის შეყვარება მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ სწორ ადგილას, სწორ დროში და ყველაფერი ხდება ზუსტად საჭირო მომენტში. ამიტომაც, მე შემიძლია ვიყო მშვიდად. ახლა მე ამას ვეძახი „თავდაჯერებულობას“.

როდესაც მე ვიწყებდი საკუთარი თავის შეყვარებას გავიაზრე, რომ გონებას შეუძლია გამიფუჭოს განწყობა და ამისგან შეიძლება ავად გავხდე კიდეც. მაგრამ როცა ის დავაკავშირე ჩემს გულთან,  გონება გახდა ჩემი შეუფასებელი მოკავშირე. დღეს ამ ურთიერთკავშირს მე ვეძახი „გულის სიბრძნეს“.

როდესაც მე ვიწყებდი საკუთარი თავის შეყვარებას, მე განვნთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც კი ზიანს აყენებდა ჩემს ჯანმრთელობას – საკვები, ადამიანები, მოვლენები, ნივთები. ყველაფერი რაც მექაჩებოდა ძირს და მაშორებდა საკუთარ თავს. თავიდან მე ამას ვუწოდე, ჯანმრთელი ეგოიზმის პოზიცია. დღეს კი ამას ვუწოდებ „საკუთარი თავის სიყვარულს“.

როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, შევწყვიტე დარდი იმაზე, რომ მუდმივად უნდა ვიყო მართალი და სწორედ იმ დღიდან, ნაკლებად ვუშვებდი შეცდომებს. დღეს მე მივხვდი, რომ ეს არის „თავმდაბლობა“.

როდესაც მე შევიყვარე თავი, სევწყვიტე წარსულით ცხოვრება და მომავაზე დარდი. დღეს მე ვცხოვრობ მხოლოდ აწმყოში, სად ხდება ყველაფერი. უკვე მე ვცხოვრობ ყოველ დღე, დღიდან- დღემდე და ვეზახი ამას „განხორციელებას“.

როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, შევწყვიტე  საკუთარო დროის ქურდობა და დარდი მომავალის პროექტირება. დღეს მე ვაკეთებ მხოლოდ იმას რასაც მოაქვს სიხარული და ბედნიერება, იმას რისი გაკეთებაც მიყვარს და რასაც ჩემი გული მოჰყავს მხიარულ ხასაითზე. მე ამას ვაკეთებ ჩემი მეთოდით და ჩემს რითმში. დღეს ამას მე ამას ვეძახი „უბრალოებას“.

როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი, მე აღარ მინდოდა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და  უცებ დავინახე, რომ ცხოვრება რომელიც ეხლა მაქვს მაძლევს ზრდის საშუალებას. დღეს მე ამას ვეძახი „სიმწიფეს“.

როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი მე გავიგე, რომ დარდი და ტანჯვა – ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანები, რომ მე ვცხოვრობ ჩემი საკუთარი ჭეშმარიტებების საწინააღმდეგოდ. დღეს მე ვიცი – ამას ჰქვია „ნამდვილობა“.

როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი მე მივხვდი, როგორ ძლიერ შეიძლება აწყენინო ვინმეს თუ თავს მოახვევ მას მისივე სურვილებისავე ასრულებას, როდესაც ჯერ ამისი დრო არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის არ არის მზად. ეს ადამიანი ვარ – მე თავად. დღეს მე ამას ვეძახი „აღიარებას“.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს კამათის, კონფრონტაციის და სხვადასხვა სახის პრობლემების სალუთარ თავთან თუ სხვებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან და ამ შეჯახებიდან იბადებიან ახალინი. დღეს ამას ვეძახი: „ეს – ცხოვრებაა“.

 

2 thoughts on “ჩარლი ჩაპლინი. 70 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა.

  1. თუ არ მიწყენთ, ოდნავ სახეცვლილ თარგმანს შემოგთავაზებთ:

    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, აღმოვაჩინე, რომ მწუხარება და სულიერი ტანჯვა უბრალოდ იმის გამაფრთხილებელი ნიშნებია, რომ ჩემი საკუთარი სიმართლის წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს მე ვიცი, რომ ამას „ნამდვილობა“ ქვია.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე მივხვდი, რამდენად შეიძლება აწყენინო ვინმეს, როცა ცდილობ მათ თავს შენი სურვილები მოახვიო, თუნდაც იცოდე რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის მზად არ არის, და თუნდაც ეს ადამიანი ჩემი საკუთარი თავი იყოს. დღეს, მე ამას „პატივისცემას“ ვუწოდებ.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე შევწყვიტე სხვანაირი ცხოვრებისკენ ლტოლვა და დავინახე, რომ ყველაფერი რაც ჩემ გარშემოა, ჩემ ზრდას უწყობს ხელს. დღეს მე ამას ვუწოდებ „სიმწიფეს“.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე მივხვდი, რომ ნებისმიერ ვითარებაში, მე ვარ ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას, სადაც უნდა ვიყო და რომ ყველაფერი სწორედ მაშინ ხდება, როცა საჭიროა, და ამგვარად შემიძლია მშვიდად ვიყო. დღეს მე ამას ვუწოდებ „საკუთარი თავის რწმენას“.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე მოვრჩი საკუთარი დროის პარვას და შევწყვიტე მომავლისთვის უზარმაზარი გეგმების დასახვა. დღეს, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს, იმას, რისი კეთებაც მიყვარს და რაც ჩემ გულს ახალისებს, და მე ამ ყველაფერს ჩემებურად და ჩემ რიტმში ვაკეთებ. დღეს მე ამას „სიმარტივეს“ ვუწოდებ.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც ჩემ ჯანმრთელობას ვნებს – საკვები, ადამიანები, ნივთები, სიტუაციები, ყველაფერი რაც ძირს და ჩემი საკუთარი თავისგან შორს მექაჩებოდა. თავდაპირველად ამ დამოკიდებულებას ჯანმრთელი ეგოიზმი ვუწოდე. დღეს ვიცი, რომ ეს „საკუთარი თავის სიყვარულია“.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, აღარ ვცდილობ, რომ მუდმივად მართალი ვიყო და ამის შედეგად უფრო იშვიათად ვარ ხოლმე მტყუანი. დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს „თავმდაბლობაა“.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე უარი ვთქვი წარსულში ცხოვრებასა და მომავლისთვის წუხილზე. ახლა, მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობ, იქ, სადაც ყველაფერი ხდება. დღეს მე ვცხოვრობ ყოველ დღე, დღიდან დღემდე, და მე ამას „სისრულეს“ ვუწოდებ.
    როდესაც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მე გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შეიძლება დამაზიანოს და ავად გამხადოს. მაგრამ როცა ის ჩემ გულს დავაკავშირე, ჩემი გონება მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდა. დღეს ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
    ჩვენ აღარ უნდა გვეშინოდეს კამათის, დაპირისპირების ან ნებისმიერი სხვა პრობლემის საკუთარ თავთან ან სხვებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და მათი შეჯახებიდან ახალი სამყაროები იბადება. დღეს მე ვიცი, რომ ეს არის „სიცოცხლე“!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.