რა ვუთხრათ ქმარს ყოველდღე

x_3373e27d

ყველა ოცნებობს  რომ მეუღლესთან  ჰქონდეს ბედნიერი, მშვიდი და მყარი ურთიერთობა.

როგორ მივაღწიოთ ამას?

რა უნდა ვუთხრათ და როგორ უნდა მოვიქცეთ?

მყარი ურთიერთობის შენება – ეს ერთ-ერთი რთული და ამავე დროს სასიმოვნო პროცესია  და ყველაფერი უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი.

ბევრი ფიქრობს გათხოვდა და „აწი რა მენაღვლება“ –  ნურას უკაცრავად. ოჯახის შექმნის მერე და უფრო სწორი იქნება ვთქვა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, იწყებთ აქტიურ ზრუნვას იმაზე, თუ როგორ შექმნათ ჰარმონიული გარემო. უმრავლესობას თვითდინებაზე აქვს პროცესები მიშვებული, ითხოვენ „აქეთ“, მაგრამ თავად რას გასცემენ. ამას არც კი უფიქრდებიან. დიახ, დიახ ოჯახი ყოველდღიური ზრუნვაა… და თუ თქვენ თავში გიტრიალებთ მციორეოდენი აზრიც კი, რომ „მეტი საქმე არ მაქვს“… თამაშგარე მოთამაშის როლს მიიღებთ ჯამში. გაგიგიათ ალათ,- ყოველი წარმატებული კაცის უკან დგას ქალი რომელიც მას უგებს, მას იღებს ისეთს როგორიც არის და უყვარს…

თუმცა არ არსებობს იდეალური ურთიერთობის დაწერილი წესები, მაგრამ ამის მისაღწევად, არის რამოდენიმე უბრალო საშუალებები, რომელთა ყოველდღიური შესრულების შედეგად  შესაძლებელია მიაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას. I_love_youდაჰპირდით საკუთარ თავს რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში ეტყვით თქვენ მეუღლეს შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილს.  თუ თქვენ ამას გააკეთებთ – მალევე შეიგრძნობთ თქვენივე ქმედებით განხორციელებულ სასწაულს. თქვენ გახდებით სამაგალითო და მომხობვლელი წყვილი ყველას თვალში. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია – თქვენი ურთიერთობები მოვა ჰარმონიაში.

ერთი პირობაა – ნუ ეცდებით თავის მოტყუებას, რომ ვითომ ყველაფერს ასრულებთ და ამ დროს ხართ არა გულრწფელი. იყავით  და ელაპარაკეთ მეუღლეს გულწრფელად, მთელი გულით. მაშ მზად ხართ?

დავიწყოთ:

მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ – ეს ის მარტივი წინადადებაა, რომელიც ყოველ დღე უნდა უთხრათ  ქმარს. მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. მხოლოდ საჭიროა დარწმუნდეთ, რომ აკეთებთ ამას გააზრებულად. თუ თქვენ ძალიან ხშირად და გაუაზრებლად წარმოთქვამთ ამ სიტყვებს – თქვენ დაუკარგავთ მას აზრს.  შეეცადეთ უთხრათ მას ეს სიტყვები, როცა ის შესძლებს თქვენს გაცინებას ან რამე გრძნობებს აღგიძრავთ, რომელიც თქვენ ერთი მთლიანობის შეგრძნებას გგვრით.. ამ სიტყვების წარმოთქმისას თქვით ის, მთელი გულით, რომ თქვენმა მეუღლემ შეიგრძნოს სხვაობა.

კითხეთ:

როგორ ჩაიარა დღემ?

წარმოთქვით ის გაცნობიერებულად და კითხეთ გულწრფელად და არა მექანიკურად. თუ თქვენ ყოველ დღე ისევ და ისევ შეეკითხებით და მოუსმენთ, იგრძნობთ ძლიერ კავშირს თქვენს მეორე ნახევართან.. კითხეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლითაც ის არის დაკავაული ყოველდღიურად. კითხეთ – რამ გააღიზიანა და რამ გაახარა. როცა საშუალებას აძლევთ თქვენს მეუღლეს გაგიზიაროთ მისი ცხოვრების სხვა მხარე , თქვენ ავსებთ იმ სივრცეს როცა ერთად არ ხართ. ეს ძალიან დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რატომ არის თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდ ხარიათზე და გაახაროთ ის, მაგალითად: საყავრელი კერძით.

მე შენ მხარს გიჭერ.

წაახალისეთ თქვენი მეუღლე, უთხარით რომ მხარს უჭერთ მას რა გადწყვეტილებებში. დაუდაექით გვერდით და დაეხმარეთ მიზნის მიღწევაში. ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით და თუ ის იგრძნობს, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი რომელიც ყოველთვის იქნება მის მხარეს, მაშინ ის „შეუზლებელს შესძლებს“ და „მთებს გადადგამს“ – როგორც იტყვიან ხოლმე. იმის გაფიქრებაზე რომ მას ჰყავს გვერდით ასეთი ადამიანი, თქვენს წყვილს მეტად შეკრავს ერთ მთლიან, ძლიერ კავშირად.

მაპატიე.

მე მგონი არავის აქვს იმის ილუზია, რომ კამთი და ემოციების ფრქვევა არ ხდება1321137500_nasilie-v-seme ოჯახში. მეტ წილად, ერთმანეთს ეუბნებიან გასაბარზებელ სიტყვებს და იქცევიან ზოგჯერ არასწორად. ჩვენ ყველანი ცოცხალი ვართ, ბოლოს და ბლოს 🙂 . ზოგჯერ ვიტყვით ისეთ რაღაცას, რომ სრულებით არ ვუკვირედბით  და  შეიზლება მეორე მხარემ მიიღოს სხვანაირად. ბედნიერ წყვილებში ჯიუტობისდაგილი არ არის, ამიტომ თუ არასწორი ხართ – უბრალოდ მოიხადეთ ბოდიში. მოიბოდიშეთ იმისთვის რომ გაბრაზდით. მოიბოდიშეთ იმიტომ რომ აწყენინეთ საყვარელ ადამიანს. მოიბოდიშეთ იმ რაღაცეებზეც კი, რაშიც არ ხართ დამნაშავე. მობოდიშებით, თქვენ აჩვენებთ თქვენს ქმარს, რომ წუხხართ, რომ გაუფუჭეთ მას დღე და რომ თქვენ ის, მაინც ძალიან გიყვართ.

 

მე ვარ აღფრთოვანებული შენი ჭკუით და გონიერებით.

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მეუღლეს კომპლიმენტებს ვეუბნებით და ყურადღებას ვუმახვილებთ გარეგნულ ფატებზე და ხშირად გვავიწყდება ავღნიშნოთ, თუ – როგორი ჭკვიანი ხარ! ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ძალიან ძლიერ რეკლამირდება გაეგანი, ვიზუალური ფაქტორები. თუმცა ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, გახადოთ თქვენი ურთიერთობები ზედაპირული.dv1600037 უთხარით საკუთარ ქმარს რომ აფასებთ მის აზრს. მან უნდა იცოდეს რომ თქვენ მას თვლით გონიერ, ჭკვიან, ნიჭიერ, ზოგჯერ უცნაურ, მაგრამ ხალისიან და რომანტიულ პიროვნებად. თქვენ უნდა იცხოვროთ მთელი ცხოვრება ერთად, ოდესრაც ფიზიკურუ სილამაზე გაქრება. ამ გრძელ გზაზე, რასაც ტანაცხოვრება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია შიახსეოთ, რომ ის თქვენ გიყვართ არა მარტო გარეგნობისთვის, არამედ მისი გონიერებისთვისაც.

 

მე პატივს გცემ

ქმრის პარივისცემა მნიშვნელოვანია რომანტიული ურთიერთობებისთვის. თქვენმა ქმარმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ძალიან აფასებთ მის აზრს, აღფრთოვანებული ხართ მისი საქმეებით და ქმედებებით. როცა ადამიანი გრძნობს რომ  მას აფასებენ, ის თავს გრძნობს ბედნიერად და დაცულად – სწორედ ეს არის ის ქვაკუთხედი რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მყარ ურთიერთობებში.

 

მე არ გეთანხმები

ამ დრიოს გამოჩნდება მეუღლის მიმართ პატივისცემა – როცა ეტყვით, რომ რაღაცაში არ ეთანხმებით. აუცილებელი არ არის ყველფერში მორჩილად და უსიტყვოდ დაეთანხმოთ. არ მოატყუოთ, როცა ეთანხმებით ყველაფერზე. თქვენ ხართ ერთი მთლიანი და თქვენი ძალა ერთობაშია – აზრობრივად და ქმედებებით. გამოხატეთ და გამოთქვით თქვენი აზრი, მაგრამ გააკეთეთ ეს პატივისცემით. შესთავაზეთ განსხვავებული ხედვა, შესაძლებლობა, იდეა, აზრი. ამით თქვენ სრულიად შესაძლებელია დაეხმარით მას იპოვოს საკითხის სხვა, უკეთესი ამოხსნა რომელიც დამოუკიდებლად შეიძლება ვერც ეპოვა.

მოდი წავიდეთ.გავაკეთოთ. ვცადოთ.

საერთო თავგადასავლები. ურთიერთობებში ემოციები და განცდები აუცილებელი პირობაა. თქვენ უნდა ეცადოთ საერთო გამოცდილების და მოგონებების დაგროვებას. დაგეგმოთ ახალი თავგადასავლები… იოცნებეთ გოაზე წასვლაზე, მანამდე მოიარეთ საქრთველოს კუთხეები, მოიფიქრეთ ნებისმიერი სხვა თავგადასვალი, რომელიც  მოგიყვანთ აღფრთოვანებაში. სინჯეთ რამე ახალი ერთად.

ღამე მშვიდობისა.

აუცილებლად დაასრულეთ დღე  მის მიმართ კეთილგანწყობით, თუნდაც მთელი დღე არ 70317835_1297020827_100303041249946845555349გილაპარაკიათ ან ნაჩხუბრები ხართ (განსაკუთრებით ამ შემთხვევაში). ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა. ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ ოკეანის გადაღმა ილაპარაკოთ. ასე რომ, არავითარი თავის გამართლება არ ააქვს თუ დაწვებით დასაძინებლად ისე, რომ არ დაემშვდობოთ. ეს არის, არა მხოლოდ პარქტიკული  და ტაქტიკური საშუალება აცნობოთ ქმარს, რომ მიდიხართ დასძინებლად, არამედ ამით მას აგებინებთ, რომ თქვენ ფიქრობთ მასზე.

ეს მოკლე შემოთავაზებები, რომლის დახმარებით თქვენ თვალწინ მოხდება თქვენი მეუღლის ტრანსფორმაცია. შევეცდები შემდეგ თემაში ჩამოვაყალიბო ის, სიტყვები რომელიც არ უნდა გამოიყენით მეუღლესთან ურთიერთობებისას, კერძოდ კამათის დროს.

გიყვარდეთ და იყავით ბედნიერნი.

 

 

 

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.